Wednesday, January 9, 2013

სილამაზის კონკურსის ისტორია


  რა არის სილამაზე და რატომ ბჭობენ მასზე ამდენს. ალბათ, ცალსახა პასუხის მოძებნა გაგვიჭირდება, რადგან ეს ცნება ძალიან ცვალებადია. თუ შუა საუკუნეების რაინდები ფერხორციან ქალებს აფასებდნენ XV საუკუნის იტალიელები ჭკუას კარგავდნენ მაღალშუბლიან ქალბატონებზე, რის გამოც ეს უკანასკნელები ხშირად წარბებსაც კი იპარსავდნენ, რათა შუბლი უფრო მაღალი გამოჩენოდათ.
   

უცნაურობები
რასაკვირველია, სილამაზის კონკურსი მამაკაცებმა გამოიგონეს. სავარაუდოდ, პირველ კონკურსში მონაწილეობდნენ ჰერა, ათენა და აფროდიტე, ჟიური კი სულ ერთი მამაკაცისაგან პარისისგან შედგებოდა. ტროას მეფის ვაჟმა მთავარი პრიზი-ვაშლი და უმშვენიერესის ტიტული აფროდიტეს მაინიჭა. თუმცა ამ ღვთაების მარმარილოს ქანდაკება რომ გაზომოთ, აფროდიტა თავისი პარამეტრებით თანამედროვე სილამაზის კონკურსზე, ალბათ ბოლო ადგილსაც ვერ დაიკავებდა: სიმაღლე-164 სანტიმეტრი, ხოლო იდეალური პროპორციების 90-60-90 მაგივრად, მისი პარამეტრები დაახლოებით 86-69-93 იყო.
ძველ ბაბილონში სილამაზის პირდაპირი მნიშვნელობით აფასებდნენ, კონკურსის დამთავრების შემდეგ, გამარჯვებულს არამარტო ლამაზმანის ტიტულს ანიჭებდნენ არამედ სახელდახელოდ მოწყობილ აუქციონზე გაჰყავდათ და შესაბამის ფასსაც ადებდნენ. იმ შემთხვევაში თუ ვინმე გამარჯვებულის ცოლად მოყვანას მოინდომებდა, მას სწორედ კონკურსის შედეგად დამტკიცებული ფასი უნდა გადაეხადა.
ინკვიზიციის დროს ყველაზე ლამაზ ქალებს კოცონზე წვავდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ თვალისმომჭრელი სილამაზე ეშმაკისეული იყო

უგანდაში ისეთი სილამაზის კონკურსები იმართებოდა, რომლის დროსაც სახის ნაკვთებს მნიშვნელობა არ ჰქონდა,უგანდელები ყველაზე ლამაზი უკანალის მფლობელებს ირჩევდნენ. ზოგიერთ გამარჯვებულს მართლაც ისეთი წონიანი უკანალი ჰქონდა, რომ ასადგომად დახმარებაც კი სჭირდებოდა. ძველ ჩინეთში კი გამარჯვებულ ლამაზმანს რომელიმე ცხოველს დიდი ზარ-ზეიმით წირავდნენ.
  თანამედროვეობა
სილამაზის კონკურსს, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, საფუძველი 1988 წელს, ბელგიის პატარა ქალაქ სპაში ჩაეყარა. ფეშენებური კურორტი არისტოკრატებისა და სამეფო ოჯახის წარმომადგენლების საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო. ბელგიიდან კონკურსის ციებ-ცხელება გერმანიას გადაედო, სადაც 1990 წელს, კაბარე ,,პრომანდში” ჩატარებულ კონკურსში 19 წლის სიგარეტის გამყიდველმა ჰერტრუდა დოპერალსკიმ გაიმარჯვა, ხოლო პიველი ,,მის ამერიკა” 1921 წელს 16 წლის მარგარეტ გორმანი გახდა.
თვდაპირველად, ჟიური მონაწილეობის სხეულის ნაწილებს ცალცალკე აფასებდნენ; სახის ნაკვთებზე უმაღლესი შეფასება 15 ქულა იყო, მკერდი, ხელები და ფეხები 10 ქულად ფასფდებოდა. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა მეორე მსოფლიიო ომის შემდეგ, როდესაც მსოფლიო მასშტაბის სილამაზის კონკურსებს დაედო საფუძველი.
1951 წელს ლონდონში ტრადიციული ფესტივალი ტარდებოდა, რომლის ორგანიზებაც გასართობ კომპანია ,,მეკას” დაევალა. კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ერიკ მორლეის დაჟინებული მოთხოვნით, ფესტივალში სხვა ღონისძიებებთან ერთად სილამაზის კონკურსიც შეიტანეს. პიველ კონკურსს ,,ბიკინის ფესტივალი” ეწოდა, რადგან მორლეი გადაწყვიტა რომ ლამაზმანები საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილები უნდა შეეფასებინათ. კონკურსს ერთჯერადი ხასიათი უნდა ჰქონოდა და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის ასეთ პოპულარობას მოიპოვებდა.
სილამაზის კონკურსზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ ფემინისტებს. ამ მოძრაობის აქტივისტები ლონდონში მდებარე ალბერტ-ჰოლში შეიჭრნენ წამყვანი ბობ ჰოუპი გალანძღეს, იატაკზე კი ფქვილი მიმოფანტეს ქალთა განმანთავისუფლებელი ფრონტის წევრებმა კი 1968 წელს ცხვარს თავზე გვირგვინი დაადგეს და საცოდავ ცხოველს ,,მის ამერიკის ტიტული” მიანიჭეს.





No comments:

Post a Comment