Wednesday, January 9, 2013

მის სამყარო - MISS UNIVERSE


მის სამყარო — ყოველწლიური საერთაშორისო სილამაზის კონკურსი, რომელსაც ატარებს მის მსოფლიოს ორგანიზაცია.
კონკურსი დააარსა ტანსაცმლის კომპანიამ "Pacific Mills"–მა, 1952 წელსკალიფორნიაში.




სილამაზის კონკურს "მის სამყარო 2012"-ის (Miss Universe) გამარჯვებული ამერიკელი ლამაზმანი ოლივია კულპო გახდა. ლას ვეგასში გამართულ კონკურსში ამერიკელმა 88 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი კონკურსანტი დაამარცხა.


2013 წლის განმავლობაში ოლივია კულპო მსოფლიოს გარშემო ტურში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის "მის სამყაროს" ორგანიზაციის და მის მიერ არჩეული საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელი იქნება.





შეგახსენებთ, "მის სამყარო 2012"-ის კონკურსში მონაწილეობას იღებდა "მის საქართველო" თამარ შედანია.




“მის სამყარო – 2011″ – ანგოლელი ფერადკანიანი ლამაზმანი ლეილა ლოპესი გახდა. მეორე ადგილზე, კი “მის უკრაინა”, 23 წლის ოლესია სტეფანკო გავიდა.

საერთაშორისო კონკურსი, “მის სამყარო – 2011″ ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში გაიმართა, სადაც 89 ლამაზმანი იღებდა მონაწილეობას, აქედან გამარჯვებისთვის 16 კანდიდატი იბრძოდა, რომელთაგან 15 ჟიურიმ, ერთი კი მაყურებელმა გამოარჩია.
კონკურსში საქართველოს წარმოადგენდა “იმიჯ ცენტრის” მოდელი, პირველი ვიცე-მის საქართველო – 2010, 24 წლის ეკა ღურწკაია.




ლას-ვეგასში გამართული სილამაზის კონკურსი – “მის სამყარო 2010″-ის გამარჯვებული მექსიკის წარმომადგენელი, ხიმენა ნავარეტე გახდა..

22 წლის ნავარეტე ქალაქ გვადალახარაშია დაბადებული. ბრილიანტის თვლებით მოჭედილი გვირგვინი მას “მის სამყარო 2009″-მ, ვენესუელმა სტეფანია ფერნანდესმა გადასცა.


სილამაზის კონკურსი "მის სამყარო 2009" დასრულდა და პლანეტის ყველაზე ლამაზი გოგონას სახელი გახდა ცნობილი. 

გამარჯვებული ვენესუელას წარმომადგენელია. 18 წლის სტეფანია ფერნანდესი, რომელსაც ძვირფასი წითელი კაბა ეცვა, არ მალავდა ემოციებს და სიამოვნებით პოზირებდა ფოტოგრაფების წინაშე. 
"მის სამყაროს" ტიტულს უკვე მეორე წელია ვენესუელის წარმომადგენლები ისაკუთრებენ. "მის სამყარო 2008" ვენესუელელი დაიანა მენდოსაა.




No comments:

Post a Comment