Thursday, January 17, 2013

სახის მოვლა - რამდენიმე ნიღაბი

 კანი სხეულის საფარველია, რომელიც მას  ყველა მავნე ფაქტორისგან იცავს. გარდა ამისა, არაერთ 

სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს და, რაც მთავარია, ქალის სილამაზის მთავარი განმსაზღვრელი 

ფაქტორია. 

გთავაზობთ სახის კანის მოსავლელ რამდენიმე ნიღაბს, რომელიც კანის სინორჩის შენარჩუნებაში 

დაგეხმარებათ. 


ვარდის ზეთი

ემალის ჭურჭელში ათავსებენ სურნელოვანი ვარდის მშრალ ფურცლებს, ასხამენ მცენარეულ ზეთს და 

ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 2 საათით. წურავენ. ეს ნიღაბი ასუფთავებს, ახალისებს და 

ელასტიკურს ხდის კანს.
ბრინჯის პუდრი

ბრინჯის პუდრი საუკეთესო საშუალებაა კანის ტონიზირებისათვის. უმჯობესია, ოჯახში დაამზადოთ, 

რადგან ნაყიდი შეიცავს სხვადასხვა დანამატს.

აიღეთ ბრინჯი, გარეცხეთ, მოათავსეთ წყლიან თასში, გააჩერეთ 5-6 დღე, სანამ მარცვლები კარგად არ 

გაფუვდება. ამ ხნის განმავლობაში წყალი შეცვალეთ ყოველ დღე. კარგად დამბალი ბრინჯი ფაიფურის 

როდინში დასრისეთ. მიღებული ფაფა მინის ქილაში მოათავსეთ, დაასხით წყალი, კარგად აურიეთ, 

გააჩერეთ 5 წთ. წყალი გადაღვარეთ. 

ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ. ამ გზით მიიღება ბრინჯის პუდრის ნალექი, რომელსაც 

აშრობენ პირსახოცზე და იყენებენ, როგორც ჩვეულებრივ პუდრს. შეიძლება სურნელოვანი ზეთის 

დამატებაც.

ბრინჯის პუდრი კანს ანაზებს, ხდის ხავერდოვანს და ათეთრებს.



ლიმონი ცხიმიანი კანისთვის 

ცხიმიან სახის კანს დღეში რამდენჯერმე იწმენდენ ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით ან ლიმონის ნაჭრით.

სახეს იწმენდენ ლიმონის წვენისა და წყლის ნარევითაც (1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი 1/4 ჭიქა წყალზე).








No comments:

Post a Comment