Friday, November 30, 2012

ჯორჯო არმანი

   1934 წლის 11 ივლისს,იტალიის ქალაქ პიაჩენცაში დაიბადა იტალიის მოდის ლეგენდა,რომელმაც შექმნა საკუთარი ხაზი,ქალი და უდიდესი წვლილი შეიტანა მოდის იმპერიაში...ახლა უკვე მას აქვს საკუთარი იმპერია და 77 წლის მიუხედავად თავად ქმნის ყველა ხაზისათვის კოსტიუმებს,ის უყვართ და ძალიან დიდ პატივსცემენ იტალიაში . 
   პირველი კოლექცია 1975 წელს გააკეთა ..საკუთარი პირველი ხაზი...წარმატებებიც მალე მოვიდა,თუმცა მანამდე იყო რინაშენტე დიდი სავაჭრო ცენტრი,სადაც ის ვიტრინის დიზაინს უზრუნველყოფდა....2000 წლიდან ის თანამშრომლობ ყველაზე მაღალი ხარისხის მწარმოებელთან Zegna ,რომელსაც ასევე საკუთარი ხაზი აქვს,გააკეთეს ერთობლივი ხაზი Armani Collezioni in joint venture. 
Giorgo Armani რომ იტალიის და არა მარტო იტალიის მოდის ლეგენდაა ეს უდაოა,მაგრამ კიდევ უფრო დასაფასებილია,რომ არის ძალიან ჭკვიანი და მთელი მსოფლიოს მაშტაბით ყველაზე დიდი მომსახურე პერსონალი  (6000000) ყავს დასაქმებული.... ის ერთადერთია რომელიც რამდენიმე ქვეყნის მოდის კვირეულში იღებს მონაწილეობას და ყოველ წლიურად არა  ორ არამედ 6 ხაზს წარადგენს,ესენია GIORGIO ARMANI, PRIVE, ARMANI COLLEZIONI,EMPORIO ARMANI(   ამ ხაზის შექმნის მუზა ანდრეი შევჩენკო  გახლავთ,რომელიც მილანის მილანში 7 ნომერით თამაშობდა) ARMANI JEANS. 
კრიზისი ყველას შეეხო ,როგორც ამბობენ ზოგ ბრენდს იმის სახსრებიც აღარ აქვს,რომ დეფილე მოაწყოს პარიზის მოდის კვირეულზე(რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული) მაგრამ არა არმანი - ის რომელიც ,ძალიან წარმატებულად დაამთავრა საკუთარი სასტუმროს მშენებლობა და ის უშვებს ,როგორც ტანისამოსის ხაზს ასევ,თანამშრომლობს სამსუნგთან სადაც უშვებს მისი დიზაინით შექმნილ ტელეფონებს,ასევე აქვს ავეჯის ხაზი,რომელიც გამოირჩევა ძალიან კარგი ხარისხით,აქვს კუთვნილი რესტორან-ბარი არმანი ნობუ,სადაც როგორც იტალიური ასევე უგემრიელესი იაპონური კერძებით გაგიმასპინძლდებიან.პარფიუმერია ,ტელეფონისთვის შექმნილი აქსესუარები და მრავალი სხვა. 
ყველასაგან გამოირჩევა ასევე თავისი თავდაბალი და არა ამბიციური ქცევით,არასოდეს ლაპარაკობს საკუთარ თავზე,არასოდეს აქებს მის კოლექციებს,ისმენს მხოლოდ აპლოდისმენტებს და ყველას სიყვარულით ექცევა,განსაკუთრებით მის მომსახურე პერსონალს უყვარს ძალიან და აფასებს....მან საკუთარი სახელი და გვარი გააპიარა და შექმნა მისი უნიკალური ქალი,რომელიც ყოველთვის კლასიკა და მოდათ დარჩება,ეს ისაა რასაც ტენდეციები არ ეხება.... 


    საქართველოში არსებობენ ,,დიზაინერები",რომლებიც მისი გვარის გაგონებაზე იცინიან ,,ეგოიმებათ" და ფიქრობენ, რომ რასაც ისინი ქმნიან ბევრად კარგი და ,,დონეა"ვიდრე   ARMANI....ხოო გაგეცინათ?მეც გამეცინა როდესაც გავიგე და მერე შემეცოდნენ ,მივხვდი რომ ვერაოდეს შექმნიან იმს სილუეტს,იმ ხაზებს იმ ხარისხის  რასაც GIORGIO ARMANI   ჰქვია. 


 ის იყო მილანის ინტერის ფეხბურთელების დიზაინერი,მის მფლობელობაშია ARMANI JEAS კალათბურთის გუნდი რომელიც დიდი წამრატებით  ასპარეზობს  იტალიაში ,რომ არა ეს გუნდი არ იქნებოდა არმანი ჯინსის ხაზიც. 
   საერთოდ ეს ის შემთხვევაა,როდესაც წარმატება,აღიარება და დაფასება სიცოცხლეშივე გარგუნა განგებამ.მას მისი დისშვილი ეხმარება და სავარაუდოდ არმანის უზარმაზარ იმპერიასაც  მომავალში  ის  გაუძღვება.... 




Thursday, November 29, 2012

ვალენტინო - რომის იმპერატორი


     ვალენტინო - რომის იმპერატორიამ ადამიანს სიცოცხლით ტკბობა შეუძლია და სურს საკუთარი სამოსით ქალბატონებსაც იგივე განაცდევინოსპარიზის მახლობლად, ვიდვილის ციხე-სიმაგრეში, ყველას ჯერ კიდევ სძინავს.


   სიშიშვლის, ალერსის, სიყვარულის, სილამაზისა და ფუფუნების კულტის დაუოკებელი თაყვანისმცემელი, ვალენტინო, მოდის სამყაროს მეორე ვეტერანის, კარლ ლაგერფელდისგან განსხვავებით, ადრე არ დგება. დარბაზები პატრონის მოლოდინში გაყუჩებულან. გეგონება მუზეუმში ხარ: აზიური ფაიფური, რუსეთის იმპერიის საგანძური, აღმოსავლური ხალიჩები, ვერცხლისა და ბროლის ჭურჭელი და ცნობილი ოსტატების ტილოები... “
რა ვქნა, შინ ცარიელი ხელებით დაბრუნება არ შემიძლია - კეკლუცობს ვალენტინო. - მუშაობას თავს რომ დავანებებ, კოშმარი მოხდება!” ბოლო შენაძენი: XVIII საუკუნის ვერცხლის ლარნაკი (“უცნაური ფორმით მომხიბლა”) და ლეჟეს ნახატი ნიუ-იორკის აუქციონიდან (“სტილთა ქაოსი მომწონს”). 
  76 წლის ვალენტინოს ძლიერი, მკვრივი სხეული აქვს, ოქროსფერი თმა, მზეზე მოციმციმე სათვალე, ღიმილი და მარადიული კარიბული ნამზეური. სხვათა შორის, ერთხელ საგულდაგულოდ გარუჯულს სამსახურის დატოვება მოუხდა - ძალიან გაუგრძელდა არდადეგები - ზღვაზე იყო, ვერ შეელია მზეს. მოდის სახლში ჟეან Dესსè, სადაც პირველი სამუშაო ჯერ კიდევ 50-იან წლებში დაიწყო, ბრინჯაოსფერ იტალიელს ზრდილობიანად სთხოვეს, ძალიან კი გვიყვარხართ, მაგრამ წაბრძანდითო... მაინცდამაინც არ უდარდია, დაიღალა სხვაზე მუშაობით, შემდეგ ერთხანს ლაროშთან ირჯებოდა... არც ისე დიდხანს. 1959 წელს ვალენტინო იტალიაში დაბრუნდა. ვალენტინო კლემენტე ლუდოვიკო გარავანი, დაიბადა 1932 წელს ლომბარდიაში, ვონიერაში. ჯერ კიდევ ბავშვობაში მოუსინჯავს თავი მომავალ პროფესიაში და ქალაქის მკერავს ერნესტინა სალვადეოს ეხმარებოდა თურმე. “სკოლის ეზოში მეფე ვიყავი. ნამდვილი პატარა მუსოლინი. უამრავი მეგობარი მყავდა, და ყველას ვმართავდი, მე ვწყეტდი, სად წავსულიყავით, ან რა გვენახა”. მეფური მანერები, ხელმწიფური ტონი... სულ ნორჩია და ფუფუნებისკენ ლტოლვას საკუთარ თავში კვებავს და კვებავს, ეს მიდრეკილება ბოლოს პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალების შემოსვად გადაექცევა.
დედა - ტერეზა - საშინლად დარდობდა, რომ პატარა კლემენტე ლუდოვიკოსმხოლოდ ძალიან ძვირი ნივთები მოსწონს”: ქაშმირის სვიტერები და შეკვეთით შეკერილი ფეხსაცმელი - დღემდე უერთგულა ამ ძველ ჩვევას. 17 წლის ვალენტინო პარიზში ჩადის, ჯერ უმაღლეს სამხატვრო სკოლაში, შემდეგ კი პარიზის მოდის პალატაში სწავლობს. დიპლომის დაცვის შემდეგ კრისტობალ ბალენსიაგოსთან სტაჟირება სურს, მაგრამ არ მიიღეს. “ვერ ვგებულობ, რატომ აღმერთებენ დღეს ამ ბალენსიაგოს, კი, კარგი თარგის სილუეტები აქვს, მაგრამ ისეთი მძიმე და უძრავი!! მისი კაბები იატაკზე რომ დადო, ხესავით უძრავად იდგებიან.” - თითქოს ჯავრს იყრის...სამშობლოში დაბრუნებულმა ფინანსური დახმარება მშობლებს თხოვა, საჭირო თანხა მიიღო და საქმეც დაიწყო. 27 წლისას მდიდრულ რომაულ აპარტამენტებში, ლეგენდარული Spannish Steps-ის მახლობლად, საკუთარი ატელიე აქვს. მდებარეობის წყალობით ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში ხვდება მეფური წარმომავლობის ბევრ ქალბატონს და ცნობილ მსახიობს. მის კაბებში გათხოვდნენ: ელიზაბეტ ტეილორი, ჯეკი ონასისი, ჟაკლინ კენედი, კორტნი კოკსი, ჯენიფერ ლოპესი
1968 წლის პერიოდულმა გამოცემებმა ვალენტინოსმოდის ხელმწიფედამდიდრული ხიბლის შეიხიუწოდეს. ეს ტიტული ცნობილთეთრ კოლექციასმოჰყვა, არაფორმალურად ამ კოლექციას უფერო, ნო-ცოლოურ ცოლლეცტიონ, დაარქვეს. სწორედ ამ კოლექციასთან ერთად, 1967 წელს წარმოადგინა ვალენტინომ მისი მოდის სახლის ლოგოტიპი, ახლა უკვე კარგად ცნობილი - “V”. საკუთარ ფასეულობებს ვალენტინოს პიროვნება საუკეთესოდ ასახიერებს. ერთადერთი, ვინც საკუთარი მარკის დესპანობა მოახერხა, კოკო შანელი იყო. ვალენტინო კი ჩივის: “შემიძლია კაბების ხატვა, სტუმრების მიღება და სახლის დეკორირება, ბიზნესში კი არაფერი მესმის”. ყველა მისი გატაცებისთვის მოინახა ადგილი: ვალენტინოს იმპერია ვრცელი და ნათელია. იახტები, კერძო თვითმფრინავები, ციხე-სიმაგრე პარიზის შესასვლელში, 100 ჰექტარი კერძო საკუთრება მილიონი ვარდით, ვილა რომში, ბინა ნიუ-იორკში - ცენტრალური პარკის ხედით, ბრონზინო, როტკო და ბეკონი, თერთმეტი შკიპერი, 40 მოსამსახურე, 12 მებაღე, 208 ალუბლის ხე და 5 ძაღლი: მარგო, მოდი, მილტონი, მოლი და მონტი
მოკლედ, ჟურნალისტებმა აღარ იციან, რაღაზე დაწერონ. ბევრი დიზაინერი და საერთოდ, ბევრი ადამიანი არ ცხოვრობს ისე, როგორც ვალენტინო. ის თვლის, რომ მის ცხოვრების სტილში ძალიან პრაქტიკული აზრია: მაგალითად: სასტუმროებში გაჩერება არ უყვარს, ამიტომ საკუთარ სახლებში ცხოვრობს. “ხანდახან ისეთი რთულია მაქსიმალისტობა, - წუწუნებს მაესტრო. - მოგზაურობაში ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილო ვარ. საჭმელი უგემურია. აზიური სამზარეულო - რაღაც კოშმარია. საერთოდ ვერ ვიტან ნიორს. იმდენი რამის წინააღმდეგი ვარ, რომ მეგობრებს ხშირად ვღლი”; “მაშინაც, ძალიან მდიდრები რომ არ ვიყავით, უამრავ ფულს ვხარჯავდით, - ჯანკარლო ჯამანეტი, ვალენტინოს შეუცვლელი პარნიორი მარკის შექმნის დღიდან. - ყოველთვის კამერდინერიანი მანქანით და Vuitton-ის ჩემოდნით ვმოგზაურობდით და განუმეორებელი სიამოვნებით ვტკბებოდით”. ვალენტინომ ჯამანეტი 1960 წელს, ზაფხულის ცხელ ღამეს გაიცნო. “შუა ღამეს Café de Paris-ში ვიჯექი, ერთ ღამის კლუბის გახსნას ველოდებოდი, - ყვება ჯამეტი, მაშინ 20 წლის იყო. “ტერასა ხალხით იყო სავსე, ვალენტინომ ნებართვა მთხოვა და ჩემს მაგიდას მიუჯდა. ძნელად თუ წარმოვიდგენდი, ვინ იყო. არადა ყველა გაზეთი პარიზიდან ჩამოსული ვუნდერკინდ დიზაინერზე სტატიებით იწონებდა თავს”. 
ერთი ნახვით სიყვარული? “რას ამბობთ? - პასუხობს ვალენტინო. - უბრალოდ სადმე დაჯდომა მინდოდა”. ჯამეტის (ვალენტინოს სახლის დირექტორი 1962-1998 წლებში
მეწარმის ნიჭმა და ბიზნესის წარმართვის უნარმა განაპირობეს მოდური მარკის განვითარება. და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ერთად აღარ არიან, მაინც იშვიათი ურთიერთგაგება აკავშირებთ. ჯამეტის არ უყვარს, როცა პიერ ბორჯეს (ივ სენ-ლორანის მარჯვენა ხელი), ან სერჯიო გალეოტის (არმანის პარტნიორი) ადარებენ. ”სერიოზული კონფლიქტი არასდროს გვქონია, მხოლოდ კამათი წვრილმანებზე” - ამბობს ის. მათი ურთიერთობის სიმტკიცეს იმითაც ხსნის, რომსახლის ქარიზმატული ხატებისთვის ჩრდილის მიყენებაარასდროს უცდია. აი, თავადქარიზმატული ხატებაკი თვალებს ჭერს მიაპყრობს და ამბობს: არ მჯერა სიყვარულის, მისგან თავი რომ უკეთესად დავიცვა, განცალკევებულ ოთახში მძინავს... მე და ჯანკარლოს ყოველთვის ცალცალკე გვეძინაო
უშფოთველი ფუფუნების მიუხედავად, ვალენტინო შრომითაადაავადებული”, როცა მუშაობს, ესკიზები ყველა მხარეს საოცარი სისწრაფით ცვივა. როცა მოდაზე საუბრობს, პატარა ბიჭივით გამოცოცხლდება ხოლმე. მინიმალიზმს და ხელმომჭირნეობას თუ ხედავს, თვალები ენთება, ნესტოები უთრთიან: მძულს, ვერ ვიტანო, ყვირის. ყველა მუქ ფერსგაყრისფერს ეძახის და თვლის, რომ კაბამ ქალი სხვებისგან უნდა გამოარჩიოს. კოლეგებისგან განსხვავებით არასდროს აკეთებდა კოლექციებს თოპსჰოპ-ისთვის ან H&M-ისთვის
ვალენტინო- სტილი ხომ სულ სხვაა: მხოლოდ ყველაზე მდიდრული ქსოვილი, ყველაზე ძვირფასი სამკაული, ყველაზე მდიდარი და ნათელი ფერთა პალიტრა, ოქრო, ბრილიანტი, ბაფთები, მაქმანები... არავითარი კომპრომისი ფასებთან, “ყველაფერი ყველაზე ძვირი” - როგორც ერთ დროს დედა ამბობდა. ”მთავარი, ქალის მოძრაობაა; მთავარია, როგორ ცოცხლდება მის ტანზე ჩემი სამოსი. მეგობრებს, რომლებსაც გოგონები ჰყავთ, ყოველთვის ვურჩევ, ბავშვობიდანვე ასწავლონ ქალიშვილებს, მოძრაობა, 7-8 წლის ასაკში, შეუსწორონ ის, რისი გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება”. მანერებიკიდევ ერთისისუსტე”. ვალენტინო არისტოკრეტების უმრავლესობას აცმევდა, დაწყებული გერმანელი პრინცესა გლორია ფონ ტორნ უნდ ტაქსისით, ბერძენი მარია შანტალით გაგრძელებული და ვალენტინოს მუზადქცეული ბულგარელი პრინცესა როზასიო საკს-კობურგ-გოტათი დამთავრებული. შეცდომებიდან ვალენტინოს სერიალიდინასტიაახსენდება, ახლაც კი გაოგნებული ამბობს თურმე, ეს რა მიქნია, რა მოკლე კაბებია, რამხელა მხრები აქვს ტანსაცმელსო. სტუმართმოყვარეა, თუმცა მიღებებზე კატეგორიულად იკრძალება: ცოტა ჭამა, ჯინსები და მოწევა
ჯინსი არ უყვარს, განსაკუთრებით მიღებებზე, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ასე თუ ისე აიტანდა ჯინსებში გვინეტ პელტროუა, თანაც თუ ჯინსი ისეთი ქსოვილისგან იქნება, ბამბაზე ძვირფასი რომაა.. თუ ცოტას ჭამ აუცილებლად მოვა და იკითხავს: რა არის, საჭმელს რამე ხომ არ სჭირსო. სახლში ყველგან საფერფლეებია, მაგრამ რა დანიშნულება აქვთ, კაცმა არ იცის. ვალენტინოს ახლანდელი პარტნიორი, ლომისფაფარიანი ლამაზი ამერიკელი ბრიუკ ეკსემა, უკვე 25 წელია მის ცხოვრებაშია და მწეველების საკითხსაც სახლში სწორედ ის კურირებს. მართალია, ახალგაზრდა მსახიობებს ვალენტინო კარგად იცნობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალ დიზაინერებზე იცის რამე. ჯამეტი ამბობს, რომ ისეთი სახელები, როგორიცაა მაგალითად, ჟანბატისტა ვალლი, რობერტო კავალი მისთვის სრულიად უცხოა. იცის მხოლოდკარლი, დონატელადა კიდევ ტომ ფორდი (“ჭკვიანი კაცია, თან ჩემი შემოქმედება მოსწონს”). სამაგიეროდ, ვალენტინოს - ყველა იცნობს. ქუჩაში მისი გამოჩენა თვალის დახამხამებაში ბრბოს კრებს: “ეს გამაოგნებელია, რაღა მოხდება, როცა აღარ ვიმუშავებ?!”
სენსაციური, მაგრამ სავსებით მოსალოდნელი, ცნობა მოვიდა მილანიდან.. მდიდრული ილუზიების დიდოსტატი ვალენტინო გარავანი ოფიციალურად დაემშვიდობა მოდის სამყაროს და საკუთარი მოდის სახლის ხელმძღვანელის პოსტი, რომელიც 45 წელი ეკავა, დატოვა. 4 სექტემბერს ლეგენდარულმა დიზაინერმა განაცხადა, რომ პენსიაში მილანის მოდის კვირეულზე pred-a-portes კოლექციის წარმოდგენისა და haute couture-ისშემოდგომა-2007”-ის კოლექციის შემდეგ წავიდოდა. 
Valentino Fashion Group-
, რომელსაც ვალენტინო გარავანი სათავეში ედგა, ისეთი ცნობილი მარკები ეკუთვნის, როგორიცაა Hugo Boss, Missoni, Marlboro Classics, და ასევე ახალგაზრდა, მოდური ამერიკული ბრენდის Proenza Schouler-ის აქციების 45 %. აი, იმპერია, რომელიც იმპერატორმა დატოვა.