მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები

                                                                                         პრადა


იტალიური მოდის ბრენდი პრადა (Prada) შეიქმნა მილანში. მისი დამფუძნებელი იყო მარიო  პრადა, რომელმაც 1913 წელს გახსნა ძვირფასი ტყავის სამგზავრო ჩანთების და ხელთათმანების პატარა მაღაზია. 
პროდუქცია მზადდებოდა ეკზოტიკური ზღვის ლომის ტყავისგან, რითაც მან მიიზიდა შეძლებული კლიენტები. იმ დროისთვის კომპანიას ერქვა Fratelli Prada (ძმები პრადები).                

   გამომდინარე იქიდან, რომ მარიოს ბიზნესი თავიდანვე საკმაოდ წარმატებულად ვითარდება, მოკლე დროში იგი ცნობილი ხდება მთელს ევროპაში.მაგრამ ნამდვილ წარმატებას კომპანია პრადა აღწევს როდესაც 1958 წელს იგი გადადის მარიოს შვილის ლუიზას ხელში.
   1970 – იანი წლებისთვის კომპანიის Fratelli Prada პროდუქცია იყიდება როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში. არისტოკრატული ჩანთები, მასში ჩაქსოვილი თვლებით, კუს ჯავშნის ელემენტებით და მორთული ძვირფასი ჯიშის ხის მასალით, შეადგენს მაშინდელი არისტოკრატიის შემადგენელ სიმბოლოს. მაგრამ, მიუხედავად მომხიბვლელი შეხედულებისა, პრადას ჩანთები  იყო ძალიან დიდი და მძიმე. ამიტომ კომპანიის მოგება იმ პერიოდში საკმაოდ მცირეა და 1970 – იან წლებში იგი გაკოტრების პირას დგება.    
  1978 წელს პრადა გადადის ლუიზას შვილის – მიუჩა პრადას ხელში. სწორედ მის პერიოდში ხდება კომპანია მთელს მსოფლიოში ცნობილი ბრენდი. 
  მიუჩა პრადა დაიბადა 1949 წელს. იგი გატაცებული იყო პოლიტოლოგიით და აღებული აქვს პოლიტოლოგის დიპლომი, რის შემდეგაც დაცული აქვს დისერტაცია მერქსიზმის თემაზე.  იგი იყო კომუნიზმის მიმდევარი და არც არასოდეს დაუმალავს ეს ფაქტი. 
    70 – იან წლებში ერთმანეთს ხვდებიან მიუჩა პრადა და მისი მომავალი მეუღლე – პატრიციო ბერტელი, რომელიც დაკავებულია ტყავის პროდუქციის წარმოებით.   

1978 წელს  მიუჩა იბარებს ომპანია პრადას ხელმძღვანელობას. ამავე წელს პატრიციო აფორმებს ექსკლუზიურ შეთანხმებას  მიუჩასთან კოლექციის პრადას მარკით წარმოებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით. ეს ხელშეკრულება გახდა საფუძველი საერთაშორისო ბაზარზე პრადას პროდუქციის დისტრიბუციის.  პატრიციო ძალიან ბევრს აკეთებს პრადას სამოდელო სახლისთვის. იგი დებს სერიოზული თანხებს კომპანიის პიარში, რითაც ხელს უწყობს უკვე მეუღლის (მიუჩას) დიზაინერულ შესაძლებლობების მსოფლიო აღიარებას.
  1983 წელს Via della Spiga ქუჩაზე იხსნება პრადას ახალი მაღაზია, რომელის დიზაინიც იქმნება ღია მწვანე ფერებში. სწორედ ეს ფერი ხდება ასოცირებული კომპანიის ყველა ბუტიკთან შემდგომში.
    1985 წელს გამოდის მიუჩა პრადას არაჩვეულებრივი კოლექცია, რომელშიც იგი მძიმე მასალის  ნაცვლად იყენებს მსუბუქ მატერიას. კოლექციის ჩანთები იკერება  პარაშუტის ნეილონისგან და არის ძალიან პრაქტიკული. სწორედ პეაქტიკულობა და დიზაინი იქნა შეფასებული მომხმარებლების მიერ და კოლექციას მოჰყვა დიდი წარმატება მიუხედავად იმისა, რომ ფასები იყო საკმაოდ მაღალი.
   1989 წელს გამოდის მიუჩის ტანსაცმლის კოლექცია pret-a-porte.  მთელი კოლექცია გადაწყვეტილია მშვიდ ფერებში დომინანტურ შავ ფერთან ერთად. სწორედ ამ კონტრასტული ფერებით იგი იმსახურებს მყიდველთა სიმპათიას. 
  1992 წელს გამოდის პრადას ახალი მარკის ტანსაცმელი – Miu Miuრომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდა თაობაზეეს არის მსუბუქი, თავისუფალი ტანსაცმელი გადაწყვეტილი თბილ ფერებში. 


90 – იან წლებში პრადა იწყებს მზის სათვალეების ხაზის გამოშვებას. სათვალეები შესრულებულა მყვირალა ფერებში კვადრატული ფორმის ჩარჩოთი, რაც ძალიან კონტრასტულია პრადას სტილთან. ამიტომ მათ არქმევენ " მახინჯ პრადას".  მაგრამ, გარკვეული დროის შემდეგ  სათვალეები ხდება პრადას სავაჭრო მარკის ერთ–ერთი სავიზიტო ბარათი, მიუჩა კი  ამერიკაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში იღებს გრან–პრის საუკეთესო აქსესუარების ნომინაციაში.  

  

1997 წელს პრადა უშვებს ახალ სავაჭრო მარკას Prada Sport, რომელიც წარმოადგენს სპორტულ ტანსაცმელს.



დღევანდელ დღეს კომპანიას აქვს დაახლოაბით 200 მაღაზია მთელს მსოფლიოში. მას ეკუთვნის რამდენიმე სავაჭრო მარკა: Prada DonnaPrada UomoMiu MiuHelmut LangJil SanderGranello. პრადა აქტიურად თანამშრომლობს კომპანია ელ ჯი (LG)– სთან მობილური ტელეფონების დიზაინის შექმნის მიმართულებით.





  





               Louis Vuitton




Louis Vuitton - ფრანგული კომპანიაა, რომელიც უმაღლესი მოდის სტანდარტების შესაბამის ნივთებს აწარმოებს.

  ლუი ვიტონი 1821 წელს დაიბადა. ჯერ კიდევ ბავშვობაში ისწავლა თავისი მამის, რომელიც ხურო გახლდათ, ნივთების გამოყენება. 14 წლისამ გადაწყვიტა ბედი პარიზში ეცადა, სადაც ფეხით გაემგზავრა. მას 400 კილომეტრის გავლა მოუწია, კილომეტრებისა რომელიც მომავალი მოდელიორის სახლს დედაქალაქიდან აშორებდა. 1837 წელს, ხუროსთან დაიწყო სიარული, ეს უკანასკნელი კი ხის სკივრებს ამზადებდა და ლუიმაც დაიწყო სკივრების კეთება.
  მისი წარმატება, როგორც სამგზავრო ჩემოდნების მწარმოებლისა, იზრდებოდა. ამაში მონაწილეობას ნაპოლეონ ბონაპარტის მეუღლე, ევგენიაც კი იღებდა.
1854 წელს, ლუიმ საკუთარი მარკა შექმნა. ამ სამოდელო სახლის ნაკვალევის ხილვა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ელისეის მინდვრებზე, სადაც ამოკვეთილია ფრაზა: „ლუი ვიტონი, ჩემოდნების დამზადება, პარიზის სავაჭრო სახლი, შექმნილი 1854 წელს“.
საკუთარი პროფესიონალიზმის საშუალებით, მოდელიორმა უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა და აქედან გამომდინარე, დიდი პოპულარობაც მოიხვეჭა.
   შვილებმა მამის საქმიანობა განაგრძეს: ჟორჟ ვიტონი, 1892 წელი, გასტონ ლუი ვიტონი 1936 წელი. ეს არის მოდური სახლის ისტორიის თანამედროვე გამოძახილი.
ბრენდის მუშაობა წარმოდგენილია კომპანია LVM-ით. ეს კომპანია 1987 წლამდე Louis Vuitton SA-ს ფილიალი გახლდათ, რომელიც სხვა სავაჭრო სახლებსაც მოიცავდა. აღნიშნული ბრენდი კი პარიზის ბირჟაზე წარმოადგინეს.
1987 წელს ბრენდმა მიმართულება შეიცვალა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება დაიწყო. კომპანია კი ამ მიმართულების ბრენდებში ლიდერი ძალიან სწრაფად გახდა.
 1998 წელს, ბრენდმა მოქმედებების სფერო გაამარავალფეროვნა და მისთვის ინოვაციურ სექტორში სცადა ბედი, რამაც ბრენდის მახასიათებლების შეცვლაზე დიდი გავლენა მოახდინა. კომპანიამ ახალი სამხატვრო დირექტორი, მარკო ჟაკობსი გადაიბირა, რომელმაც ბრენდის სახელის ქვეშ, კაბები, ფეხსაცმელი, აქსესუარები და საიუველირო ნაწარმი შექმნა. დღეისათვოს ვიტონი წარმოდგენილია 53-ზე მეტ ქვეყანაში.

   სამოდელო სახლის დევიზია: „თითოეული ჩემოდანი უნდა მოიცავდეს მაღალ მობილურობასა და სიმსუბუქეს“.
სახლს დამატებითი სახელოსნოც აქვს, სადაც განსაკუთრებულ დაკვეთებს ასხამენ ხორცს. ეს სახელოსნო საფრანგეთში, ასნერეში მდებარეობს.
ჩანთების დასამზადებლად ბრენდი არა მარტო ტყავს, არამედ ნაჭრებსაც კი იყენებს. განსაკუთრებით ცნობილი ნაჭერი გისოსებიანი მატერიაა, რომელიც წითელსა და ყავისფერშია გადაწყვეტილი.
ბრენდის ნაწარმი საიმედოობასთან, სირბილესთან და სიმსუბუქესთან ასოცირდება. ვიტონის ნივთები ნამდვილად მოგზაურობისთვის არის განკუთვნილი. დღეისათვის ბრენდს გადაწყვეტილი აქვს, სხვადასხვა საფირმო მატერიის შექმნა, რომელიც მინიმუმ 33 ფერში იქნება გადაწყვეტილი.







           ჯანი ვერსაჩე


  მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace) გარდაცვალებიდან უკვე საკმაოდ დიდი ხანი გავიდა, მისი სახელი დღევანდელ დღემდე რჩება ერთ–ერთ ყველაზე ავტორიტეტულად მოდის სამყაროში.ვერსაჩემ შემოიტანა გამოთქმა "სუპერ მოდელი". 


უსაზღვრო ფანტაზიის, შეუდარებელი შარმის და რა თქმა უნდა ფორტუნას დამსახურება იყო, რომ უბრალო იტალიელი მკერავი გახდა გასული საუკუნის, მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი.
    ჯანი ვერსაჩე დაიბადა 1946 წლის 2 დეკემბერს იტალიის ქალაქ რიჯიო–დი–კალაბრიაში. ბავშვობაში იგი ოცნებობდა პიანისტობაზე. დედა მუშაობდა სამკერვალო სახელოსნოში პროფესიონალ მკერავად და პატარა ჯანი ხშირად დაყავდა სამსახურში. როგორც ჩანს, მუდმივად კაბების და კოსტუმების გარემოცვაში ყოფნამ განსაზღვრა მომავალი დიზაინერის ცხოვრების გზა. თვითონ ვერსაჩე ამბობდა, რომ თავის პროფესიონალიზმს დედას უმადლოდა.
18 წლის ასაკში ჯანიმ დაიწყო დედის ატელიეში მუშაობა, სადაც იგი 6 წლის განმავლობაში დიდი გატაცაბით ქმნიდა ახალ მოდელებს. ამ პერიოდის განმავლობაში მათ რამდენჯერმე მოუწიათ პარიზში და ლონდონში ახალი მოდელების შესაძენად ჩასვლა. დედა–შვილი მუდმივად ადევნებდა თვალს მსოფლიო მოდის ტენდენციებს..
   მიუხედავად დედის მნიშვნელოვანი გავლენისა ჯანი ვერსაჩეს ცხოვრებაში, მათ არ ჰქონდათ დაწყობილი ურთიერთობა. ფრანჩესკას ჯანის გარდა ჰყავდა კიდევ ორი შვილი: დონატელა და სანჩო, რომელსაც გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობდა. მოგვიანებით ვერსაჩე ამბობდა, რომ შესაძლებელია მისი ცხოვრების მთავარი აზრი დედის ყურადღების დამსახურებაში მდგომარეობდა. იგი ყოველთვის ცდილობდა მისი სიყვარულის და მეტი სითბოს მოპოვებას.
     ერთ მშვენიერ დღეს, ატელიეში გაისმა ტელეფონის ზარი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ვერსაჩეს ცხოვრება. ზარი ეკუთვნოდა საკმაოდ შეძლებულ ბიზნესმენს მილანიდან, რომელსაც გაგებული ჰქონდა ჯანის განსაკუთრებული ფანტაზიის და ახალი მოდელების შექმნის ნიჭის შესახებ და გადაწყვეტილი ჰქონდა გარკვეული თანხის ჩადება მის საქმიანობაში. ეს იყო უნიკალური შანსი ახალგაზრდა მკერავისთვის.

ჯანი დაუფიქრებლად დათანხმდა ბიზნესმენის წინადადებას და 1973 წელს გაემგზავრა მილანში. ასე დაიწყო ჯანი ვერსაჩეს აღმასვლა მსოფლიო მოდის მწვერვალზე. ცოტა ხანში იგი მიხვდა, რომ შეძლებდა საკუთარი საქმის დაწყებას.

1978 წელს თავისი ძმის სანტოს დახმარებით ვერსაჩე ქმნის საკუთარ ფირმას, სამოდელო სახლს ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace). იმავე წელს შედგა მისი პირველი კოლექციის ჩვენება, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ცოტა ხანში ძმების საქმიანობაში ჩართული იქნა დაც – დონატელა.
    ვერსაჩეს არასდროს არ ეშინოდა თავის შემოქმედებაში ექსპერიმენტების. 80 – იან წლებში იგი გახდა მსოფლიო მოდის ლიდერი. სამოდელო სახლის წლიური შემოსავალი შეადგენდა 900 მილიონ დოლარს. გახსნილი იქნა მთელს მსოფლიოში 165 ბუტიკი. გარდა ტანსაცმლისა ვერსაჩეს სამოდელო სახლი ქმნიდა აქსესუარებს, სუნამოებს, საათებს, ფაიფურს, დეკორატიულ კაფელს და მთლიან ინტერიერს. 
    1988 წელს ვერსაჩეს მიანიჭეს "მსოფლიოს წამყვანი და შემოქმედებითი დიზაინერის" ტიტული. 1998 წელს კი ამერიკული მოდის ოსკარი.
    სამწუხაროდ ეს უნიჭიერესი ადამიანი, მსოფლიო დონის დიზაინერი ტრაგიკულად დაიღუპა 50 წლის ასაკში.
   1997 წლის 15 ივლისს ჯანი ვერსაჩე გავიდა სახლიდან ახალი პრესის საყიდლად. იმ პერიოდში იგი ცხოვრობდა საკუთარ ვილაში მაიამი ბიჩში. მხოლოდ იქ  აძლევდა იგი თავს უფლებას გასულიყო ქუჩაში მარტო, დაცვის გარეშე. უკანა გზაზე იგი დაცხრილა ენდრიუ კუნინენმა, რომელმაც იმავე პისტოლეტით თავი მოიკლა. მკვლელობის ნამდვილი მიზეზი დღემდე არ არის დადგენილი. ბევრი ვარაუდის დონეზე თანხმდება, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო კალაბრიის მაფიოზური ორგანიზაციის მიერ, რომელმაც უზარმაზარი ფული გააკეთა ყალბი ვერსაჩეს ყალბი სამკაულების წარმოებაზე.მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე უზარმაზარი ფინანსური დანაკარგების გამო ჯანიმ ომი გამოუცხადა ამ მაფიოზურ ორგანიზაციას. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს გახდა მისი მკვლელობის მიზეზი. 


სამოდელო სახლს სათავეში ჩაუდგა ჯონის და – დონატელა ვერსაჩე (Donatella Versace), რომელმაც დაიწყო თავისი მოდელების ხაზის გამოშვება, მაგრამ ძმის არაჩვეულებრივი წარმატების გამეორება მან ჯერ–ჯერობით ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა  სამოდელო სახლი ვერსაჩე დღევანდელ დღემდე რჩება ერთ–ერთ წარმატებულ და უმხვილეს მსოფლიო სამოდელო სახლად.



http://geronia.blogspot.com/2011/01/gianni-versace.html









                            პიერ კარდენი “მაღალი მოდის ბაბუა

  ლეგენდა მოდის სამყაროში-პიერ კარდენი “მაღალი მოდის ბაბუა”, პიერ კარდენი, მოდის რევოლუციონერი და ყველაზე ცნობილი 5 ფრანგიდან ერთ-ერთია. მისი მოდელები საუკეთესო ჟურნალების გარეკანს უკვე 50 წელზე მეტია ამშვენებენ, ხოლო მისი სახელი კაპიტალის მიხედვით ევროპის საუკეთესო ათეულს ეკუთვნის. მისი მდიდრული პარიზული ოფისი საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლის პირდაპირაა და ამ სახლში, მარინის ქუჩაზე, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია მუშაობს. მოდელიერი რომ გახდე, მოდელიერად უნდა დაიბადოო, ამბობს თვითონ… 
   პიერ კარდენი ითვლება მოდური ტენდენციის ერთ-ერთ განმსაზღვრელად. 1957 წელს მან, მოდელიერებიდან პირველმა, გამოიტანა ხალხში მზა ტანსაცმლის კოლექციის მთელი სერია და ჩვენებებi ჰაუსმანის ბულვარზე მოაწყო. მოგვიანებით მანვე მოაწყო რევოლუცია მრავალი მიმართულებით: პირველი: ავანგარდული სტილი. ვიწრო უსაყელო პიჯაკები, რომლებსაც სიამოვნებით ატარებდნენ “ბითლზები”. მეორეც, დაამკვიდრა ლიცენზირების სისტემა და კარდენის ტანსაცმლის წარმოება დაიწყეს იაპონიაში, ჩინეთსა და საბჭოთა კავშირშიc კი. ჯამში900 ლიცენზია, მსოფლიოს 140 ქვეყანაში და 200000 ადამიანი, რომელიც “Pierre Cardin”-ის მარკაზე წარმატებულად მუშაობდა. მესამე: ამ წელს მოდის ისტორიაში მამაკაცის სამოსის პირველი კოლექცია შეიქმნა.
    1970 წელს კარდენმა Theatre des Ambassadeurs შეიძინა და ერთგვარ კულტურულ კომპლექსად აქცია, სადაც მოთავსდა დარბაზი ჩვენებებისთვის, კინოთეატრი, სამხატვრო გალერეა და რესტორანი. მრავალი წლის წინ შეაგროვა თეატრალური დასი, რომელიც თანდათან პროფესიონალურ თეატრად ჩამოყალიბდა, ეს თეატრიც აქ დაბინავდა. ოცი წლის წინ რესტორან “მაქსიმში” ხიზილალის გასასინჯად შესულა, 1981 წელს ეს რესტორანი შეიძინა, 4 წლის შემდეგ კი იმავე სახელწოდების სუნამო გამოჩნდა. დღეს მისი ფირმის წლიური ბრუნვა 12 მილიარდს შეადგენს, მოგების თვალსაზრისით ასეთი მიღწევა მოდის სამყაროში ჯერჯერობით მწვერვალია. ძალიან ბევრი კონსტრუქცია, რომელიც სხვადასხვა დროს მსოფლიოს აღაფრთოვანებდა, სწორედ პიერ კარდენის მოგონილია: სწორი და ქვევით დავიწროებული კაბა-ტომარა, ქვედაკაბა-ტიტა, ჟაკეტი-ბუშტი – თეძოზე ქამრით რომ თავდებოდა, მეტალის სამშვენისები, კრინოლინები ვიწრო კაბებქვეშ და ა. შ.
  ლეგენდარულ დიზაინერს მიღებული აქვს შემდეგი სახის ჯილდოები: 1973 წელს Basilica Palladiana Award როგორც ყველაზე წარმატებულ ვენეციელს. 1977 წელს ,,ოქროს სათითე’’ ფრანგული haute-couture-ის ჯილდო როგორც ყველაზე კრეატიული კოლექციის ავტორი. იგივე ჯილდო მან ისევ მიიღო 1979 და 1982 წლებში. 1985 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა მიანიჭა ღირსების ორდენი. 1991 წელს გახდა UNESCO-ს საპატიო ელჩი. 1997 წლის იანვარში მიენიჭა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო. 
     პიერ კარდენმა ყველას ის აჩუქა, რაც მათ სჭირდებოდათ: კორეელები “შეაფერადა” (სამხრეთ კორეაში მის კოსმეტიკას უშვებენ); ვიეტნამელებს ფეხზე ჩააცვა, ტაივანელებისთვის სამგზავრო ჩანთები შექმნა, ფრანგებს სინთეტიკური საცვლები ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან შექმნილით შეუცვალა, რუსებს ცნობილი რესტორანი “მაქსიმი” აჩუქა და ა. შ. სხვათა შორის, ძალიან მეგობრობდა ცნობილ რუს ბალერინასთან, მაია პლესეცკაიასთან: “ანა კარენინა”, “ქალი და ძაღლი”, “თოლია” – ყველა ამ სპექტალში ლეგენდარულ ქალბატონს პიერ კარდენის შექმნილი კოსტიუმი ეცვა, ყოველდღიურ გარდერობში და სადღესასწაულო სამოსშიც ხშირად კარდენის ქმნილებები ჰქონდა. ჟურნალი “Time”-ი წერდა: გონებამახვილმა ფანატიკოსმა შეძლო და მოახერხა ის, რომ მისი სახელი ფაქტიურად ყველაფერს ჰქვია, “რისი მიჭედება, მიწებება, მიკერება, მიბმა, ტირაჟირება თუ ბოთლებში ჩამოსხმა, დახურვა, გახსნა და გამოყენებაც შეიძლება”. კარდენის მარკის პროდუქციას 160 მილიონი ადამიანი იძენს, კარდენის იმპერიის საზღვრების დანახვა საფრანგეთის ყველაზე მაღალი მთიდანაც კი შეუძლებელიაო.


http://testa.at.ua/forum/5-46-1



                                                 დოლჩე და გაბანა


  დოლჩე და გაბანა — იტალიური მოდის სახლი. მათ პროდუქციას ისეთი ცნობილი ადამიანები ატარებენ, როგორებიცაა სოფი ლორენიუიტნი ჰიუსტონიმადონამონიკა ბელუჩიაიუმი ჰამასაკიკრისტინა აგილერა,ისაბელა როსელინი და კაილი მინოუგი. კომპანიის წლიური ფულადი ბრუნვა 700 მლნ ევროს აჭარბებს.

დომენიკო დოლჩე 1958 წელს პალერმოში დაიბადა, სიცილიაზე. სტეფანო გაბანა კი 1962 წელს მილანში. ერთ-ერთი ექვსი წლიდან ხაზავდა ესკიზებს და ქსოვილებს აგროვებდა მომავალი სამოსისთვის, მეორე კი მილანის მოდური მაღაზიების ხშირი დამთვალიერებელი იყო. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს 1980 წელს შეხვდა მილანში, როდესაც ატელიეში ასისტენტებად მოუწიათ მუშაობა; კერძოდ კი, სტეფანოს დაქალმა უთხრა: ატელიეში ნაცნობი მყავს, რომელიც დამხმარეს ეძებსო; სტეფანომაც გადარეკა ხსენებულ ”ნაცნობთან” და დომენიკო შერჩა ხაზის მეორე ბოლოს. მათი გაცნობა და თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა. 1982 წელს მათ მოდური სტუდია გახსნეს, 1985 წელს კი მილანის სცენაზე ”ახალი ტალანტების” შოუს ფარგლებში მათი პირველი კოლექცია გამოიტანეს. სულ რაღაც ერთ წელიწადში მათ ქალის მზა ტანსაცმელი გამოფინეს, რამაც მსოფლიო აღიარება მოუტანა. ბრენდი წვივსაკრავების, აზღუდების, საცურაო კოსტჲუმების და სხვა აქსესუარებისგან შედგებოდა. მოკლე ხანში ამავე ჩვენებაზე წყვილმა მამაკაცის ქვედა საცვლებიც წარმოადგინა.
პირველი ბუტიკი 1989 წელს გახსნეს ტოკიოში, რასაც მილანსა და ჰონკონგში მოჰყვა მაღაზიების გახსნა.



2006 წლის ოქტომბერში დოლჩე & გაბანამ პირველი რესტორანი გახსნა მილანში, სახელად გოლდი ვია პიეროზე. რესტორანს, სახელის შესაბამისად, მოოქროვილი ინტერიერი აქვს. წყვილის საზკვების ობიექტებში 250 ადგილია და ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირული მენიუა წარმოდგენილი.
2008 წელს დოლჩე და გაბანას მიერ შექმნილი სუნამო Light Blue Pour Homme პროფუმოს აკადემიამ და აშშ-ის ფიფის დაჯილდოვების კომიტეტმა მამაკაცის საუკეთესო სუნამოდ დაასახელა.
დოლჩესა და გაბანას შესახებ მათი ერთობლივი კარიერის დასაწყისიდან მოკლე ხანში ბევრი მითქმა-მოთქმა წარმოიშვა მსოფლიო პრესაში, რაც საკმაო ხანს გაგრძელდა; თუმცაღა, საჭორაოც არაფერი იყო.. მათ ერთმანეთი უყვარდათ და ერთად ცხოვრობდნენ… 2005 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა არ შეუწყვეტია. მათი რომანტიკული ურთიერთობა 2008 წელს განახლდა, როდესაც წყვილი მიხვდა, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეეძლოთ.

დოლჩე&გაბანა სპეციალიზებულია ძირითადად ფუფუნების საგნებზე. მისი ნაწარმი განსხვავდება სხვა დიზაინერთა პროდუქციისგან, არ არის სეზონური და გათვლილია ხანგრძლივად ხმარებაზე.




                                 




                                 NINI RICHI

NINI RICHI- მეწაღის ქალიშვილი მარი ადელანდ ნიელი, რომელიც მსოფლიომ ნინა რიჩის სახელით გაიცნო, ბედისწერის ნებიერა ნამდვილად არ იყო. მამამისი მდიდარი კლიენტების მოზიდვის იმედით ტურინიდან მონტე-კარლოში გადაბარგდა,მაგრამ მალე გარდაიცვალა და ცოლს ერთი გროშიც ვერ დაუტოვა. 12 წლის მარი სამკერვალო სახელოსნოში მიდის, რომ კერვა ისწავლოს და თავი ირჩინოს. მომავალი პროფესიისკენ პირველ ნაბიჯს სწორედ აქ დგამს და ...




 მომხიბვლელ შლაპებს აკეთებს - ადგილობრივი ლამაზმანები ერთმანეთს ხელიდან აცლიან სიახლეს. 14 წლის დედასთან და უფროს დასთან ერთად სურსათის მაღაზიაში მუშაობს, საღამოს კი ისევ სახელოსნოში მიდის. რისთვის წვალობს, რა ელის წინ? დიდი არაფერი, ჯერჯერობით მიზანი მარტივი და არც ისე ფერადოვანი ჩანდა: მოდის სახლში მუშაობა, სადაც ახალბედებს ღილის მიკერების უფლებას აძლევდნენ და, საჭიროების შემთხვევაში, კურიერის საქმესაც ანდობდნენ. ყველა საფეხურს რომ გაივლიდა, უმცროსი მოდისტის ადგილი ელოდა, მერე - საშუალოს, და მხოლოდ ძალიან დიდიხნის მერე - პირველის. ამ ნაღვლიან და უღიმღამო გზას ასობით გოგონა დადგომია, მაგრამ მარი ამ ბრბოში არ დაიკარგა.





   18 წლის ასაკისთვის პირველი მოდისტის ადგილი მიიღო, რამდენიმე წლის შემდეგ კი მკერავები იქირავა და ისინიც მისი ესკიზებით იწყებენ ტანსაცმლის კერვას. ერთხელ, ავტობუსის გაჩერებაზე მეყვავილემ დაინახა და შეუყვარდა, მას ლუი რიჩი ერქვა... ასე გახდა მარი ნიელი ნინა რიჩი. სამწუხაროდ, მათი ქორწინება იღბლიანი არ აღმოჩნდა. მალე ნინა მარტო დარჩა. ძველებურად ქანცისგაწყვეტამდე შრომობს და სულ მაღლა და მაღლა ადის კიბეზე, რომელსაც მაღალი მოდის სამყაროში მიჰყავს. არავინ იცის, რა წვალებად დაუჯდა ეს, - შვილი, რობერტი სულ პატარა იყო. 
    20-
იან წლებში ნინა რიჩი რაფინის სახლში იწყებს მუშაობას, 10 წლის შემდეგ მისი თანამფლობელი ხდება და მაინცდამაინც არ დარდობს მომავალზე,როცა სახლის დახურვა გარდაუვალი გახდა.
   40 წლის ასაკში ის უკვე მდიდარია, დამოუკიდებელი. როგორც იქნა შეუძლია, საკუთარ თავს ვერტიკალზე სრბოლისგან დასვენების უფლება მისცეს. განზრახვა მტკიცე იყო, მაგრამ რობერტი?... ნინა ერთი წლის შემდეგ 50 წლის უნდა გამხდარიყო. თეთრი კადილაკით მგზავრობდა, საოცარი მარგალიტები ეკეთა, რომლებსაც არასდროს იხსნიდა (“არ მოკვდნენო”) და დამსახურებულ სიმშვიდეზე ოცნებობდა. შვილმა კი ახალი იდეით გადაარწმუნა - მოდის სახლი საკუთარი სახელით გახსენიო. მსოფლიო კრიზისის პირობებში ეს სიგიჟეს ჰგავდა, მაგრამ ამის მიუხედავად, 1932 წელს კაპუცინების ქუჩის 20 ნომერში გაჩნდა აბრა: NINA RICCI ოჯახურ დუეტს პირველივე ჩვენებამ უდიდესი წარმატება მოუტანა. თავისი კლიენტების - ბურჟუები, რომლებიც ექსტრავაგანტულობას ირჩევდნენ - გემოვნებას ნინა რიჩი შესანიშნავად, ზედმიწევნით იცნობდა
  კლასიკური კოსტიუმი, “პატარაკაბა, კაბა-კოსტიუმი ესაა პირველი ჩვენებების საფუძველი. საიდუმლო ქარგაში იყო, ამასემატებოდა სრულყოფილი შესრულება და ზომიერი ფასი ("ლანვენზედაპუაროზესამჯერ დაბალი) - და სულ მოკლე დროში ნახევარ პარიზს ნინა რიჩი ეცვა კომერციული ალღო ოჯახურ კომპანიას ტანსაცმლის ფრანგი მწარმოებლების პირველ რიგებში მოახვედრებს.ნინა რიჩი 1970 წელს გარდაიცვალა, 1979 წელს მოდის სახლი პრესტიჟულ მონტანის ავენიუზე გადავიდა. მის სახელს კი დღემდე ცნობილი დიზაინერები ინარჩუნებენ..ნინა რიჩის პროდუქცია დღემდე პოპულარული და ძვირადღირებულია.


http://modissamyaro.wordpress.com/2010/06/21/nina-ricci/

                    



                  ვალენტინო - რომის იმპერატორი 

     ვალენტინო - რომის იმპერატორიამ ადამიანს სიცოცხლით ტკბობა შეუძლია და სურს საკუთარი სამოსით ქალბატონებსაც იგივე განაცდევინოსპარიზის მახლობლად, ვიდვილის ციხე-სიმაგრეში, ყველას ჯერ კიდევ სძინავს.


   სიშიშვლის, ალერსის, სიყვარულის, სილამაზისა და ფუფუნების კულტის დაუოკებელი თაყვანისმცემელი, ვალენტინო, მოდის სამყაროს მეორე ვეტერანის, კარლ ლაგერფელდისგან განსხვავებით, ადრე არ დგება. დარბაზები პატრონის მოლოდინში გაყუჩებულან. გეგონება მუზეუმში ხარ: აზიური ფაიფური, რუსეთის იმპერიის საგანძური, აღმოსავლური ხალიჩები, ვერცხლისა და ბროლის ჭურჭელი და ცნობილი ოსტატების ტილოები... “
რა ვქნა, შინ ცარიელი ხელებით დაბრუნება არ შემიძლია - კეკლუცობს ვალენტინო. - მუშაობას თავს რომ დავანებებ, კოშმარი მოხდება!” ბოლო შენაძენი: XVIII საუკუნის ვერცხლის ლარნაკი (“უცნაური ფორმით მომხიბლა”) და ლეჟეს ნახატი ნიუ-იორკის აუქციონიდან (“სტილთა ქაოსი მომწონს”). 
  76 წლის ვალენტინოს ძლიერი, მკვრივი სხეული აქვს, ოქროსფერი თმა, მზეზე მოციმციმე სათვალე, ღიმილი და მარადიული კარიბული ნამზეური. სხვათა შორის, ერთხელ საგულდაგულოდ გარუჯულს სამსახურის დატოვება მოუხდა - ძალიან გაუგრძელდა არდადეგები - ზღვაზე იყო, ვერ შეელია მზეს. მოდის სახლში ჟეან Dესსè, სადაც პირველი სამუშაო ჯერ კიდევ 50-იან წლებში დაიწყო, ბრინჯაოსფერ იტალიელს ზრდილობიანად სთხოვეს, ძალიან კი გვიყვარხართ, მაგრამ წაბრძანდითო... მაინცდამაინც არ უდარდია, დაიღალა სხვაზე მუშაობით, შემდეგ ერთხანს ლაროშთან ირჯებოდა... არც ისე დიდხანს. 1959 წელს ვალენტინო იტალიაში დაბრუნდა. ვალენტინო კლემენტე ლუდოვიკო გარავანი, დაიბადა 1932 წელს ლომბარდიაში, ვონიერაში. ჯერ კიდევ ბავშვობაში მოუსინჯავს თავი მომავალ პროფესიაში და ქალაქის მკერავს ერნესტინა სალვადეოს ეხმარებოდა თურმე. “სკოლის ეზოში მეფე ვიყავი. ნამდვილი პატარა მუსოლინი. უამრავი მეგობარი მყავდა, და ყველას ვმართავდი, მე ვწყეტდი, სად წავსულიყავით, ან რა გვენახა”. მეფური მანერები, ხელმწიფური ტონი... სულ ნორჩია და ფუფუნებისკენ ლტოლვას საკუთარ თავში კვებავს და კვებავს, ეს მიდრეკილება ბოლოს პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალების შემოსვად გადაექცევა.
დედა - ტერეზა - საშინლად დარდობდა, რომ პატარა კლემენტე ლუდოვიკოსმხოლოდ ძალიან ძვირი ნივთები მოსწონს”: ქაშმირის სვიტერები და შეკვეთით შეკერილი ფეხსაცმელი - დღემდე უერთგულა ამ ძველ ჩვევას. 17 წლის ვალენტინო პარიზში ჩადის, ჯერ უმაღლეს სამხატვრო სკოლაში, შემდეგ კი პარიზის მოდის პალატაში სწავლობს. დიპლომის დაცვის შემდეგ კრისტობალ ბალენსიაგოსთან სტაჟირება სურს, მაგრამ არ მიიღეს. “ვერ ვგებულობ, რატომ აღმერთებენ დღეს ამ ბალენსიაგოს, კი, კარგი თარგის სილუეტები აქვს, მაგრამ ისეთი მძიმე და უძრავი!! მისი კაბები იატაკზე რომ დადო, ხესავით უძრავად იდგებიან.” - თითქოს ჯავრს იყრის...სამშობლოში დაბრუნებულმა ფინანსური დახმარება მშობლებს თხოვა, საჭირო თანხა მიიღო და საქმეც დაიწყო. 27 წლისას მდიდრულ რომაულ აპარტამენტებში, ლეგენდარული Spannish Steps-ის მახლობლად, საკუთარი ატელიე აქვს. მდებარეობის წყალობით ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში ხვდება მეფური წარმომავლობის ბევრ ქალბატონს და ცნობილ მსახიობს. მის კაბებში გათხოვდნენ: ელიზაბეტ ტეილორი, ჯეკი ონასისი, ჟაკლინ კენედი, კორტნი კოკსი, ჯენიფერ ლოპესი
1968 წლის პერიოდულმა გამოცემებმა ვალენტინოსმოდის ხელმწიფედამდიდრული ხიბლის შეიხიუწოდეს. ეს ტიტული ცნობილთეთრ კოლექციასმოჰყვა, არაფორმალურად ამ კოლექციას უფერო, ნო-ცოლოურ ცოლლეცტიონ, დაარქვეს. სწორედ ამ კოლექციასთან ერთად, 1967 წელს წარმოადგინა ვალენტინომ მისი მოდის სახლის ლოგოტიპი, ახლა უკვე კარგად ცნობილი - “V”. საკუთარ ფასეულობებს ვალენტინოს პიროვნება საუკეთესოდ ასახიერებს. ერთადერთი, ვინც საკუთარი მარკის დესპანობა მოახერხა, კოკო შანელი იყო. ვალენტინო კი ჩივის: “შემიძლია კაბების ხატვა, სტუმრების მიღება და სახლის დეკორირება, ბიზნესში კი არაფერი მესმის”. ყველა მისი გატაცებისთვის მოინახა ადგილი: ვალენტინოს იმპერია ვრცელი და ნათელია. იახტები, კერძო თვითმფრინავები, ციხე-სიმაგრე პარიზის შესასვლელში, 100 ჰექტარი კერძო საკუთრება მილიონი ვარდით, ვილა რომში, ბინა ნიუ-იორკში - ცენტრალური პარკის ხედით, ბრონზინო, როტკო და ბეკონი, თერთმეტი შკიპერი, 40 მოსამსახურე, 12 მებაღე, 208 ალუბლის ხე და 5 ძაღლი: მარგო, მოდი, მილტონი, მოლი და მონტი
მოკლედ, ჟურნალისტებმა აღარ იციან, რაღაზე დაწერონ. ბევრი დიზაინერი და საერთოდ, ბევრი ადამიანი არ ცხოვრობს ისე, როგორც ვალენტინო. ის თვლის, რომ მის ცხოვრების სტილში ძალიან პრაქტიკული აზრია: მაგალითად: სასტუმროებში გაჩერება არ უყვარს, ამიტომ საკუთარ სახლებში ცხოვრობს. “ხანდახან ისეთი რთულია მაქსიმალისტობა, - წუწუნებს მაესტრო. - მოგზაურობაში ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილო ვარ. საჭმელი უგემურია. აზიური სამზარეულო - რაღაც კოშმარია. საერთოდ ვერ ვიტან ნიორს. იმდენი რამის წინააღმდეგი ვარ, რომ მეგობრებს ხშირად ვღლი”; “მაშინაც, ძალიან მდიდრები რომ არ ვიყავით, უამრავ ფულს ვხარჯავდით, - ჯანკარლო ჯამანეტი, ვალენტინოს შეუცვლელი პარნიორი მარკის შექმნის დღიდან. - ყოველთვის კამერდინერიანი მანქანით და Vuitton-ის ჩემოდნით ვმოგზაურობდით და განუმეორებელი სიამოვნებით ვტკბებოდით”. ვალენტინომ ჯამანეტი 1960 წელს, ზაფხულის ცხელ ღამეს გაიცნო. “შუა ღამეს Café de Paris-ში ვიჯექი, ერთ ღამის კლუბის გახსნას ველოდებოდი, - ყვება ჯამეტი, მაშინ 20 წლის იყო. “ტერასა ხალხით იყო სავსე, ვალენტინომ ნებართვა მთხოვა და ჩემს მაგიდას მიუჯდა. ძნელად თუ წარმოვიდგენდი, ვინ იყო. არადა ყველა გაზეთი პარიზიდან ჩამოსული ვუნდერკინდ დიზაინერზე სტატიებით იწონებდა თავს”. 
ერთი ნახვით სიყვარული? “რას ამბობთ? - პასუხობს ვალენტინო. - უბრალოდ სადმე დაჯდომა მინდოდა”. ჯამეტის (ვალენტინოს სახლის დირექტორი 1962-1998 წლებში
მეწარმის ნიჭმა და ბიზნესის წარმართვის უნარმა განაპირობეს მოდური მარკის განვითარება. და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ერთად აღარ არიან, მაინც იშვიათი ურთიერთგაგება აკავშირებთ. ჯამეტის არ უყვარს, როცა პიერ ბორჯეს (ივ სენ-ლორანის მარჯვენა ხელი), ან სერჯიო გალეოტის (არმანის პარტნიორი) ადარებენ. ”სერიოზული კონფლიქტი არასდროს გვქონია, მხოლოდ კამათი წვრილმანებზე” - ამბობს ის. მათი ურთიერთობის სიმტკიცეს იმითაც ხსნის, რომსახლის ქარიზმატული ხატებისთვის ჩრდილის მიყენებაარასდროს უცდია. აი, თავადქარიზმატული ხატებაკი თვალებს ჭერს მიაპყრობს და ამბობს: არ მჯერა სიყვარულის, მისგან თავი რომ უკეთესად დავიცვა, განცალკევებულ ოთახში მძინავს... მე და ჯანკარლოს ყოველთვის ცალცალკე გვეძინაო
უშფოთველი ფუფუნების მიუხედავად, ვალენტინო შრომითაადაავადებული”, როცა მუშაობს, ესკიზები ყველა მხარეს საოცარი სისწრაფით ცვივა. როცა მოდაზე საუბრობს, პატარა ბიჭივით გამოცოცხლდება ხოლმე. მინიმალიზმს და ხელმომჭირნეობას თუ ხედავს, თვალები ენთება, ნესტოები უთრთიან: მძულს, ვერ ვიტანო, ყვირის. ყველა მუქ ფერსგაყრისფერს ეძახის და თვლის, რომ კაბამ ქალი სხვებისგან უნდა გამოარჩიოს. კოლეგებისგან განსხვავებით არასდროს აკეთებდა კოლექციებს თოპსჰოპ-ისთვის ან H&M-ისთვის
ვალენტინო- სტილი ხომ სულ სხვაა: მხოლოდ ყველაზე მდიდრული ქსოვილი, ყველაზე ძვირფასი სამკაული, ყველაზე მდიდარი და ნათელი ფერთა პალიტრა, ოქრო, ბრილიანტი, ბაფთები, მაქმანები... არავითარი კომპრომისი ფასებთან, “ყველაფერი ყველაზე ძვირი” - როგორც ერთ დროს დედა ამბობდა. ”მთავარი, ქალის მოძრაობაა; მთავარია, როგორ ცოცხლდება მის ტანზე ჩემი სამოსი. მეგობრებს, რომლებსაც გოგონები ჰყავთ, ყოველთვის ვურჩევ, ბავშვობიდანვე ასწავლონ ქალიშვილებს, მოძრაობა, 7-8 წლის ასაკში, შეუსწორონ ის, რისი გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება”. მანერებიკიდევ ერთისისუსტე”. ვალენტინო არისტოკრეტების უმრავლესობას აცმევდა, დაწყებული გერმანელი პრინცესა გლორია ფონ ტორნ უნდ ტაქსისით, ბერძენი მარია შანტალით გაგრძელებული და ვალენტინოს მუზადქცეული ბულგარელი პრინცესა როზასიო საკს-კობურგ-გოტათი დამთავრებული. შეცდომებიდან ვალენტინოს სერიალიდინასტიაახსენდება, ახლაც კი გაოგნებული ამბობს თურმე, ეს რა მიქნია, რა მოკლე კაბებია, რამხელა მხრები აქვს ტანსაცმელსო. სტუმართმოყვარეა, თუმცა მიღებებზე კატეგორიულად იკრძალება: ცოტა ჭამა, ჯინსები და მოწევა
ჯინსი არ უყვარს, განსაკუთრებით მიღებებზე, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ასე თუ ისე აიტანდა ჯინსებში გვინეტ პელტროუა, თანაც თუ ჯინსი ისეთი ქსოვილისგან იქნება, ბამბაზე ძვირფასი რომაა.. თუ ცოტას ჭამ აუცილებლად მოვა და იკითხავს: რა არის, საჭმელს რამე ხომ არ სჭირსო. სახლში ყველგან საფერფლეებია, მაგრამ რა დანიშნულება აქვთ, კაცმა არ იცის. ვალენტინოს ახლანდელი პარტნიორი, ლომისფაფარიანი ლამაზი ამერიკელი ბრიუკ ეკსემა, უკვე 25 წელია მის ცხოვრებაშია და მწეველების საკითხსაც სახლში სწორედ ის კურირებს. მართალია, ახალგაზრდა მსახიობებს ვალენტინო კარგად იცნობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალ დიზაინერებზე იცის რამე. ჯამეტი ამბობს, რომ ისეთი სახელები, როგორიცაა მაგალითად, ჟანბატისტა ვალლი, რობერტო კავალი მისთვის სრულიად უცხოა. იცის მხოლოდკარლი, დონატელადა კიდევ ტომ ფორდი (“ჭკვიანი კაცია, თან ჩემი შემოქმედება მოსწონს”). სამაგიეროდ, ვალენტინოს - ყველა იცნობს. ქუჩაში მისი გამოჩენა თვალის დახამხამებაში ბრბოს კრებს: “ეს გამაოგნებელია, რაღა მოხდება, როცა აღარ ვიმუშავებ?!”
სენსაციური, მაგრამ სავსებით მოსალოდნელი, ცნობა მოვიდა მილანიდან.. მდიდრული ილუზიების დიდოსტატი ვალენტინო გარავანი ოფიციალურად დაემშვიდობა მოდის სამყაროს და საკუთარი მოდის სახლის ხელმძღვანელის პოსტი, რომელიც 45 წელი ეკავა, დატოვა. 4 სექტემბერს ლეგენდარულმა დიზაინერმა განაცხადა, რომ პენსიაში მილანის მოდის კვირეულზე pred-a-portes კოლექციის წარმოდგენისა და haute couture-ისშემოდგომა-2007”-ის კოლექციის შემდეგ წავიდოდა. 
Valentino Fashion Group-
, რომელსაც ვალენტინო გარავანი სათავეში ედგა, ისეთი ცნობილი მარკები ეკუთვნის, როგორიცაა Hugo Boss, Missoni, Marlboro Classics, და ასევე ახალგაზრდა, მოდური ამერიკული ბრენდის Proenza Schouler-ის აქციების 45 %. აი, იმპერია, რომელიც იმპერატორმა დატოვა.







ჯორჯო არმანი

   1934 წლის 11 ივლისს,იტალიის ქალაქ პიაჩენცაში დაიბადა იტალიის მოდის ლეგენდა,რომელმაც შექმნა საკუთარი ხაზი,ქალი და უდიდესი წვლილი შეიტანა მოდის იმპერიაში...ახლა უკვე მას აქვს საკუთარი იმპერია და 77 წლის მიუხედავად თავად ქმნის ყველა ხაზისათვის კოსტიუმებს,ის უყვართ და ძალიან დიდ პატივსცემენ იტალიაში . 
   პირველი კოლექცია 1975 წელს გააკეთა ..საკუთარი პირველი ხაზი...წარმატებებიც მალე მოვიდა,თუმცა მანამდე იყო რინაშენტე დიდი სავაჭრო ცენტრი,სადაც ის ვიტრინის დიზაინს უზრუნველყოფდა....2000 წლიდან ის თანამშრომლობ ყველაზე მაღალი ხარისხის მწარმოებელთან Zegna ,რომელსაც ასევე საკუთარი ხაზი აქვს,გააკეთეს ერთობლივი ხაზი Armani Collezioni in joint venture. 
Giorgo Armani რომ იტალიის და არა მარტო იტალიის მოდის ლეგენდაა ეს უდაოა,მაგრამ კიდევ უფრო დასაფასებილია,რომ არის ძალიან ჭკვიანი და მთელი მსოფლიოს მაშტაბით ყველაზე დიდი მომსახურე პერსონალი  (6000000) ყავს დასაქმებული.... ის ერთადერთია რომელიც რამდენიმე ქვეყნის მოდის კვირეულში იღებს მონაწილეობას და ყოველ წლიურად არა  ორ არამედ 6 ხაზს წარადგენს,ესენია GIORGIO ARMANI, PRIVE, ARMANI COLLEZIONI,EMPORIO ARMANI(   ამ ხაზის შექმნის მუზა ანდრეი შევჩენკო  გახლავთ,რომელიც მილანის მილანში 7 ნომერით თამაშობდა) ARMANI JEANS. 
კრიზისი ყველას შეეხო ,როგორც ამბობენ ზოგ ბრენდს იმის სახსრებიც აღარ აქვს,რომ დეფილე მოაწყოს პარიზის მოდის კვირეულზე(რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული) მაგრამ არა არმანი - ის რომელიც ,ძალიან წარმატებულად დაამთავრა საკუთარი სასტუმროს მშენებლობა და ის უშვებს ,როგორც ტანისამოსის ხაზს ასევ,თანამშრომლობს სამსუნგთან სადაც უშვებს მისი დიზაინით შექმნილ ტელეფონებს,ასევე აქვს ავეჯის ხაზი,რომელიც გამოირჩევა ძალიან კარგი ხარისხით,აქვს კუთვნილი რესტორან-ბარი არმანი ნობუ,სადაც როგორც იტალიური ასევე უგემრიელესი იაპონური კერძებით გაგიმასპინძლდებიან.პარფიუმერია ,ტელეფონისთვის შექმნილი აქსესუარები და მრავალი სხვა. 
ყველასაგან გამოირჩევა ასევე თავისი თავდაბალი და არა ამბიციური ქცევით,არასოდეს ლაპარაკობს საკუთარ თავზე,არასოდეს აქებს მის კოლექციებს,ისმენს მხოლოდ აპლოდისმენტებს და ყველას სიყვარულით ექცევა,განსაკუთრებით მის მომსახურე პერსონალს უყვარს ძალიან და აფასებს....მან საკუთარი სახელი და გვარი გააპიარა და შექმნა მისი უნიკალური ქალი,რომელიც ყოველთვის კლასიკა და მოდათ დარჩება,ეს ისაა რასაც ტენდეციები არ ეხება.... 


    საქართველოში არსებობენ ,,დიზაინერები",რომლებიც მისი გვარის გაგონებაზე იცინიან ,,ეგოიმებათ" და ფიქრობენ, რომ რასაც ისინი ქმნიან ბევრად კარგი და ,,დონეა"ვიდრე   ARMANI....ხოო გაგეცინათ?მეც გამეცინა როდესაც გავიგე და მერე შემეცოდნენ ,მივხვდი რომ ვერაოდეს შექმნიან იმს სილუეტს,იმ ხაზებს იმ ხარისხის  რასაც GIORGIO ARMANI   ჰქვია. 


 ის იყო მილანის ინტერის ფეხბურთელების დიზაინერი,მის მფლობელობაშია ARMANI JEAS კალათბურთის გუნდი რომელიც დიდი წამრატებით  ასპარეზობს  იტალიაში ,რომ არა ეს გუნდი არ იქნებოდა არმანი ჯინსის ხაზიც. 
   საერთოდ ეს ის შემთხვევაა,როდესაც წარმატება,აღიარება და დაფასება სიცოცხლეშივე გარგუნა განგებამ.მას მისი დისშვილი ეხმარება და სავარაუდოდ არმანის უზარმაზარ იმპერიასაც  მომავალში  ის  გაუძღვება.... 




2 comments:

  1. chaneli da gucci
    ar arian msoflios wamyvani brendebi? :) :/ -__-

    ReplyDelete
  2. da kide nini ara Nina richiaa <3 :) :/

    ReplyDelete