საინტრესო ისტორიები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე

  კლეოპატრა, ეგვიპტის ყველაზე ცნობილი დედოფალი, ტუჩებისთვის მაცდუნებელი წითელი შეფერილობის მისაცემად, სარგებლობდა დანაყილი კარმინის ფერი ხოჭოების ნარევით.
ტუჩის საცხმა პოპულარობა მოიპოვა მე-16 საუკუნეში ინგლისის დედოფლის, ელისაბედ I - ისა და მისი სეფექალების წყალობით, რომლებიც იღებავდნენ ტუჩებს ფუტკრის ცვილისა და ვერცხლისწყლის წითელი სულფიდის ნარევით. 
ტუჩის მოცულობის გამადიდებელი პირველი საცხი შეიქმნა 1915 წელს 
მთელი ცხოვრების მანძილზე ქალები უნებლიეთ «მიირთმევენ» საშუალოდ დაახლოებით 2-3 კგ ტუჩის საცხს. გასაკვირი არცაა, რომ დანაყრების შემდეგ საჭირო ხდება მაკიაჟის განახლება! 


არაბული სამყაროს აყვავების ხანაში მავრიტანელმა ექიმმა და ქიმიკოსმა ანდალუზიიდან, აბუ ალ-კასიმ ალ - ზახრავიმ (აბულკასიმა) გამოიგონა ტუჩის საცხი, რომელიც მზადდებოდა სპეციალურ ფორმებში და შეიცავდა არომატულ დანამატებს. აბულკასიმა ეს რეცეპტი შეიტანა თავის განთქმულ სამედიცინო ენციკლოპედიაში „ალ ტასრიფ".
1770 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად თუკი ქალი სარგებლობდა ტუჩის საცხით, მისი დაკავება შეიძლებოდა ჯადოქრობის ბრალდებით. 1930 წელს ცნობილმა სტილისტმა მაქს ფაქტორმა გამოიგონა ტუჩის მბზინავი საცხი.

   ტუჩის საცხის პოპულარობა უაღრესად გაიზარდა მე-2 მსოფლიო ომის დროს და ტუჩების შეღებვა ჩვეულებრივი ამბავი გახდა ქალებისთვის, რაც კინემატოგრაფიის დამსახურებაცაა.
მსოფლიოში ტუჩის 1-ლი მყარი, გრძელვადიანი მოხმარების საცხი 1950 წელს შექმნა ამერიკელმა ქიმიკოსმა ჰეიზლ ბიშოპმა, რის შემდეგაც ქალებს შეუძლიათ აღარ იდარდონ იმაზე, რომ ამბორის დროს ტუჩებს მაკიაჟი მოსცილდება.
    



























    ვინ გამოიგონა სუნამო?



5000 წლის წინათ ძველი ეგვიპტელები უკვე იყენებდნენ არომატულ ნივთიერებებს,თუმცა პირველად ვარდის ფურცლებისგან სასიამოვნო სუნის მქონე სითხის გამოხდა არაბებმა მოიფიქრეს.ეს 1300 წლის წინ მოხდა.საინტერესოა,რომ ნახევარი ლიტრი ვარდის ზეთის მისაღებად,არაბები 1 ტონა ვარდის ფურცლებს ამუშავებდნენ.ამიტომაც იყო სუნამო ასეთი ძვირი.
ხის ჩარჩოებში მინის ნატეხებს აწყობდნენ და ზემოდან ღორის გაუსუფთავებელ ქონის ფენას ათავსებდნენ.შემდეგ ვარდის ფურცლებს აფენდნენ და მომდევნო ჩარჩოს ადებდნენ.ვარდის ფურცლებს ცვლიდნენ მანამ,სანამ ცხიმი მთლიანად არ შეიწოვდა არომატს.შემდეგ კი სპირტის საშუალებით ხდიდნენ სუნამოს.დღეს ქონის ნაცვლად,სუნამოების წარმოებაში ნავთისგან მიღებული სუფთა გამხსნელი გამოიყენება.სუნამოების მისაღებად იყენებენ ფორთოხლის ყვავილს,ნარცისს,ჟასმინს,იას,ვანილს და ხელოვნურ არომატებს.

  



   როგორ შეიქმნა ყველასთვის საყვარელი ჯინსის შარვალი?

დღეს ყველაზე უფრო გავრცელებულია ჯინსის ტანსაცმელი.ალბათ საინტერესო იქნება ჯინსის ისტორია;თუ როგორ იქმნებოდა ეს ქსოვილი,ვინ იყო პირველი ადამიანი რომელმაც ჯინსის მატერიალი ტანსაცმლის შესაკერად გამოიყენა და ა.შ.
   პირველად ჯინსის მსგავსი ქსოვილი,რომელსაც ერქვა ნიმური სარჟა შეიქმნა დაახლოებით 300 წელს ჩვ.წთ.აღ_ით ფრანგულ ქალაქ ნიმში.ეს სარჟა გამოიყენებოდა იალქნების შესაკერად.კოლუმბის ექსპედიციების დროს ხომალდების იალქნები სწორედ ამ ქსოვილით იყო შეკერილი.საზღვაო ექსპედიციების იყო რამდენიმე შემთხვევა როცა ამ მატერიალისგან შეკერეს შარვლები თუმცა ამას მასობრივი სახე არ ჰქონია და ეს უბრალოდ სხვა ქსოვილების უქონლობით იყო გამოწვეული. ნიმური სარჟა დიდი ოდენობით იწარმოებოდა ასევე იტალიურ ქალაქ გენუაში და ამ ქალაქში მოხდა რამდენჯერმე სარჟისგან შექმნა შარვლისა.სწორედ გენუიდან ჩაიტანეს ეს ქსოვილი და ასევე რამდენიმე გამზადებული შარვალი პირველად დიდი ბრიტანეთში.
     უნდა აღინიშნოს,რომ სწორედ ქალაქ ნიმიდან მოდის ჯინსის ქსოვილის სახელი “De nimes”(denim).ეს სახელი ჯინსის ქსოვილს მეთვრამეტე საუკუნეში შეურჩიეს,რაც იმაზე მეტყველებს რომ სწორედ ნიმური სარჟა იყო ჯინსის ქსოვილის “წინაპარი”. თუმცა აქ არის კიდევ ერთი მომენტი-ჯინსის ინგლისური სახელწოდებაა “jeans”,და ეს სახელი კი მოდის ქალაქ გენუადან.როგორც ვთქვი გენუაში იყო შემთხვევა ჯინსის ქსოვილის “წინაპრით” შარვლების შეკერვისა,ამ შარვლებს რატომღაც ქალაქის სახელით მოიხსენიებდნენ და “gene”_ს უწოდებდნენ,შემდეგ მოხდა ამ სახელის ტრანსფორმირება ფრანგულად და მიიღეს სიტყვა “Jenne”,საბოლოოდ კი მოხდა ამ სიტყვის “გაინგლისელება” და ასე მიიღეს სახელი “Jeans”. ანუ დასკვნა ერთია,რომ ჯინსის ქსოვილის სახელი “denim” მოდის საფრანგეთის ქალაქი ნიმიდან,ხოლო შარვლის სახელი “Jeans” წარმოიშვა ქალაქ გენუადან. 
     ზემოთ მოცემული ფაქტები იმაზე მეტყველებს,რომ ჯინსის ქსოვილები და შარვლები გაცილებით ადრე შეიქმნა ვიდრე ზოგიერთს ჰგონია.ალბათ გაიფიქრეთ ჯინსი ხომ ლევი სტრაუსმა შექმნაო. საქმე იმაშია,რომ სტრაუსმა ყოველივე ამას წარმოების სახე მისცა და მის მიერ შექმნილი კომპანია “Levi Strauss & Co” დღესაც პოპულარულია.
ლიობ შტრაუსი (ეს არის ლევი სტრაუსის ნამდვილი სახელი-გვარი) დაიბადა გერმანიაში 1829 წელს.ის იყო წარმოშობით ებრაელი.1847 წელს ლიობმა თავის ოჯახთან ერთად დატოვა გერმანია და აშშ_ში წავიდა.მან ამერიკაში სახელი შეიცვალა და ლიობ შტრაუსი ლევი სტრაუსად იქცა. ის თავდაპირველად კომივოიაჟერად (ერთგვარი შუამავალი ბაზარზე) მუშაობდა და სხვადასხვა საქსოვ თუ საკერავ საგნებს ყიდდ
849 წელს კალიფორნიაში ოქროს ციებ-ცხელება დაიწყო და სტრაუსმა გადაწყვიტა სან-ფრანცისკოში დაეწყო სავაჭრო შუამავლობა,მან გემი დატვირთა მრავალი დასახელების სამკერვალო საქონლით,ტანსაცმლით და გაემგზავრა სან-ფრანცისკოში.თუმცა გემზე მრავალი ადამიანი იმყოფებოდა გარდა სტრაუსისა,პრაქტიკულად ყველაფერი გაყიდა სტრაუსმა გემზე და მხოლოდ იალქნის ნაწერი დარჩა.სტრაუსმა მცირე ფიქრის სემდეგ მის ხელქვეითს დაავალა ამ ქსოვილისგან შარვლების შეკერვა.შედეგმა მოლოდინს გადააჭარბდა და შეკერილი შარვლები მალევე გაიყიდა.ალბათ მიხვდით,რომ ეს იყო ჯინსის შარვლები. სტრაუსს ახალი იდეა მოუვიდა თავში და 1853 წელს მან სან-ფრანცისკოში დაარსა ფირმა “Levi Strauss & Co”.ეს ფირმა ჯინსის შარვლების კერვაზე იყო სპეციალიზებული. თუმცა იალქნის ქსოვილის ნაცვლად შესაკერად გამოიყენეს ფრანგული რბილი ქსოვილი,ამ ქსოვილის შეკვრაზე ამოიკითხავდით “serge de nime”(ნიმური სარჟა).ხოლო უმეტესობა ამ ქსოვილს უბრალოდ “denim”_ს უწოდებდა. 1873 წელს სტრაუსმა თავის ბიზნესში ჩართო ლატვიელი ემიგრანტი ჯეკობ დევისი.მათმა ერთობლივმა მუშაობამ იმავე წელს გამოიღო შედეგი და მათ მიიღეს პატენტი.აევე ამ წელს მოხდა ჯინსის შარვლების დიზაინში ცვლილება,ჯიბეების დასამაგრებლად გამოიყენეს მეტალი.შარვალზე ჯიბეები მაშინ მხოლოდ დანის,ფულისა და საათის შესანახად გამოიყენებოდა. პირველი შარვლის ფასი,რომელიც სტრაუსმა გამოუშვა 1 დოლარი და 46 ცენტი იყო.

                          მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი..

  ამერიკელი მწერლის, ქრისტოფერ მორლის აზრით, ქუსლიანი ფეხსაცმელი გამოიგონა ქალმა, რომელსაც ხშირად ჰკოცნიდნენ შუბლზე. სინამდვილეში, ქუსლიანი ფეხსაცმლის შექმნის იდეა ორლეანის ჰერცოგის მეუღლეს, ეკატერინე მედიჩის ეკუთვნოდა. 1533 წელს მან სპეციალურად შეუკვეთა რამოდენიმე ფეხსაცმელი ქუსლზე, რათა უფრო მაღალი გამოჩენილიყო და შთაბეჭდილება მოეხდინა საფრანგეთში, მომავალ მეფე ჰენრისთან ქორწინებისას. მისი ფეხსაცმელი ხის პლატფორმაზე იდგა. ქუსლიანი ფეხსაცმელი მალე გახდა მოდური მაღალ საზოგადოებაში. სასაცილოა, მაგრამ ევროპის მაღალი საზოგადოება ზედმეტადაც კი „ამაღლდა“ და მე–17 საუკუნეში მხოლოდ მათ ჰქონდათ უფლება ჩაეცვათ 6 დუიმის სიმაღლის მქონე ფეხსაცმელი, რაც 15.24 სანტიმეტრს უდრის. გადაადგილებისას კი ორივე მხარეს იყენებდნენ მსახურებს, რათა სიარულისას დაყრდნობოდნენ.
   ეკატრინე მედიჩის ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შემქნის იდეას მიაწერენ, თუმცა მიიჩნევა, რომ რომ ქუსლის პროტოტიპი საფრანგეთში მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. იმ დროისთვის ფეხსაცმლის ხელოსნები საცხენოსნო ფეხსაცმელს პატარა ქუსლს უკეთებდნენ, რაც ცხენზე ჯდომას უფრო კომფორტულს ხდიდა. ვინაიდან საფრანგეთში ცხენზე ჯირითი კაცების პრივილეგია იყო, პირველი ქუსლიანი ფეხსაცმელიც სწორედ მათთვის შეიქმნა. საუკუნის შემდეგ მაღალი საზოგადოების წარმომად
გენელი მამაკაცებისთვის ქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველდღიურ ხმარებაშიც გავრცელდა.    

   იმ დროისათვის მამაკაცის ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე 6-8 სანტიმეტრს აღწევდა. არავინ დავობს, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ქალს ბევრად ქალურს, მიმზიდველსა და სექსუალურს ხდის. თუმცა, არის კიდევ რამოდენიმე შეუმჩნეველი მიზეზი, რის გამოც ქალები მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას: ქუსლი ქალს სიმაღლეს მატებს. კარგად არჩეული ფეხსაცმელი ვიზუალურად აგრძელებს ფეხს. მაღალ ქუსლებზე სიარულისას ქალი ძალაუნებურად გამართული დადის. რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით პატარაა ნაბიჯი, რაც სიარულის მანერას უფრო ქალურს ხდის. მაღალ ქუსლებზე სიარულისას ქალი იძლებულია შეინარჩუნოს წონასწორობა, რაც ძალაუნებურად იწვევს თეძოების მაცდუნებელ მოძრაობას.

   მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის უარყოფით მხარეებზეც ხშირად საუბრობენ. მაგალითად მოჰყავთ სტატისტიკა, რომ ქალებს დახლოებით 4–ჯერ მეტი პრობლემა ექმნებათ ფეხებზე, ვიდრე მამაკაცებს. ბრტყელძირიან ფეხსაცმელზე სიარულისას ადამიანის სხეულის მთელი წონა თანაბრად ნაწილდება ტერფზე და არ იწვევს მისი რომელიმე ნაწილის ზედმეტად გადატვირთვას. როდესაც ჩვენ ქუსლს გარკვეულ სიმაღლეზე ვანთავსებთ, ფეხის თითები დიდ დაწოლას განიცდიან. დამტკიცებულია, რომ 2-3 სანტიმეტრიან ქუსლებზე დადგომითაც კი ფეხის თითებზე დაწოლა 22%-ით იზრდება. ხოლო როდესაც ქუსლის სიმაღლე 6-7 სანტიმეტრს აღწევს, დაწოლა ორმაგდება. ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ უძლებენ ტერფის ძვლები ასეთ დატვირთვას. მაღალმა ქუსლმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი უსიამოვნებები: გამაგრებები, სოკოვანი დაავადებები, ფეხის თითების გამსხვილება, ტერფის ფარული ბზარები, მუხლის ართრიტი და ა.შ. მიუხედავად მედიკოსების მსგავსი პროგნოზებისა, ძნელი იქნება მსოფლიოს ქალებს აზრი შეაცვლევინონ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელზე, რადგან ქალი მაღალ ქუსლზე უფრო თავდაჯერებულად, ქალურად და სექსუალურად გრძნობს თავს.
  



      რამოდენიმე საინტერესო ფაქტი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შესახებ: ახლო აღმოსავლეთში ქუსლები ფეხსაცმელს იმისათვის დაუმატეს, რომ ფეხი მწველი ქვიშისგან უფრო უკეთ დაეცვათ მე–16 მე–17 საუკუნის ევროპაში ფეხსაცმლის ქუსლი ყოველთვის წითელი იყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას 12 წლის ასაკში იწყებენ და დაახლოებით 63 წლის ასაამდე ატარებენ. ფილიპინების ყოფილი პირველი ლედის, იმელდა მარკოს, საკუთრებაში 1200 წყვილი ფეხსაცმელია. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გაფეტიშებას ალტოკაციფილიას უწოდებენ. გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი 155 სმ–ის სიმაღლისაა.

                                                                    










http://knuti.wordpress.com/2011/02/01/high-heels/





საცურაო კოსტიუმი

ბიკინი შექმნა მამაკაცმა. ეს მოხდა 60 წლის უკან – და კვლავაც არ არის გასაკვირი საფრანგეთში. თუმცა, მოდის ისტორიაში ბიკინი ქალთა დამსახურებით შემოვიდა, კერძოდ 50 იანი წლების ჰოლივუდის წვლილით, რომელთაც გახადეს ბიკინის ტენდენცია პოპულარული.

კილორენ ბენსიმონის განცხადებით, ქალები ბიუსჰალტერ–ბონდოსა და საცურაო შორტებში, გამოსახულია უძველეს ფრესკებზე, რომელიც თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით 1400 წელს. საესტრადო სცენის მსახიობები ატარებდნენ ცალკეულ კოსტიუმებს კერ კიდევ 1920 იან წლებში, ხოლო 1932 წელს ფრანგმა დიზაინერმა მადლენ ვიონეტმა გამოიყვანა მოდელები პოდიუმზე საღამოს კაბებით, რომელთა დიაფრაგმა იყო გახსნილი. 1935 წელს ამერიკელმა დიზაინერმა კლერ მარდელმა ამოჭრა მთლიანი საცურაო კოსტიუმის მხარი და დაყო იგი ორ ნაწილად. ეს მოდელი უკვე ითვლებოდა ოფიციალურ ბიკინად. თუმცა, 1946 წელს როდესაც რირდი აპირებდა «le Bikini»–ის პრეზენტაციის მოწყობას, მას არცეთი პარიზელი მოდელი არ დათანხმდა პოდიუმზე გამოსვლას. მოდელებმა ვერ გაბედეს პუბლიკის წინაშე რირდის თამამი სამოსით წარდგენა. მხოლოდ პარიზის ერთ–ერთი კლუბის სტრიპტიზორი მიშელინ ბერნადინი დათანხმდა დიზაინერს სკანდალურ ქმედებაზე – და მოახდინა სრული ფურორი.

პლიაჟის მოდის გადამწყვეტ მომენტად ისტორიაში შეიძლება ჩაითვალოს 1907 წელი: სწორედ მაშინ ავსტრიელი მოცურავე ანეტ კელერმანი იყო დაკავებული ბოსტონში მაშინდელი დროისთვის თამამ და ღია საცურაო კოსტიუმის ტარებისთვის. მაგრამ საბედნიეროდ მისი საცურაო კოსტიუმი 1910 წლისთვის გახდა ნორმალური.

1913 წელს დიზაინერ კარლ იატცენმა შექმნა პირველი საცურაო კოსტიუმი, რომელიც შედგებოდა 2 ნაწილისგან. 1930 წელს მოდური გახდა უმნიშვნელო და მრავალფეროვანი მასალები (გამოჩნდა ლატექსი და ნეილონი), მოდაში შემოდიოდა მოკლე შორტები, რომელიც თანდათან თავის სიგრძეს კარგავდა. აქაც არაფერი გამოვიდა ჰოლივუდის გარეშე. ფილმში "ნეპტუნის ქალიშვილი" ესტერ ვილიამსი ატარებდა საცურაო კოსტიუმს დამაინტრიგებელი სათაურებით "Sweet baby "and" double meaning. " რომელმაც საზოგადოების ყურადღება მნიშვნელოვნად მიიქცია
1946 წელს ფრანგმა ლუი რეარმა დემონსტრაცია გაუკეთა და დახვეწა საცურაო კოსტიუმის მოდელი "Atom", რომელიც ადრე დიზაინერ ჟაკ ეიმის მიერ იყო შექმნილი. ეს ბიკინი სახელწოდებას იღებს ატომისგან, რომელზეც იმ დროს, ამერიკის შეერთებული შტატები ატარებდა ბირთვულს ექსპერომენტებს. "ბიკინი - ეს არის გახლეჩილი ატომი" ხუმრობდნენ თანამედროვენი

მიშელინ ბერნადინი გახდა პირველი მოდელი, რომელმაც საჯაროდ დემონსტრაცია გაუკეთა, თამამ ბიკინს. მაგრამ მხოლოდ 1950 იან წლებში ეს საცურაო კოსტიუმი მართლაც შემოვიდა მოდაში, ბრიჯერტ ბარდოს გმირის წყალობით, ფილმიდან "და ღმერთმა შექმნა ქალი."

წარსულში მოდელმა და ახლა უკვე მოდური ჟურნალის რედაქტორმა კელი კილორენ ბენსიმონმა ბიკინს მიუძღვნა წიგნი The Bikini Book (გამომცემელი Assouline). მისი მიზანი იყო დოკუმენტურად დაემოწმებინა 40 იან წლებში ჟაკ ჰეიმისა და ლუი რიუ რიდრომის მიერ შექმნილი საცურაო კოსტიუმის მნიშვნელოვანი გავლენა, რომელიც მოახდინა მსოფლიოზე.
რა განანსხვავებს ბიკინს ცალკეული საცურაო კოსტიუმისგან? უპირველეს ყოვლისა მისი მცირე ზომა. (კილორენ ბენსიმონი ბიკინს უწოდებს ნებისმიერ საცურაო კოსტიუმს რომლის ზონარიც მდებარეობს ჭიპის ქვემოთ. )
   კილორენ ბენსიმონისთვის ბიკინზე წიგნის დაწერა იყო სრული სიამოვნება. "მე მიყვარს მოდა, ხოლო ბიკინის ისტორია – ეს ასევე არის საზოგადიების ისტორია, რომელიც მე ასევე აღმაფრთოვანებს. ამას გარდა, მე ვარ ბიკინის ჭეშმარიტი მოყვარული. – განაცხადა ბენსიმონმა.

1950 წელს პუბლიკამ, უბრალოდ თავი დაკარგა ბიკინზე, მით უმეტეს მაშინ, თუ მას ღვთაებრივი ჯეინ მენსფილდი ან ბრიჯეტ ბარდო ატარებდა. კილორენი სიცილით აცხადებს ბარდოს ექსპერიმენტების შესახებ, ბიკინთან დაკავშირებით. – ფრანგი სუპერ ვარსკვლავი ამცირებდა ბიკინის ხაზს სულ უფრო და უფრო ქვემოთ, ის ამოწმებდა მზის სხივების ზემოქმედებას. როგორც აღმოჩნდა, ბიკინი შეიძლება იყოს იმდენად მცირე ზომის, რომ მისი სიგანე ღწევდეს მხოლოდ რამოდენიმე სანტიმეტრს. ასეთი მცირე ზომის საცურაო კოსტიუმი მალევე ძალიან პოპულარული გახდა საფრანგეთის სანაპიროზე.

დღესაც კი, მოდური თავშეყრის ადგილების პერსონაჯები იკვეხნიან, რომ შვებულების დროს კარიბის სანაპიროზე მიაქვთ მთელი თავიანთი გარდერობის ბიკინი, რათა გაატარონ ღირსეული დასვენება, აცხადებს ვალერი სტილი - მანჰეტენზე მდებარე მოდის ინსტიტუტის დირექტორი. " მოდაში ძალიან მნიშვნელოვანია, გამოაჩინო შენი გემრიელი და ღვთაებრივი სხეული და შემდგომ იტრაბახო ამით. ტანისამოსი - არის მხოლოდ თქვენი სრულყოფილების ჩარჩო. ამ მხრივ, ბიკინი არის საკმაოდ მომთხოვნი, - დაამატა მან.

   


გარდა ბიკინისა, არის ასევე მონოკინიც - საცურაო კოსტიუმი ზედატანის გარეშე, - ძლიერ დახურული საცურაო კოსტიუმები მათთვის, ვისთვისაც რელიგია არ იძლევა უფლებას, გამოაჩინონ ნახევრად შიშველი სხეული პლიაჟზეც კი.


ბიკინიზე ქმნიდნენ სიმღერებსაც კი (Itsy Bitsy Teenie Weenie Yellow Polka Dot Bikini), ამისთვის ტარდებოდა ცალკეულ გამიჯნული, ყოველწლიური კონკურსი, რომლისთვისაც თითქმის ყველა ბომონდის გოგონა აუცილებლად , ერთხელ მაინც ფილმში ჩნდება ბიკინით.
ჟურნალი Sports Illustrated ქმნიდა სპეციალურ საკითხებს რომელიც ეძღვნებოდა ბიკინის. და ეს არც არის გასაკვირი, რადგან იმ შემთხვევაში თუ ბიკინი აცვია ეფექტურ ქალს, ეს ნამდვილადაა მოჭარბებული ყურადღების ღირსი
ბიკინი შეიძლება ატაროს ნებისმიერი აღნაგობის ქალმა - და ასევე მამაკაცმაც. 1974 წელს ბიკინის შესაკერად დაიწყეს ლაიკრას გამოყენება, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა ამ საცურაო კოსტიუმის პოპულარობა. ახლა კი მისი ტარება ყველას შეუძლია! 







საყურე და მისი ისტორია




  ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის დიდ ნა­წილს ის ნივ­თე­ბი და წარ­მოდ­გე­ნე­ბი შე­ად­გენს, რო­მელ­თა ის­ტო­რი­აც უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მო­დის. ავი­ღოთ ერ­თი შე­ხედ­ვით ისე­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­გა­ნი, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, სა­ყუ­რე და ვნა­ხავთ, რომ ის თა­ვის თავ­ში კა­ცობ­რი­ო­ბის მთელ ის­ტო­რი­ას ატა­რებს. რო­ცა ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობ­და მო­დის სის­ტე­მა, სის­ტე­მა კი არა, რო­ცა სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და სამ­კა­უ­ლის და ტა­ნი­სა­მო­სის კონ­ცეფ­ცია, სა­ყუ­რე უკ­ვე ამ­შვე­ნებ­და ძველ მსოფ­ლი­ოს. სამ­კა­უ­ლე­ბი თა­ვი­სი მა­გი­უ­რი სიმ­ბო­ლიზ­მით სცილ­დე­ბა მო­დის სამ­ყა­როს ბა­ნა­ლურ ში­ნა­არსს. თუ­კი ბე­ჭედს ჯერ კი­დევ შერ­ჩა სიმ­ბო­ლიზ­მი და მი­სი ტა­რე­ბაც არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ტთან, სა­ყუ­რე მხო­ლოდ პი­რად სამ­კა­უ­ლად ით­ვლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად პერ­მა­ნენ­ტუ­ლი და­ღი­სა, რო­მელ­საც ის ტო­ვებს. სა­ყუ­რე პირ­ვე­ლი “აგ­რე­სი­უ­ლი” ჩა­რე­ვა, სხე­უ­ლის პრე­ის­ტო­რი­უ­ლი მო­დი­ფი­კა­ცი­აა, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო, შე­იყ­ვა­რა და შე­მოქ­მე­დე­ბის მუ­ზა­დაც აქ­ცია.
    უძ­ვე­ლე­სი სა­ყუ­რე შუ­ამ­დი­ნა­რეთ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ის 4500 წლი­საა – მე­ტა­ლის ან სხვა, ხში­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლი მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი რკა­ლი, რო­მე­ლიც ყუ­რის ბი­ბი­ლო­ში გა­კე­თე­ბულ ნახ­ვრეტ­ში მაგ­რდე­ბა. სწო­რედ ეს ნახ­ვრე­ტი, ეს ჩხვლე­ტაა სა­ინ­ტე­რე­სო – ტკი­ვი­ლი, რომ­ლის სა­ფა­სუ­რი ხან სი­ლა­მა­ზე, ხან სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის და­საწ­ყი­სი, ხან კი რე­ლი­გი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბია. შუ­ამ­დი­ნა­რეთ­ში ნა­პოვ­ნი სა­ყუ­რე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯა­რის­კა­ცებს ეკუთ­ვნო­და და ერ­თგვარ ნი­შანს, კუთ­ვნი­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­და ამა თუ იმ ჯა­რი­სად­მი.

ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტე, ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­რო, შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თი თუ ინ­დო­ე­თი, ყვე­ლა კულ­ტუ­რა თა­ვი­სე­ბუ­რად ავი­თა­რებ­და სა­ყუ­რის სხვა­დას­ხვა კონ­ცეფ­ცი­ებს. ინ­დო­ეთ­ში ის რე­ლი­გი­ურ სექ­ტებს გუ­ლის­ხმობს და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვებს ყუ­რებს ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე უხ­ვრე­ტენ. აფ­რი­კის ზო­გი­ერთ ტომ­ში ყუ­რის გახ­ვრე­ტა ყმაწ­ვი­ლე­ბის ინი­ცი­ა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. პო­ლი­ნე­ზი­ა­ში რო­გორც ქა­ლე­ბის, ისე მა­მა­კა­ცე­ბის შე­ის­რულ სა­ყუ­რე­ებს ნი­ჟა­რე­ბი­სა­გან ამ­ზა­დებ­დნენ, რა­საც ევ­რო­პე­ლი კო­ლო­ნი­ზა­ტო­რე­ბი გვი­ან შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სი­ვე­ლუ­რის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბად აღიქ­ვამ­დნენ. თუმ­ცა თა­ვად ევ­რო­პელ მეზ­ღვა­უ­რებს ერ­თი წე­სი ჰქონ­დათ – გახ­ვრე­ტი­ლი ყუ­რი იმას ნიშ­ნავ­და, რომ მეზ­ღვა­ურ­მა მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო იმოგ­ზა­უ­რა, ოქ­როს რგოლს კი ქრის­ტი­ა­ნი მეზ­ღვა­უ­რე­ბი იმ მიზ­ნით ატა­რებ­დნენ, რომ თუ­კი ისი­ნი ზღვა­ში და­ი­ღუ­პე­ბოდ­ნენ, ოქ­როს სა­ყუ­რე მა­თი პოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სით დაკ­რძალ­ვის სა­ფა­სუ­რი ყო­ფი­ლი­ყო.  ან­ტი­კურ სამ­ყა­რო­ში­ვე და­იწ­ყო სა­ყუ­რის, რო­გორც ეს­თე­ტუ­რი სამ­კა­უ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა და სიმ­ბო­ლურ დატ­ვირ­თვას­თან ერ­თად, გა­რეგ­ნულ მხა­რე­საც დი­დი ყუ­რად­ღე­ბა და­ეთ­მო. სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­საა ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სა­გან­ძურ­ში და­ცუ­ლი არა­ერ­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თი. მა­შინ ქა­ლე­ბის სა­ყუ­რე­ე­ბის გა­რეგ­ნუ­ლი მხა­რე დიდ­წი­ლად თმის ვარ­ცხნი­ლო­ბას მის­დევ­და, ის ხან ქრე­ბო­და, ხან ჩნდე­ბო­და, ხან ყუ­რად­ღე­ბას იქ­ცევ­და, ხან კი  პი­რი­ქით, იმა­ლე­ბო­და. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ძი­რი­თა­დად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­ყუ­რე, რო­მე­ლიც ცრემ­ლის ფორ­მის მარ­გა­ლი­ტის  სა­კიდს წარ­მო­ად­გენ­და. რა თქმა უნ­და, სხვა ძვირ­ფას და ნა­ხევ­რად ძვირ­ფას მა­სა­ლებ­საც იყე­ნებ­დნენ. მე-16 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან კი „მო­და­ში” შე­მო­ვი­და დი­დი ზო­მის სა­ყუ­რე, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ჭა­ღი, რო­მე­ლიც მაღ­ლა აწე­უ­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბის და ბა­რო­კოს ეპო­ქის პა­რი­კე­ბის შე­სა­ფე­რი­სი იყო. მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში სა­ყუ­რე მო­დის მიმ­დე­ვა­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის კუთ­ვნი­ლე­ბა ხდე­ბა და სტი­ლის, აქ­სე­სუ­ა­რის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას მყა­რად იძენს. 
მე-20 სა­უ­კუ­ნე სა­ყუ­რეს დრა­მა­ტუ­ლად ცვლის და აქ­სე­სუ­ა­რის ნაც­ვლად ის ხან სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტეს­ტის ფორ­მად, ხან ვარ­სკვლა­ვუ­რი, როკ-ცხოვ­რე­ბის სიმ­ბო­ლოდ გვევ­ლი­ნე­ბა. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ქა­ლე­ბის თმის ვარ­ცხნი­ლო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად და­მოკ­ლდა, არტ დე­კო  ყვე­ლა­ფერს შე­ე­ხო და სწო­რედ ამ დროს, გრძე­ლი სა­ყუ­რე­ე­ბი მოკ­ლე თმის ვარ­ცხნი­ლო­ბა­სა და კი­სერს შო­რის სივ­რცეს ავ­სებ­და. არტ დე­კოს პე­რი­ო­დის სა­ყუ­რე­ე­ბი, რო­გორც წე­სი, გრძელ მოძ­რავ სა­კიდს წარ­მო­ად­გენს. ამ დროს  სა­ი­უ­ვე­ლი­რო კომ­პა­ნი­ებ­მა: CARTIER, BOUCHERON, VAN CLEEF და ARPELS შექ­მნეს გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სტი­ლის სა­ყუ­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს დი­დად ფა­სობს და პოს­ტმო­დერ­ნუ­ლი მო­დის ნა­წი­ლია. 

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში სა­ყუ­რე სტი­ლის­ტუ­რად  გან­ვი­თარ­და. სხვა­დას­ხვა მა­სა­ლე­ბის და სტი­ლის სა­ყუ­რე­ე­ბი ამ პე­რი­ოდ­ში მკაც­რად კვლავ ქა­ლე­ბის აქ­სე­სუ­არს წარ­მო­ად­გენს. 70-ია­ნი წლე­ბის ბო­ლოს გეი სუბ­კულ­ტუ­რამ გა­იხ­სე­ნა მეზ­ღვა­უ­რე­ბის რო­მან­ტი­კუ­ლი ადათ-წე­სი და ერ­თგვა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტეს­ტი სწო­რედ სა­ყუ­რის ტა­რე­ბით გა­მო­ხა­ტა. მას მხა­რი ჰი­პებ­მა და თით­ქმის ყვე­ლა სხვა სუბ­კულ­ტუ­რამ აუ­ბა და 70-ია­ნი წლე­ბის ბო­ლოს თით­ქმის ყვე­ლა როკ-ვარ­სკვლა­ვი, სექ­სუ­ა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ყუ­რეს ატა­რებ­და. სწო­რედ ამ დროს სა­ყუ­რემ და­კარ­გა სო­ცი­ა­ლუ­რი კო­ნო­ტა­ცი­ე­ბი და ისევ ჰი­პერ­მო­დურ უნი­სექს ატ­რი­ბუ­ტად იქ­ცა. 80-ია­ნი წლე­ბის ბო­ლოს კი სა­ყუ­რე სპორ­ტის სამ­ყა­რო­ში შე­იჭ­რა. გა­ვიხ­სე­ნოთ თუნ­დაც დი­ე­გო მა­რა­დო­ნა. წლე­ბის შემ­დეგ კი რე­პე­რე­ბი მას პი­რი­ქით, მა­ჩო-აქ­სე­სუ­ა­რად წარ­მო­ად­გე­ნენ.  
მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწ­ყი­სი­დან სა­ყუ­რე აღარ მო­ით­ხოვ­და ყუ­რის გახ­ვრე­ტას – გაჩ­ნდა უამ­რა­ვი სხვა ტი­პის: ზამ­ბა­რი­ა­ნი, ჭან­ჭი­კი­ა­ნი და მაგ­ნი­ტის სა­მაგ­რი­ა­ნიც კი. მაგ­რამ კლა­სი­კუ­რი სა­ყუ­რე, რო­მე­ლიც ყუ­რის ბი­ბი­ლო­ში გა­კე­თე­ბულ ნახ­ვრეტ­ში ეკი­დე­ბა, არ კარ­გავს თა­ვის ად­გილს. პი­რი­ქით, სწო­რედ მე-20 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, სა­ყუ­რის ტო­ტა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გორც ქა­ლე­ბის, ასე­ვე მა­მა­კა­ცე­ბის მხრი­დან, და­სა­ბამს უდებს იმ დიდ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ტა­ცე­ბას, რა­საც „პირ­სინ­გი” (გახ­ვრე­ტა) ეწო­დე­ბა და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ, ტა­ტუ­აჟ­თან ერ­თად, თა­ნა­მედ­რო­ვე „ბარ­ბა­რო­სო­ბად” აღიქ­მე­ბა. 



წყარო: http://www.tabula.ge/article-4820.html
ტაბულა © 2012

No comments:

Post a Comment