Thursday, January 24, 2013

კლაუდია შიფერი


  1970 წლის 25 აგვისტოს გერმანიის ქალაქ რაინბერგში დაიბადა ცნობილი მოდელი, დიზაინერი, კინომსახიობი და UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი კლაუდია შიფერი.  
   კლაუდია შიფერმა ბავშვობა დიუსელდორფში გაატარა. სკოლაში სწავლისას ის განსაკუთრებულად ითვისებდა ზუსტ მეცნიერებებს და ოცნებობდა გამხდარიყო იურისტი. 15 წლის ასაკში, მან გაიმარჯვა ფიზიკაში ჩატარებულ ქალაქის ოლიმპიადაში და ავტომატურად ჩაირიცხა მიუნხენის უნივერსიტეტში, მაგრამ ერთმა შემთხვევამ შეცვალა მისი მომავალი.
  1987 წელს, დისკოთეკაზე ახალგაზრდა ლამაზმანი პარიზის სამოდელო სააგენტოს Metropolitan Models-ის დირექტორმა შეამჩნია და მრავალი ცდის შემდეგ მისი  მშობლები გოგონას პარიზში გამგზავრებაზე დაითანხმა. მიუხედავად იმისა, რომ  პირველი ფოტოსესია ცნობილ სტუდიაში გაიმართა, მის ფოტოებს წარმატება არ მოჰყოლია.
    და ისევ, მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა შემთხვევამ. კლაუდია შენიშნა  ELLE-ს ქასტინგების დირექტორმა, რომელმაც მას "ღვთაებრივი" უწოდა და როცა მოდელი 1988 წელს ამ ჟურნალის ყდაზე გამოჩნდა, მის შეახებ უკვე მთელმა ფეშენ-სამყარომ შეიტყო.
1990 წელს მასთან ხელშეკრულება გააფორმა სამოდელო სახლმა Chanel, რომელთანაც თანამშრომლობა 1997 წლამდე გაგრძელდა და 2007 წელს განახლდა. მისით აღფრთოვანებული კარლ ლაგერფილდი ამბობდა, რომ პოდიუმზე ის ისე დადის, როგორც ქუჩაში.
  992 წელს კლაუდია შიფერი კოსმეტიკური ბრენდის Revlon-ის სახე გახდა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ L'Oreal-ის. იმ პერიოდში ფრანგულმა ჟურნალმა Paris Match შიფერი აღიარა "ტოპ-მოდელად ტოპ-მოდელთა შორის". უნდა ავღნიშნოთ, რომ გერმანელი მოდელის ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ჟურნალის ყდაზე 900-ჯერ დაიბეჭდა.
როგორც ჭეშმარიტი გერმანელი, ის არ აგვიანებს გადაღებებზე, არ ათენებს ღამეებს კლუბებში და არასოდეს ჭირვეულობს. მას სხვადასხვა დროს გაფორმებული აქვს მრავალმილიონიანი კონტრაქტები ისეთ ფირმებთან, როგორიცაა: Citroen, Victoria Secrets, Guess. ის მონაწილეობას იღებს Chanel, Versace, Valentino ჩვენებებში. ასევე შიფერი გადაღებული რამდენიმე ცნობილ კლიპში, როგორიცაა მაგალითად 2000 წელს ჯგუფი Westlife ცნობილ სიმღერაზე Uptown Girl.
1993 წელს მას ჰქონდა რომანი დევიდ კოპერფილდთან. ასევე მისი ბოიფრენდების სიაშია: პიტერ გებრიელი, ჯონ ბონ ჯოვი და მონაკოს პრინცი ალბერ II
2002 წელს კლაუდია შიფერი ცოლად გაჰყვა ბრიტანელ პროდიუსერსა და რეჟისორს მეთიუ ვონს, გრაფ ჯორჯ ალბერტ ჰარლი დე დრამმონდის ვაჟს. მასთან ერთად ის ზრდის სამ შვილს, მათი შვილები ლონდონში სწავლობენ. ისინი სკოლაში ხშირად თავად კლაუდიას დაჰყვას, სადაც ერთმანეთს ხვდებიან  ვარსკვლავი დედები ელ მაკფერსონი და სტელა მაკკარტნი.









No comments:

Post a Comment