სილამაზის ქალური ხრიკები

                           სილამაზის ფრანგული საიდუმლოებები

 სილამაზის ფრანგული საიდუმლოებები - 20 წლის ასაკში ქალს ის სახე აქვს, რაც ბუნებამ უბოძა, – ამბობდა უკვდავი კოკო შანელი, 30 წლისას – რაც ცხოვრებამ შეუქმნა, 40 წლის შემდეგ კი იმ სახეს იღებს, რაც დაიმსახურა. ალბათ, დიდი წილით, ეს მართალია, მაგრამ ყველაზე ძნელი უკანასკნელ მტკიცებულებასთან შეგუებაა. ფრანგული სილამაზის რეცეპტებით შევეცდებით, დროის სვლა შევანელოთ.
სადღეისოდ, უსახსრობის გამო, ბევრს კოსმეტოლოგთან ვიზიტები არ შეუძლია, მაგრამ თავის მოვლა შინაურული საშუალებებითაც შეიძლება. მთავარია, ეს რეგულარულად და სიამოვნებით გააკეთოთ. სახე დავიწყოთ სახის კანის მოვლით, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ პოპულარულ ფრანგულ შენიშვნას: "არ არსებობს ულამაზო ქალი, არსებობს მოუვლელი ქალი". 
   კანის დასარბილებლად და სინორჩისთვის. 1 ჩაის კოვზი თაფლი ერთ ფლაკონ ნებისმიერ მატონიზირებელ ლოსიონს (რომელსაც ხმარობთ) შეურიეთ და კარგად შეანჯღრიეთ. კანის გაწმენდის შემდეგ გამოიყენეთ. მკვებავი ნიღაბი. ყავის საფქვავში 1 სუფრის კოვზი შვრია დაფქვით. 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი თბილი რძე და 1 ჩაის კოვზი შემთბარი თაფლი დაუმატეთ. ნიღაბი სახეზე აკურატულად დაიდეთ. 15–20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. 
   საშუალება მშრალი კანისთვის – სახე კრემით ან ლოსიონით გაისუფთავეთ (თუ ცხიმიანი კანი გაქვთ – საპნითა და წყლით). შემდეგ სქელ ფენად ძლიერ გაციებული 100 გრამი არაჟანი დაიდეთ და 20 წუთი დაიტოვეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ცივი ლოსიონი წაისვით. ყურადღება! სახის მოვლის ასეთი საშუალება ზედაპირზე კაპილარებიანი ან ანთებითი პროცესებიანი კანისათვის რეკომენდებული არ არის.
ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის – ძახველის მწიფე კენკრის გაწურულ წვენს 1 ჩაის კოვზი სახამებელი შეურიეთ. ნარევი თხელ ფენად გაწმენდილ სახეზე დაიდეთ და 20 წუთის შემდეგ ანადუღარი წყლით მოიბანეთ.      

  გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი – ერთი სუფრის კოვზი ალოეს ფოთლებისა და ერთი სუფრის კოვზი პიტნის ქორფა ფოთლების ფაფა ერთმანეთს შეურიეთ. წინასწარ სახეზე 2 სუფრის კოვზი ნაღები წაისვით, შემდეგ – აღნიშნული ფაფა. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. თმა თანამედროვე ფრანგი ქალები ამტკიცებენ: "განწყობის ასამაღლებლად უბრალოდ თავის დაბანაც საკმარისია. სუფთა თმა – ეს უკვე ვარცხნილობაა".
   ლოსიონი ნებისმიერი ტიპის თმისთვის – თითო სუფრის კოვზ გვირილის, სალბისა და ორკბილას გამხმარ ყვავილებს 0,5 ლ ადუღებული წყალი დაასხით. ნახევარი საათი თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ. 1 ჩაის კოვზი ავოკადოს რბილობი დაუმატეთ, აურიეთ და გაწურეთ. ბამბა ნაყენში დაასველეთ და თავის კანში შეიზილეთ, ამადროულად მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. თუ თმას ყოველდღიურად ასეთი მასაჟით გაიწმენდთ, შესანიშნავი გახდება. 
    ნიღაბი თმის გასამაგრებლად და მოცულობაში გასაზრდელად – 2 სუფრის კოვზ გვირილის გამხმარ ფოთლებს ცოტაოდენი ადუღებული წყალი დაასხით და ერთსახოვანი ფაფა მოამზადეთ. 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი კეფირი და 1 ჩაის კოვზი კონიაკი დაუმატეთ. მიღებული მასა თმაზე 30 წუთი გაიჩერეთ და თავზე პირსახოცი მოიხვიეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  გამამაგრებელი საშუალება – 2 სუფრის კოვზ ნაღებს 1 ჩაის კოვზი ყურძნის წიპწების ზეთი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი დაუმატეთ. ერთსახოვანი კონსისტენციის ნარევი მოამზადეთ. საშუალება დანამულ თმაზე დაიდეთ და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. 
   საშუალება თმის ზრდის სტიმულაციისთვის – ჭინჭრის ნაყენი (1 ჭიქა ადუღებულ წყალზე 2 სუფრის კოვზი გამხმარი ჭინჭარი, ერთი საათი გააჩერეთ) წვრილად დაჭრილ ცხარე წიწაკას დაასხით. 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. აურიეთ და ნარევში 2–3 წვეთი ღვიის ზეთი ჩაურიეთ. მასაჟის მოძრაობით სითხე თავის კანში 5–10 წუთის განმავლობაში შეიზილეთ. პროცედურა უშუალოდ თავის დაბანის წინ ჩაიტარეთ.
   ხელები ფრანგები ამბობენ: "ქალის ასაკს ხელები გასცემს და არა – სახე". ხელების დამარბილებელი საშუალებები – გრეიპფრუტის კანი შიგნითა მხრიდან ხელის თითებსა და ხელისგულებზე წაისვით. ის უებრო დამარბილებელ ნივთიერებას შეიცავს. ხელების კანზე ჩვეულებრივი ან უცხიმო იოგურტი რეგულარულად წაისვით. თუ იოგურტში ვარდის, გრეიფრუტის ან კოჭას ეთერზეთების რამდენიმე წვეთს დაუმატებთ, – ეს გამათეთრებელ ეფექტს გაზრდის. გამოიყენეთ იოგურტისა და ლიმონის წვენის ნარევი (ერთი ლიმონის წვენი და 250 გრამი გაციებული იოგურტი) ან იოგურტისა და თაფლის ნარევი (თანაბარი რაოდენობით). შეინახეთ მაცივარში.
   საკვები კანისა და თმისთვის 2 სუფრის კოვზ შვრიის ფანტელს 6 სუფრის კოვზი ცივი ანადუღარი წყალი დაუმატეთ და ერთი საათი გააჩერეთ. 3 სუფრის კოვზი პასტერიზებული რძე დაუმატეთ. დიდი ზომის ვაშლი მსხვილად გახეხეთ, შვრიის ფაფას შეურიეთ. შემდეგ 1 ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი თაფლი მოასხით, წვრილად დაჭრილი ცოტა ნიგოზი მოაყარეთ. ეს სალათა მთელი თვის განმალობაში მიირთვით. შემდეგ ტრაპეზამდე არანაკლებ 2–3 საათი უნდა გავიდეს...  

http://sana.ge/address/news/cat/9/id/8554/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%0D%0A









                                                        სახის მოვლა-რამდენიმე ნიღაბი

                                          


კანი სხეულის საფარველია, რომელიც მას  ყველა მავნე ფაქტორისგან იცავს. გარდა ამისა, არაერთ 

სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს და, რაც მთავარია, ქალის სილამაზის მთავარი განმსაზღვრელი 

ფაქტორია. 

გთავაზობთ სახის კანის მოსავლელ რამდენიმე ნიღაბს, რომელიც კანის სინორჩის შენარჩუნებაში 

დაგეხმარებათ. 


ვარდის ზეთი

ემალის ჭურჭელში ათავსებენ სურნელოვანი ვარდის მშრალ ფურცლებს, ასხამენ მცენარეულ ზეთს და 

ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 2 საათით. წურავენ. ეს ნიღაბი ასუფთავებს, ახალისებს და 

ელასტიკურს ხდის კანს.
ბრინჯის პუდრი

ბრინჯის პუდრი საუკეთესო საშუალებაა კანის ტონიზირებისათვის. უმჯობესია, ოჯახში დაამზადოთ, 

რადგან ნაყიდი შეიცავს სხვადასხვა დანამატს.

აიღეთ ბრინჯი, გარეცხეთ, მოათავსეთ წყლიან თასში, გააჩერეთ 5-6 დღე, სანამ მარცვლები კარგად არ 

გაფუვდება. ამ ხნის განმავლობაში წყალი შეცვალეთ ყოველ დღე. კარგად დამბალი ბრინჯი ფაიფურის 

როდინში დასრისეთ. მიღებული ფაფა მინის ქილაში მოათავსეთ, დაასხით წყალი, კარგად აურიეთ, 

გააჩერეთ 5 წთ. წყალი გადაღვარეთ. 

ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ. ამ გზით მიიღება ბრინჯის პუდრის ნალექი, რომელსაც 

აშრობენ პირსახოცზე და იყენებენ, როგორც ჩვეულებრივ პუდრს. შეიძლება სურნელოვანი ზეთის 

დამატებაც.

ბრინჯის პუდრი კანს ანაზებს, ხდის ხავერდოვანს და ათეთრებს.



ლიმონი ცხიმიანი კანისთვის 

ცხიმიან სახის კანს დღეში რამდენჯერმე იწმენდენ ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით ან ლიმონის ნაჭრით.

სახეს იწმენდენ ლიმონის წვენისა და წყლის ნარევითაც (1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი 1/4 ჭიქა წყალზე).















                                                       სახისა და ტანის მოვლა


  სკრაბი. სახის მსუბუქი პილინგისთვის საუკეთესო საშუალებაა ყავის ნალექი, ზღვის მარილი, შაქარი. 

აურიეთ რომელიმე მათგანი მცენარეულ ზეთსა და თაფლში და მიღებული ნაზავით სველი სახე 

დაიზილეთ, იდეალურია აბანოს შემდეგ. ფეხის ქუსლებისა და იდაყვებისთვის სკრაბის საფუძვლად 

გარგარის დაფხვნილ კურკებს იყენებენ.




პიტნის ნაყენი კანისთვის

ყელის კანი სახის კანზე არანაკლებ სათუთი მოსავლელია, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, 


რადგან უპირველეს ყოვლისა სწორედ ის გასცემს თქვენს ასაკს.

თუ ყელზე მშრალი კანი გაქვთ, სასარგებლოა პიტნის ნაყენის კონტრასტული კომპრესები. შეუნაცვლეთ 


ერთმანეთს ცივი და ცხელი (38-42 გრადუსი) კომპრესები, ოღონდ დაიწყეთ და დაამთავრეთ ცივი 

კომპრესით. კომპრესისთვის ნაყენის მოსამზადებლად 1 სადილის კოვზ გამხმარ პიტნის ფოთლებს 

დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 20 წუთი. ცხელი საფენი ყელზე 1-2 წუთით

 დაიფინეთ, ცივი კი - 5 წუთით გაიჩერეთ.






No comments:

Post a Comment