Thursday, December 20, 2012

საყურე და მისი ისტორია

  ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის დიდ ნა­წილს ის ნივ­თე­ბი და წარ­მოდ­გე­ნე­ბი შე­ად­გენს, რო­მელ­თა ის­ტო­რი­აც უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მო­დის. ავი­ღოთ ერ­თი შე­ხედ­ვით ისე­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­გა­ნი, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, სა­ყუ­რე და ვნა­ხავთ, რომ ის თა­ვის თავ­ში კა­ცობ­რი­ო­ბის მთელ ის­ტო­რი­ას ატა­რებს. რო­ცა ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობ­და მო­დის სის­ტე­მა, სის­ტე­მა კი არა, რო­ცა სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და სამ­კა­უ­ლის და ტა­ნი­სა­მო­სის კონ­ცეფ­ცია, სა­ყუ­რე უკ­ვე ამ­შვე­ნებ­და ძველ მსოფ­ლი­ოს. სამ­კა­უ­ლე­ბი თა­ვი­სი მა­გი­უ­რი სიმ­ბო­ლიზ­მით სცილ­დე­ბა მო­დის სამ­ყა­როს ბა­ნა­ლურ ში­ნა­არსს. თუ­კი ბე­ჭედს ჯერ კი­დევ შერ­ჩა სიმ­ბო­ლიზ­მი და მი­სი ტა­რე­ბაც არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ტთან, სა­ყუ­რე მხო­ლოდ პი­რად სამ­კა­უ­ლად ით­ვლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად პერ­მა­ნენ­ტუ­ლი და­ღი­სა, რო­მელ­საც ის ტო­ვებს. სა­ყუ­რე პირ­ვე­ლი “აგ­რე­სი­უ­ლი” ჩა­რე­ვა, სხე­უ­ლის პრე­ის­ტო­რი­უ­ლი მო­დი­ფი­კა­ცი­აა, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო, შე­იყ­ვა­რა და შე­მოქ­მე­დე­ბის მუ­ზა­დაც აქ­ცია.
    უძ­ვე­ლე­სი სა­ყუ­რე შუ­ამ­დი­ნა­რეთ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ის 4500 წლი­საა – მე­ტა­ლის ან სხვა, ხში­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლი მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი რკა­ლი, რო­მე­ლიც ყუ­რის ბი­ბი­ლო­ში გა­კე­თე­ბულ ნახ­ვრეტ­ში მაგ­რდე­ბა. სწო­რედ ეს ნახ­ვრე­ტი, ეს ჩხვლე­ტაა სა­ინ­ტე­რე­სო – ტკი­ვი­ლი, რომ­ლის სა­ფა­სუ­რი ხან სი­ლა­მა­ზე, ხან სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის და­საწ­ყი­სი, ხან კი რე­ლი­გი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბია. შუ­ამ­დი­ნა­რეთ­ში ნა­პოვ­ნი სა­ყუ­რე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯა­რის­კა­ცებს ეკუთ­ვნო­და და ერ­თგვარ ნი­შანს, კუთ­ვნი­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­და ამა თუ იმ ჯა­რი­სად­მი.

ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტე, ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­რო, შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თი თუ ინ­დო­ე­თი, ყვე­ლა კულ­ტუ­რა თა­ვი­სე­ბუ­რად ავი­თა­რებ­და სა­ყუ­რის სხვა­დას­ხვა კონ­ცეფ­ცი­ებს. ინ­დო­ეთ­ში ის რე­ლი­გი­ურ სექ­ტებს გუ­ლის­ხმობს და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვებს ყუ­რებს ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე უხ­ვრე­ტენ. აფ­რი­კის ზო­გი­ერთ ტომ­ში ყუ­რის გახ­ვრე­ტა ყმაწ­ვი­ლე­ბის ინი­ცი­ა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. პო­ლი­ნე­ზი­ა­ში რო­გორც ქა­ლე­ბის, ისე მა­მა­კა­ცე­ბის შე­ის­რულ სა­ყუ­რე­ებს ნი­ჟა­რე­ბი­სა­გან ამ­ზა­დებ­დნენ, რა­საც ევ­რო­პე­ლი კო­ლო­ნი­ზა­ტო­რე­ბი გვი­ან შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სი­ვე­ლუ­რის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბად აღიქ­ვამ­დნენ. თუმ­ცა თა­ვად ევ­რო­პელ მეზ­ღვა­უ­რებს ერ­თი წე­სი ჰქონ­დათ – გახ­ვრე­ტი­ლი ყუ­რი იმას ნიშ­ნავ­და, რომ მეზ­ღვა­ურ­მა მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო იმოგ­ზა­უ­რა, ოქ­როს რგოლს კი ქრის­ტი­ა­ნი მეზ­ღვა­უ­რე­ბი იმ მიზ­ნით ატა­რებ­დნენ, რომ თუ­კი ისი­ნი ზღვა­ში და­ი­ღუ­პე­ბოდ­ნენ, ოქ­როს სა­ყუ­რე მა­თი პოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სით დაკ­რძალ­ვის სა­ფა­სუ­რი ყო­ფი­ლი­ყო.  ან­ტი­კურ სამ­ყა­რო­ში­ვე და­იწ­ყო სა­ყუ­რის, რო­გორც ეს­თე­ტუ­რი სამ­კა­უ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა და სიმ­ბო­ლურ დატ­ვირ­თვას­თან ერ­თად, გა­რეგ­ნულ მხა­რე­საც დი­დი ყუ­რად­ღე­ბა და­ეთ­მო. სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­საა ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სა­გან­ძურ­ში და­ცუ­ლი არა­ერ­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თი. მა­შინ ქა­ლე­ბის სა­ყუ­რე­ე­ბის გა­რეგ­ნუ­ლი მხა­რე დიდ­წი­ლად თმის ვარ­ცხნი­ლო­ბას მის­დევ­და, ის ხან ქრე­ბო­და, ხან ჩნდე­ბო­და, ხან ყუ­რად­ღე­ბას იქ­ცევ­და, ხან კი  პი­რი­ქით, იმა­ლე­ბო­და. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ძი­რი­თა­დად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­ყუ­რე, რო­მე­ლიც ცრემ­ლის ფორ­მის მარ­გა­ლი­ტის  სა­კიდს წარ­მო­ად­გენ­და. რა თქმა უნ­და, სხვა ძვირ­ფას და ნა­ხევ­რად ძვირ­ფას მა­სა­ლებ­საც იყე­ნებ­დნენ. მე-16 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან კი „მო­და­ში” შე­მო­ვი­და დი­დი ზო­მის სა­ყუ­რე, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ჭა­ღი, რო­მე­ლიც მაღ­ლა აწე­უ­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბის და ბა­რო­კოს ეპო­ქის პა­რი­კე­ბის შე­სა­ფე­რი­სი იყო. მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში სა­ყუ­რე მო­დის მიმ­დე­ვა­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის კუთ­ვნი­ლე­ბა ხდე­ბა და სტი­ლის, აქ­სე­სუ­ა­რის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას მყა­რად იძენს. 
მე-20 სა­უ­კუ­ნე სა­ყუ­რეს დრა­მა­ტუ­ლად ცვლის და აქ­სე­სუ­ა­რის ნაც­ვლად ის ხან სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტეს­ტის ფორ­მად, ხან ვარ­სკვლა­ვუ­რი, როკ-ცხოვ­რე­ბის სიმ­ბო­ლოდ გვევ­ლი­ნე­ბა. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ქა­ლე­ბის თმის ვარ­ცხნი­ლო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად და­მოკ­ლდა, არტ დე­კო  ყვე­ლა­ფერს შე­ე­ხო და სწო­რედ ამ დროს, გრძე­ლი სა­ყუ­რე­ე­ბი მოკ­ლე თმის ვარ­ცხნი­ლო­ბა­სა და კი­სერს შო­რის სივ­რცეს ავ­სებ­და. არტ დე­კოს პე­რი­ო­დის სა­ყუ­რე­ე­ბი, რო­გორც წე­სი, გრძელ მოძ­რავ სა­კიდს წარ­მო­ად­გენს. ამ დროს  სა­ი­უ­ვე­ლი­რო კომ­პა­ნი­ებ­მა: CARTIER, BOUCHERON, VAN CLEEF და ARPELS შექ­მნეს გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სტი­ლის სა­ყუ­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს დი­დად ფა­სობს და პოს­ტმო­დერ­ნუ­ლი მო­დის ნა­წი­ლია. 

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში სა­ყუ­რე სტი­ლის­ტუ­რად  გან­ვი­თარ­და. სხვა­დას­ხვა მა­სა­ლე­ბის და სტი­ლის სა­ყუ­რე­ე­ბი ამ პე­რი­ოდ­ში მკაც­რად კვლავ ქა­ლე­ბის აქ­სე­სუ­არს წარ­მო­ად­გენს. 70-ია­ნი წლე­ბის ბო­ლოს გეი სუბ­კულ­ტუ­რამ გა­იხ­სე­ნა მეზ­ღვა­უ­რე­ბის რო­მან­ტი­კუ­ლი ადათ-წე­სი და ერ­თგვა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტეს­ტი სწო­რედ სა­ყუ­რის ტა­რე­ბით გა­მო­ხა­ტა. მას მხა­რი ჰი­პებ­მა და თით­ქმის ყვე­ლა სხვა სუბ­კულ­ტუ­რამ აუ­ბა და 70-ია­ნი წლე­ბის ბო­ლოს თით­ქმის ყვე­ლა როკ-ვარ­სკვლა­ვი, სექ­სუ­ა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ყუ­რეს ატა­რებ­და. სწო­რედ ამ დროს სა­ყუ­რემ და­კარ­გა სო­ცი­ა­ლუ­რი კო­ნო­ტა­ცი­ე­ბი და ისევ ჰი­პერ­მო­დურ უნი­სექს ატ­რი­ბუ­ტად იქ­ცა. 80-ია­ნი წლე­ბის ბო­ლოს კი სა­ყუ­რე სპორ­ტის სამ­ყა­რო­ში შე­იჭ­რა. გა­ვიხ­სე­ნოთ თუნ­დაც დი­ე­გო მა­რა­დო­ნა. წლე­ბის შემ­დეგ კი რე­პე­რე­ბი მას პი­რი­ქით, მა­ჩო-აქ­სე­სუ­ა­რად წარ­მო­ად­გე­ნენ.  
მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწ­ყი­სი­დან სა­ყუ­რე აღარ მო­ით­ხოვ­და ყუ­რის გახ­ვრე­ტას – გაჩ­ნდა უამ­რა­ვი სხვა ტი­პის: ზამ­ბა­რი­ა­ნი, ჭან­ჭი­კი­ა­ნი და მაგ­ნი­ტის სა­მაგ­რი­ა­ნიც კი. მაგ­რამ კლა­სი­კუ­რი სა­ყუ­რე, რო­მე­ლიც ყუ­რის ბი­ბი­ლო­ში გა­კე­თე­ბულ ნახ­ვრეტ­ში ეკი­დე­ბა, არ კარ­გავს თა­ვის ად­გილს. პი­რი­ქით, სწო­რედ მე-20 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, სა­ყუ­რის ტო­ტა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გორც ქა­ლე­ბის, ასე­ვე მა­მა­კა­ცე­ბის მხრი­დან, და­სა­ბამს უდებს იმ დიდ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ტა­ცე­ბას, რა­საც „პირ­სინ­გი” (გახ­ვრე­ტა) ეწო­დე­ბა და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ, ტა­ტუ­აჟ­თან ერ­თად, თა­ნა­მედ­რო­ვე „ბარ­ბა­რო­სო­ბად” აღიქ­მე­ბა. 



წყარო: http://www.tabula.ge/article-4820.html
ტაბულა © 2012

Wednesday, December 5, 2012

თამუნა ინგოროყვა

ქართველმა დიზაინერმა საფრანგეთისთვის ახალიკოლექციის მზადება დაიწყოთამუნა ინგოროყვაპარიზში 2010-2011 წლის ზამთრის კოლექციასწარადგენსიმავდროულად ერთგულიმომხმარებლისთვის საკუთარ მაღაზიაშიგანახლებულ გარდერობის შექმნას გეგმავს.საქართველოში დიზაინერს არაერთი პოპულარულითუ უცნობი პატარძლის საქორწინო სამოსიშეუქმნია.

თამუნარამდენი კაბა შეგიკერავს?
ზუსტად აღარ მახსოვსძალიან ბევრიდათვლაცკი მიჭირს.

კაბის შექმნისას ძირითადად რაზეამა­ხვილებ ყურადღებას?
ვცდილობნებისმიერი სამოსი ინდივიდუალურიიყოსადამიანირომელიც აქ უკვეთს კაბას,ზუსტად მისი ხასიათის შესაბამისი კაბითბრუნდება შინროდესაც საქორწინო სამოსზევმუშაობვცდილობ ისეთი შევქმნარაც პატარძალსმხოლოდ ოცნებაში წარმოედგინაჩემთვის უცნობსაპატარძლოებს ბევრს ვესაუბრები,ვითვალისწინებ მათ პროფესიასგარეგნობას,ხასიათსშესაძლოალამაზ პატარძალს ძალიანლა­მაზი კაბა ეცვასმაგრამ არ იყოს მისი ხასიათისშესაბამისიასეთი შემთხვევებში პატარძლებსდიზაინერებთან პრეტენზიები უჩნდებათ.


 პროფესიას რა მნიშვნელობა აქვს საქორწინოკაბის შეკერვისას?
ექიმებს სადა გემოვნება აქვთიურისტებსკონკრეტული მოთხოვნებირაც შეეხებაჟურნალისტებსმუსიკოსებსმხატვრებს ანუხელოვან ადამიანებსმათი გემოვნება უფროკრეატიულითავისუფალიათან უფრო მენდობიან.ამ ადამიანებთან მუშაობა საინტერესო დაიმავდროულად სასიამოვნოცააპატარძლის კაბისშექმნისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენ,თან უფრო შემოქმედებითად ვმუშაობ

პატარძლებს კაბების ნიმუშები მოაქვთ?
ნაცნობებს ვეუბნებირომ არ ჩაერიონ დაბოლომდე მომენდონუცნობები კი მოდიანნიმუშებითრომლებსაც არ ვუწუნებთუმცა ვთხოვჩვენებურად გადაკეთებასრადგან ჟურნალებსა დაკატალოგებში განათების ფონზე ზოგიერთი კაბაგაცილებით ეფექტურიავიდრე რეალობაში.შეკერვის პროცესში სანიმუშო კაბისგანაბსოლუტურად განსხვავებული შედეგი შეიძლებამივიღოთ.

უფრო ხშირად როგორ კაბას გი­­ვეთენ,გრანდიოზულს თუ სადას?
ორივესთუ პატარძალი მეუბნებარომ ასკაციანიქორწილი აქვს და გრანდიოზული კაბის შეკერვაუნდავთავაზობ უფრო სადასსასაცილო რომ არგამოჩნდესთუ ქორწილს სამას კაცზე მეტისტუმარი ეყოლებამაშინ სადაკაბიანი პატარძალიამდენ ხალხში ჩაიკარგება.

საბოლოოდ პატარძლები კმაყოფილირჩებიან?
კიშემიძლია თამამად ვთქვამოზომების დროს,თუ პატარძალს სახეზე რამე საეჭვოს შევნიშნავ,ვცდილობ გავიგორა არ მოსწონს და შენიშვნასაუცილებლად ვითვალისწინებრადგან ქორწილიპატარძლის დღეა და მან თავი ცუდად არ უნდაიგრძნოსქართველ პატარძლებს უამრავი ადამიანიმეგობრებიდედამთილიდედა დაჰყვებიან,რომლებიც სხვადასხვა რჩევას აძლევენ დაგოგონებს აბნევენვფიქრობკაბის შესარჩევადპატარძალი თვითონ უნდა მივიდეს დიზაინერთან,რათა უფრო ადვილად გადაწყვიტოსროგორი კაბაგახდის მას განსაკუთრებულს.

 შენი საქორწილო კაბის ავტორი ვინ იყო?
ქორწილში მეცვა ჩემი ბავშვობის ოცნების კაბა,ჩემი სალონის გოგონებმა შეკერეს და დღემდეძალიან მომწონს.

ტრადიციული ქორწილი გქონდა?
შერეული ტიპის იყოჯვარი რომ დავიწერეთ,ბავშვობის ოცნება ამიხდამე და ჩემმა მეუღლემმრავალჟამიერის ფონზე ჩოხოსნების ხანჯლებისქვეშ გამოვიარეთმერე წავედით ,,შერატონ მეტეხიპალასში”, სადაც 450 სტუმარი გველოდამართლაცგრანდიოზული ქორწილი იყოსხვადასხვა თაობისსტუმრების გამო ვეცადეყველას გემოვნებაგამეთვალისწინებინატრადიციულისადღეგრძელოების შემდეგ დაიწყო ქართულიცეკვებირომელსაც მოცეკვავეები ასრულებდნენ.ქართული სიმღერებიდანაც გემოვნებიანიამოვარჩიე.მყავდა ჯაზბენდი და დიჯეირომელიცპერიოდულად 70-იანი წლების - ,,აბბას”, ,,ბონიემის” სიმღერებს უშვებდაამ ქორწილითყველა კმაყოფილი დარჩაპირველირაცმაღიზიანებსთამადაარომელიც გრძელ,უხვსიტყვიან სადღეგრძელოებს ამბობსმეორე კითხუთმეტი წლის წინანდელი უგემოვნოსიმღერებიარომლებიც ქორწილების ჰიტებად იქცა.


ცნობილი ბრენდებიდან ყველაზე მეტადრომლის საქორწინო კაბები მოგწონს
ყოველთვის ვათვალიერებ სხვადასხვადიზაინერის კაბებსძალიან მომწონს ,,დიორისსაქორწინო კაბებიშეიძლებამისი კოლექციისრაღაც დეტალმა ახალი შთაგონება მომცეს ანსულაც რაღაც დეტალი გადმოვიტანოთუმცა კაბისზუსტი ასლი არასოდეს გამიკეთებია და არცვაპირებ.

ქართველი დიზაინერების კაბები თუმოგწონს?
კირატომაც არაავთანდილის არაერთი ლამაზიკაბა მინახავს.

რა ღირს შენი კაბები?
ჩემი კაბების ფასი საშუალოა და იზრდებაიცით,ქართველების რა არ მესმისუამრავ თანხასხარჯავენ საჭმელ-სასმლისთვის და ეკონომიასპატარძლის კაბაზე აკეთებენჩემთვის ესგაუგებარიაანუ ქორწილირომელიც ცხოვრებაშიერთხელ აქვთნეფე-პატარძალმა სხვისისიამოვნებისთვის რატომ უნდა გააკეთოს.








http://moda-dizainerebi.blogspot.com/