Thursday, December 20, 2012

საყურე და მისი ისტორია

  ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის დიდ ნა­წილს ის ნივ­თე­ბი და წარ­მოდ­გე­ნე­ბი შე­ად­გენს, რო­მელ­თა ის­ტო­რი­აც უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მო­დის. ავი­ღოთ ერ­თი შე­ხედ­ვით ისე­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­გა­ნი, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, სა­ყუ­რე და ვნა­ხავთ, რომ ის თა­ვის თავ­ში კა­ცობ­რი­ო­ბის მთელ ის­ტო­რი­ას ატა­რებს. რო­ცა ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობ­და მო­დის სის­ტე­მა, სის­ტე­მა კი არა, რო­ცა სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და სამ­კა­უ­ლის და ტა­ნი­სა­მო­სის კონ­ცეფ­ცია, სა­ყუ­რე უკ­ვე ამ­შვე­ნებ­და ძველ მსოფ­ლი­ოს. სამ­კა­უ­ლე­ბი თა­ვი­სი მა­გი­უ­რი სიმ­ბო­ლიზ­მით სცილ­დე­ბა მო­დის სამ­ყა­როს ბა­ნა­ლურ ში­ნა­არსს. თუ­კი ბე­ჭედს ჯერ კი­დევ შერ­ჩა სიმ­ბო­ლიზ­მი და მი­სი ტა­რე­ბაც არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ტთან, სა­ყუ­რე მხო­ლოდ პი­რად სამ­კა­უ­ლად ით­ვლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად პერ­მა­ნენ­ტუ­ლი და­ღი­სა, რო­მელ­საც ის ტო­ვებს. სა­ყუ­რე პირ­ვე­ლი “აგ­რე­სი­უ­ლი” ჩა­რე­ვა, სხე­უ­ლის პრე­ის­ტო­რი­უ­ლი მო­დი­ფი­კა­ცი­აა, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო, შე­იყ­ვა­რა და შე­მოქ­მე­დე­ბის მუ­ზა­დაც აქ­ცია.
    უძ­ვე­ლე­სი სა­ყუ­რე შუ­ამ­დი­ნა­რეთ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ის 4500 წლი­საა – მე­ტა­ლის ან სხვა, ხში­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლი მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი რკა­ლი, რო­მე­ლიც ყუ­რის ბი­ბი­ლო­ში გა­კე­თე­ბულ ნახ­ვრეტ­ში მაგ­რდე­ბა. სწო­რედ ეს ნახ­ვრე­ტი, ეს ჩხვლე­ტაა სა­ინ­ტე­რე­სო – ტკი­ვი­ლი, რომ­ლის სა­ფა­სუ­რი ხან სი­ლა­მა­ზე, ხან სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის და­საწ­ყი­სი, ხან კი რე­ლი­გი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბია. შუ­ამ­დი­ნა­რეთ­ში ნა­პოვ­ნი სა­ყუ­რე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯა­რის­კა­ცებს ეკუთ­ვნო­და და ერ­თგვარ ნი­შანს, კუთ­ვნი­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­და ამა თუ იმ ჯა­რი­სად­მი.

ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტე, ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­რო, შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თი თუ ინ­დო­ე­თი, ყვე­ლა კულ­ტუ­რა თა­ვი­სე­ბუ­რად ავი­თა­რებ­და სა­ყუ­რის სხვა­დას­ხვა კონ­ცეფ­ცი­ებს. ინ­დო­ეთ­ში ის რე­ლი­გი­ურ სექ­ტებს გუ­ლის­ხმობს და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვებს ყუ­რებს ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე უხ­ვრე­ტენ. აფ­რი­კის ზო­გი­ერთ ტომ­ში ყუ­რის გახ­ვრე­ტა ყმაწ­ვი­ლე­ბის ინი­ცი­ა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. პო­ლი­ნე­ზი­ა­ში რო­გორც ქა­ლე­ბის, ისე მა­მა­კა­ცე­ბის შე­ის­რულ სა­ყუ­რე­ებს ნი­ჟა­რე­ბი­სა­გან ამ­ზა­დებ­დნენ, რა­საც ევ­რო­პე­ლი კო­ლო­ნი­ზა­ტო­რე­ბი გვი­ან შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სი­ვე­ლუ­რის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბად აღიქ­ვამ­დნენ. თუმ­ცა თა­ვად ევ­რო­პელ მეზ­ღვა­უ­რებს ერ­თი წე­სი ჰქონ­დათ – გახ­ვრე­ტი­ლი ყუ­რი იმას ნიშ­ნავ­და, რომ მეზ­ღვა­ურ­მა მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო იმოგ­ზა­უ­რა, ოქ­როს რგოლს კი ქრის­ტი­ა­ნი მეზ­ღვა­უ­რე­ბი იმ მიზ­ნით ატა­რებ­დნენ, რომ თუ­კი ისი­ნი ზღვა­ში და­ი­ღუ­პე­ბოდ­ნენ, ოქ­როს სა­ყუ­რე მა­თი პოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სით დაკ­რძალ­ვის სა­ფა­სუ­რი ყო­ფი­ლი­ყო.  ან­ტი­კურ სამ­ყა­რო­ში­ვე და­იწ­ყო სა­ყუ­რის, რო­გორც ეს­თე­ტუ­რი სამ­კა­უ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა და სიმ­ბო­ლურ დატ­ვირ­თვას­თან ერ­თად, გა­რეგ­ნულ მხა­რე­საც დი­დი ყუ­რად­ღე­ბა და­ეთ­მო. სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­საა ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სა­გან­ძურ­ში და­ცუ­ლი არა­ერ­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თი. მა­შინ ქა­ლე­ბის სა­ყუ­რე­ე­ბის გა­რეგ­ნუ­ლი მხა­რე დიდ­წი­ლად თმის ვარ­ცხნი­ლო­ბას მის­დევ­და, ის ხან ქრე­ბო­და, ხან ჩნდე­ბო­და, ხან ყუ­რად­ღე­ბას იქ­ცევ­და, ხან კი  პი­რი­ქით, იმა­ლე­ბო­და. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ძი­რი­თა­დად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­ყუ­რე, რო­მე­ლიც ცრემ­ლის ფორ­მის მარ­გა­ლი­ტის  სა­კიდს წარ­მო­ად­გენ­და. რა თქმა უნ­და, სხვა ძვირ­ფას და ნა­ხევ­რად ძვირ­ფას მა­სა­ლებ­საც იყე­ნებ­დნენ. მე-16 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან კი „მო­და­ში” შე­მო­ვი­და დი­დი ზო­მის სა­ყუ­რე, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ჭა­ღი, რო­მე­ლიც მაღ­ლა აწე­უ­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბის და ბა­რო­კოს ეპო­ქის პა­რი­კე­ბის შე­სა­ფე­რი­სი იყო. მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში სა­ყუ­რე მო­დის მიმ­დე­ვა­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის კუთ­ვნი­ლე­ბა ხდე­ბა და სტი­ლის, აქ­სე­სუ­ა­რის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას მყა­რად იძენს. 
მე-20 სა­უ­კუ­ნე სა­ყუ­რეს დრა­მა­ტუ­ლად ცვლის და აქ­სე­სუ­ა­რის ნაც­ვლად ის ხან სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტეს­ტის ფორ­მად, ხან ვარ­სკვლა­ვუ­რი, როკ-ცხოვ­რე­ბის სიმ­ბო­ლოდ გვევ­ლი­ნე­ბა. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ქა­ლე­ბის თმის ვარ­ცხნი­ლო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად და­მოკ­ლდა, არტ დე­კო  ყვე­ლა­ფერს შე­ე­ხო და სწო­რედ ამ დროს, გრძე­ლი სა­ყუ­რე­ე­ბი მოკ­ლე თმის ვარ­ცხნი­ლო­ბა­სა და კი­სერს შო­რის სივ­რცეს ავ­სებ­და. არტ დე­კოს პე­რი­ო­დის სა­ყუ­რე­ე­ბი, რო­გორც წე­სი, გრძელ მოძ­რავ სა­კიდს წარ­მო­ად­გენს. ამ დროს  სა­ი­უ­ვე­ლი­რო კომ­პა­ნი­ებ­მა: CARTIER, BOUCHERON, VAN CLEEF და ARPELS შექ­მნეს გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სტი­ლის სა­ყუ­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს დი­დად ფა­სობს და პოს­ტმო­დერ­ნუ­ლი მო­დის ნა­წი­ლია. 

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში სა­ყუ­რე სტი­ლის­ტუ­რად  გან­ვი­თარ­და. სხვა­დას­ხვა მა­სა­ლე­ბის და სტი­ლის სა­ყუ­რე­ე­ბი ამ პე­რი­ოდ­ში მკაც­რად კვლავ ქა­ლე­ბის აქ­სე­სუ­არს წარ­მო­ად­გენს. 70-ია­ნი წლე­ბის ბო­ლოს გეი სუბ­კულ­ტუ­რამ გა­იხ­სე­ნა მეზ­ღვა­უ­რე­ბის რო­მან­ტი­კუ­ლი ადათ-წე­სი და ერ­თგვა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტეს­ტი სწო­რედ სა­ყუ­რის ტა­რე­ბით გა­მო­ხა­ტა. მას მხა­რი ჰი­პებ­მა და თით­ქმის ყვე­ლა სხვა სუბ­კულ­ტუ­რამ აუ­ბა და 70-ია­ნი წლე­ბის ბო­ლოს თით­ქმის ყვე­ლა როკ-ვარ­სკვლა­ვი, სექ­სუ­ა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ყუ­რეს ატა­რებ­და. სწო­რედ ამ დროს სა­ყუ­რემ და­კარ­გა სო­ცი­ა­ლუ­რი კო­ნო­ტა­ცი­ე­ბი და ისევ ჰი­პერ­მო­დურ უნი­სექს ატ­რი­ბუ­ტად იქ­ცა. 80-ია­ნი წლე­ბის ბო­ლოს კი სა­ყუ­რე სპორ­ტის სამ­ყა­რო­ში შე­იჭ­რა. გა­ვიხ­სე­ნოთ თუნ­დაც დი­ე­გო მა­რა­დო­ნა. წლე­ბის შემ­დეგ კი რე­პე­რე­ბი მას პი­რი­ქით, მა­ჩო-აქ­სე­სუ­ა­რად წარ­მო­ად­გე­ნენ.  
მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწ­ყი­სი­დან სა­ყუ­რე აღარ მო­ით­ხოვ­და ყუ­რის გახ­ვრე­ტას – გაჩ­ნდა უამ­რა­ვი სხვა ტი­პის: ზამ­ბა­რი­ა­ნი, ჭან­ჭი­კი­ა­ნი და მაგ­ნი­ტის სა­მაგ­რი­ა­ნიც კი. მაგ­რამ კლა­სი­კუ­რი სა­ყუ­რე, რო­მე­ლიც ყუ­რის ბი­ბი­ლო­ში გა­კე­თე­ბულ ნახ­ვრეტ­ში ეკი­დე­ბა, არ კარ­გავს თა­ვის ად­გილს. პი­რი­ქით, სწო­რედ მე-20 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, სა­ყუ­რის ტო­ტა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გორც ქა­ლე­ბის, ასე­ვე მა­მა­კა­ცე­ბის მხრი­დან, და­სა­ბამს უდებს იმ დიდ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ტა­ცე­ბას, რა­საც „პირ­სინ­გი” (გახ­ვრე­ტა) ეწო­დე­ბა და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ, ტა­ტუ­აჟ­თან ერ­თად, თა­ნა­მედ­რო­ვე „ბარ­ბა­რო­სო­ბად” აღიქ­მე­ბა. 



წყარო: http://www.tabula.ge/article-4820.html
ტაბულა © 2012

No comments:

Post a Comment