Thursday, November 29, 2012

NINI RICHI


NINI RICHI- მეწაღის ქალიშვილი მარი ადელანდ ნიელი, რომელიც მსოფლიომ ნინა რიჩის სახელით გაიცნო, ბედისწერის ნებიერა ნამდვილად არ იყო. მამამისი მდიდარი კლიენტების მოზიდვის იმედით ტურინიდან მონტე-კარლოში გადაბარგდა,მაგრამ მალე გარდაიცვალა და ცოლს ერთი გროშიც ვერ დაუტოვა. 12 წლის მარი სამკერვალო სახელოსნოში მიდის, რომ კერვა ისწავლოს და თავი ირჩინოს. მომავალი პროფესიისკენ პირველ ნაბიჯს სწორედ აქ დგამს და ...




 მომხიბვლელ შლაპებს აკეთებს - ადგილობრივი ლამაზმანები ერთმანეთს ხელიდან აცლიან სიახლეს. 14 წლის დედასთან და უფროს დასთან ერთად სურსათის მაღაზიაში მუშაობს, საღამოს კი ისევ სახელოსნოში მიდის. რისთვის წვალობს, რა ელის წინ? დიდი არაფერი, ჯერჯერობით მიზანი მარტივი და არც ისე ფერადოვანი ჩანდა: მოდის სახლში მუშაობა, სადაც ახალბედებს ღილის მიკერების უფლებას აძლევდნენ და, საჭიროების შემთხვევაში, კურიერის საქმესაც ანდობდნენ. ყველა საფეხურს რომ გაივლიდა, უმცროსი მოდისტის ადგილი ელოდა, მერე - საშუალოს, და მხოლოდ ძალიან დიდიხნის მერე - პირველის. ამ ნაღვლიან და უღიმღამო გზას ასობით გოგონა დადგომია, მაგრამ მარი ამ ბრბოში არ დაიკარგა.





   18 წლის ასაკისთვის პირველი მოდისტის ადგილი მიიღო, რამდენიმე წლის შემდეგ კი მკერავები იქირავა და ისინიც მისი ესკიზებით იწყებენ ტანსაცმლის კერვას. ერთხელ, ავტობუსის გაჩერებაზე მეყვავილემ დაინახა და შეუყვარდა, მას ლუი რიჩი ერქვა... ასე გახდა მარი ნიელი ნინა რიჩი. სამწუხაროდ, მათი ქორწინება იღბლიანი არ აღმოჩნდა. მალე ნინა მარტო დარჩა. ძველებურად ქანცისგაწყვეტამდე შრომობს და სულ მაღლა და მაღლა ადის კიბეზე, რომელსაც მაღალი მოდის სამყაროში მიჰყავს. არავინ იცის, რა წვალებად დაუჯდა ეს, - შვილი, რობერტი სულ პატარა იყო. 
    20-
იან წლებში ნინა რიჩი რაფინის სახლში იწყებს მუშაობას, 10 წლის შემდეგ მისი თანამფლობელი ხდება და მაინცდამაინც არ დარდობს მომავალზე,როცა სახლის დახურვა გარდაუვალი გახდა.
   40 წლის ასაკში ის უკვე მდიდარია, დამოუკიდებელი. როგორც იქნა შეუძლია, საკუთარ თავს ვერტიკალზე სრბოლისგან დასვენების უფლება მისცეს. განზრახვა მტკიცე იყო, მაგრამ რობერტი?... ნინა ერთი წლის შემდეგ 50 წლის უნდა გამხდარიყო. თეთრი კადილაკით მგზავრობდა, საოცარი მარგალიტები ეკეთა, რომლებსაც არასდროს იხსნიდა (“არ მოკვდნენო”) და დამსახურებულ სიმშვიდეზე ოცნებობდა. შვილმა კი ახალი იდეით გადაარწმუნა - მოდის სახლი საკუთარი სახელით გახსენიო. მსოფლიო კრიზისის პირობებში ეს სიგიჟეს ჰგავდა, მაგრამ ამის მიუხედავად, 1932 წელს კაპუცინების ქუჩის 20 ნომერში გაჩნდა აბრა: NINA RICCI ოჯახურ დუეტს პირველივე ჩვენებამ უდიდესი წარმატება მოუტანა. თავისი კლიენტების - ბურჟუები, რომლებიც ექსტრავაგანტულობას ირჩევდნენ - გემოვნებას ნინა რიჩი შესანიშნავად, ზედმიწევნით იცნობდა
  კლასიკური კოსტიუმი, “პატარაკაბა, კაბა-კოსტიუმი ესაა პირველი ჩვენებების საფუძველი. საიდუმლო ქარგაში იყო, ამასემატებოდა სრულყოფილი შესრულება და ზომიერი ფასი ("ლანვენზედაპუაროზესამჯერ დაბალი) - და სულ მოკლე დროში ნახევარ პარიზს ნინა რიჩი ეცვა კომერციული ალღო ოჯახურ კომპანიას ტანსაცმლის ფრანგი მწარმოებლების პირველ რიგებში მოახვედრებს.ნინა რიჩი 1970 წელს გარდაიცვალა, 1979 წელს მოდის სახლი პრესტიჟულ მონტანის ავენიუზე გადავიდა. მის სახელს კი დღემდე ცნობილი დიზაინერები ინარჩუნებენ..ნინა რიჩის პროდუქცია დღემდე პოპულარული და ძვირადღირებულია.


http://modissamyaro.wordpress.com/2010/06/21/nina-ricci/


No comments:

Post a Comment