Friday, November 16, 2012

საინტერესო ფაქტები ტუჩის საცხზე

  კლეოპატრა, ეგვიპტის ყველაზე ცნობილი დედოფალი, ტუჩებისთვის მაცდუნებელი წითელი შეფერილობის მისაცემად, სარგებლობდა დანაყილი კარმინის ფერი ხოჭოების ნარევით.
ტუჩის საცხმა პოპულარობა მოიპოვა მე-16 საუკუნეში ინგლისის დედოფლის, ელისაბედ I - ისა და მისი სეფექალების წყალობით, რომლებიც იღებავდნენ ტუჩებს ფუტკრის ცვილისა და ვერცხლისწყლის წითელი სულფიდის ნარევით. 
ტუჩის მოცულობის გამადიდებელი პირველი საცხი შეიქმნა 1915 წელს 
მთელი ცხოვრების მანძილზე ქალები უნებლიეთ «მიირთმევენ» საშუალოდ დაახლოებით 2-3 კგ ტუჩის საცხს. გასაკვირი არცაა, რომ დანაყრების შემდეგ საჭირო ხდება მაკიაჟის განახლება! 

არაბული სამყაროს აყვავების ხანაში მავრიტანელმა ექიმმა და ქიმიკოსმა ანდალუზიიდან, აბუ ალ-კასიმ ალ - ზახრავიმ (აბულკასიმა) გამოიგონა ტუჩის საცხი, რომელიც მზადდებოდა სპეციალურ ფორმებში და შეიცავდა არომატულ დანამატებს. აბულკასიმა ეს რეცეპტი შეიტანა თავის განთქმულ სამედიცინო ენციკლოპედიაში „ალ ტასრიფ".
1770 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად თუკი ქალი სარგებლობდა ტუჩის საცხით, მისი დაკავება შეიძლებოდა ჯადოქრობის ბრალდებით. 1930 წელს ცნობილმა სტილისტმა მაქს ფაქტორმა გამოიგონა ტუჩის მბზინავი საცხი.

   ტუჩის საცხის პოპულარობა უაღრესად გაიზარდა მე-2 მსოფლიო ომის დროს და ტუჩების შეღებვა ჩვეულებრივი ამბავი გახდა ქალებისთვის, რაც კინემატოგრაფიის დამსახურებაცაა.
მსოფლიოში ტუჩის 1-ლი მყარი, გრძელვადიანი მოხმარების საცხი 1950 წელს შექმნა ამერიკელმა ქიმიკოსმა ჰეიზლ ბიშოპმა, რის შემდეგაც ქალებს შეუძლიათ აღარ იდარდონ იმაზე, რომ ამბორის დროს ტუჩებს მაკიაჟი მოსცილდება.
    








No comments:

Post a Comment