Saturday, November 17, 2012

ვინ გამოიგონა სუნამო?

5000 წლის წინათ ძველი ეგვიპტელები უკვე იყენებდნენ არომატულ ნივთიერებებს,თუმცა პირველად ვარდის ფურცლებისგან სასიამოვნო სუნის მქონე სითხის გამოხდა არაბებმა მოიფიქრეს.ეს 1300 წლის წინ მოხდა.საინტერესოა,რომ ნახევარი ლიტრი ვარდის ზეთის მისაღებად,არაბები 1 ტონა ვარდის ფურცლებს ამუშავებდნენ.ამიტომაც იყო სუნამო ასეთი ძვირი.
ხის ჩარჩოებში მინის ნატეხებს აწყობდნენ და ზემოდან ღორის გაუსუფთავებელ ქონის ფენას ათავსებდნენ.შემდეგ ვარდის ფურცლებს აფენდნენ და მომდევნო ჩარჩოს ადებდნენ.ვარდის ფურცლებს ცვლიდნენ მანამ,სანამ ცხიმი მთლიანად არ შეიწოვდა არომატს.შემდეგ კი სპირტის საშუალებით ხდიდნენ სუნამოს.დღეს ქონის ნაცვლად,სუნამოების წარმოებაში ნავთისგან მიღებული სუფთა გამხსნელი გამოიყენება.სუნამოების მისაღებად იყენებენ ფორთოხლის ყვავილს,ნარცისს,ჟასმინს,იას,ვანილს და ხელოვნურ არომატებს.

  

No comments:

Post a Comment