Friday, January 25, 2013

ნაომი კემპბელი

   ნაომი კემპბელი წარმოშობით ბრიტანეთიდანაა. კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. 1980-90 წლებში ყველაზე ცნობილ და მოთხოვნად მოდელად ითვლებოდა.სკანდალური იმიჯის მქონე 42 წლის ნაომის კარიერა ჯერაც არ დაუსრულებია. კემპბელი ცნობილია , როგორც საკმაოდ ფიცხი ქალბატონი , რამოდენიმეჯერ სასამართლოსაც კი ესტუმრა. დღესდღეობით ხვდება რუს ოლიგარქ ვლადისარ დორონინს.
   
  კემპბელი დაიბადა სტრიტემის რაიონში,სამხრეთ ლონდონი, 22 მაისს 1970 წელს (42). ნაომის დედა წარმოშობით იამაიკელი მოცეკვავე იყო ვალერია მორისი. კემპბელი მამამ დაბადებამდე მიატოვა და შესაბამისად არც არასდროს უნახავს ის. ნაომიმ გვარი დედის მეორე ქმრისგან მიიღო. მამობილი მას საკუთარი შვილივით ზრდიდა. კემპბელს ჰყავს ნახევრაძმა.
ნაომი აფრო-იამაიკური და ჩინური წარმოშობისაა. ჰყავდა ბებია გვარად მინგი. 
რამოდენიმე წელი ნაომი რომში ცხოვრობდა. იტალიაში დედა მუშაობდა , მაგრამ ვალერიას მოგზაურობა მოუწია და პატარა კემპბელი ბებიასთან დატოვა. 5 წლისას ჩაირიცხა ბარბარა სპიკის სასცენო სკოლაში. 10 წლის ასაკში შესძლო და იტალიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ თეატრის სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა , სადაც ბალეტს სწავლობდა.

   კემპბელი პირველად ბობ მარლის კლიპში "Is This Love"-ში გამოჩნდა 1978 წელს. იმავე წელს მონაწილეობა მიიღო საბავშვო სერიალ The Chiffy Kids-ის 2 სერიაში. ამავდროულად ნაომი ცეკვავდა მუსიკალურ ჯგუფ "I'll Tumble 4 Ya"-ში.

1986 წელს Beth Boldt-ის ხელმძღვანელმა ნაომი სავაჭრო ცენტრის ფანჯრიდან შენიშნა. გოგონა აკმაყოფილებდა ყველა იმ კრიტერიუმს ,რაც მოდელისთვის იყო საჭირო. 16 წლისს ელეს გარეკანი დაამშვენა. ნაომი უფროდაუფრო პოპულარული ხდებოდა. გამოდიოდა პოდიუმზე (Gianni Versace, Azzedine Alaïa, და Isaac Mizrahi) იღებდნენ ცნობილი ფოტოგრაფები (Peter Lindbergh, Herb Ritts, და Bruce Weber) ამ დროს გოგონა უმეგობრდება კრისტი ტარლინგტონსა და ლინდა ევანგელისტას. მათ ხშირად იღებდნენ ერთად.
ლინდამ და კრისტიმ დოლჩე და გაბანას პირობები წაუყენეს " თუ ჩვენთან ერთად არ მიიღებთ ნაომის, მაშინ ჩვენც არ ვიქნებით" 1987 წლის დეკემბერში ბრიტანული ვოგის გარეკანი დაამშვენა. ხოლო 1988 წლის აგვისტოს ფრანგულ ვოგიშიც გამოჩნდა. სხვათაშორის ის პირველი შავკანიანი მოდელი იყო , რომელიც ფრანგული ვოგის გარეკანზე აღმოჩნდა.

  შემდეგ წელს ნაომი, ლინდა ევანგელისტა, კრისტი ტარლინგტონი, სინდი კროუფორდი პატიტზი წლის საუკეთესო სუპერმოდელებად დაასახელეს და ამერიკულ ვოგიშიც გადაიღეს. კემპბელს იღებენ ჯორჯ მაიკლის კლიპში "Freedom! '90".
მალე კრისტის, ლინდას, კლაუდიას, სინდისა და ნაომის ახალბედა ქეით მოსიც დაემატა. მათ დღემდე დიდ ექვსეულად მოიხსენიებენ.
1991 წელს ნაომის უკვე სუპერმოდელად მოიხსენიებენ. გამოდის ვერსაჩეს ჩვენებაზე კროუფორდთან, ტარლინგტონთან და ევანგელისტასთან ერთად ხელ ჩაკიდებული. იმავე წელს იღებენ მაიკლ ჯექსონის "In the Closet"-ის კლიპში. 
1992 წელი კემპბელისთვის საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა , რადგან ის ჩნდება მადონას წიგნში "Sex". წიგნში საკმაოდ მრავლადაა გადაღებული პოპ დედოფლის, ბიგ დიდი ქეინისა და ნაომის შიშველი ფოტოები. ამავე წელს იღებენ ვოგის გარეკანზე, ისევ რამოდენიმე მოდელთან ერთად.
 1993 წელს ნაომის 2 ჯერ იღებენ ამერიკული ვოგისთვის. ზუსტად ამ წელს მოხდა კემპბელის ცნობილი წაქცევა ვივიენ ვესტვუდის კოლექციის ჩვენების დროს. 

მიუხედავდ ნაომის წარმატებისა ელიტ მოდელ მენეჯმენტი მას აგდებს მიზეზად სუპერმოდელის თანხების ბოროტად გამოყენებას ასახელებდნენ. ელიტის დამფუძნებელი ჯონ კასაბლანკასი კემპბელს შემდეგნაირად ღწერს:" უხეში... მასთან მუშაობა პირაპირ წარმოუდგენელია."
1994 წელს ნაომი უშვებს ბიოგრაფიულ წიგნს "გედი". ამით საზოგადოებაში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია , რადგან სუპერმოდელი ძალიან ბევრ თემაზე ღიად საუბრობდა წიგნი. ნაომი უშვებს ალბომს "სიყვარული და ცრემლები". სხვათაშორის რამოდენიმე სიმღერა ბრიტანეთის ტოპ 40 ჩარტში ხვდება. კემპბელი ასევე ბედს სცდის სამსახიო კარიერაშიც. მან პატარა როლი მიიღო 
Miami Rhapsody და Spike Lee-ის გოგონა 6. მონაწილეობს New York Undercover-ის მეორე სეზონში

 1998 წელს სუპერმოდელების ეპოქა დამთავრდა. ნაომი ხშირად აღარ ჩნდება პოდიუმზე , თუმცა ის პირველად ხელს აწერს კონტრაქტს კოსმოპოლიტენის კოსმეტიკურ ბრენდს.გარდა ამისა გამოდის კემპბელის სუნამოები. ამ წელს გამოდის ვოგის ყველაზე ცნობილი გარეკანი , რომელსაც "თანამედრო მუზის" სახელით ვიცნობთ. 2001 წელს ჩნდება ბრიტანულ ვოგიში რეპერ პი. დიდისთან ერთად.
2002 წელს ნაომი გამოდის the victoria's secret fashion show-ზე. ვიესში კემპბელი 2005 წლამდე დარჩა. 
42 წლის ნაომის დღესაც არ დაუმთავრებია კარიერა. მან რამოდენიმეჯერ წარმოადგინა სხვადასხვა დიზაინერების კოლექცია პოდიუმზე. თუმცა კემპბელი უფრო ხშირად ფოტოსესიებში გვევლინება.


სუპერმოდელს ორი ნიქნეიმი აქვს : შავი პანტერა და პოდიუმის დედოფალი, 

იმის მიუხედავად, რომ ნაომი ყველაზე ცნობილი შავკანიანი მოდელი იყო მას არასდროს არ ჰქონდა იმდენი მოწვევა და შემოსავალი , რამდენიც მის თეთრკანიან მეგობრებს. 1991 წელს მან განაცხადა"მე შემიძლია ვიყო ყველაზე მაღალანაზღაურებადი და ყველაზე მოთხოვნადი მოდელი, მაგრამ ასე არ არის რადგან კანის ფერს მიწუნებენ"
1997 წელს განაცხადა : "ჟურნალები , რომლის გარეკანზე მე ვარ ბევრად წარმატებულად იყიდება , ვიდრე სხვა მოდელების. თუმცა სიტვაცია ისევ შეუცვლელია."
ბარაკ ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ თქვა: შეიძლება შავკანიანი იყოს პრეზიდენტი, მაგრამ შავკანიანი მოდელები დღემდე იჩაგრებიან."
და მართლაც ნაომის "დაუფასებელი მოდელის" სახელიც კი ჰქვია. 


სუპერმოდელი რამოდენიმე საქველმოქმედო ფონდში დღესაც უწყვეტლივ რიცხავს თანხას.
2005 წელს თვითონვე დაარსა ფონდი "ჩვენ გვიყვარს ბრაზილია." გარდა ამისა თავისივე ჩამოყალიბებული ფონდი აქვს , რომელიც ბავშვების განათლების პრობლემის გადაწყვეტას მოიცავს. ფონდს რამოდენიმეჯერ აქვს აშენებული სხვადასხვა ქვეყანაში სკოლა. პირველი სკოლა კი ნაომიმ იამაიკაზე ააშენებინა.
კემპბელი ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებსაც ეხმარება.
2007 წელს ბრაზილიის მერმა მას საგანგებო ჯილდო გადასცა და პირადად მადლობა გადაუხადა , რათა ეხმარება ბრაზილიის მოსახლეობას სიღარიბიდან თავის დაღწევაში.

2009 წელს მას საგანგებო ჯილდო მიენიჭა საპატიო პატრონაჟით სამების კოლეჯის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ საზოგადოებისგან თავისი საქველმოქმედო და პროფესიულ საქმიანობაში.
2010 წელს სარა ბრაუნმა თეთრი ლენტით დააჯილდობა განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ნაომი არასდროს შეხვედრია მამას. ყოფილი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს ნელსონ მანდელას აქვს მოხსენიებული ვინმე კემპბელი. ნოლსონს ნაომი 1994 წელს შეხვდა. პრეზიდენტმა მას "საამაყო შვილიშვილი" უწოდა. მანდელას ხელშეწყობით იპოვნეს ძველი სურათები, სადაც კემპბელის მამას მიაგნეს. ნაომის მამა ჰუმანიტარული მისიით ჩასულა აფრიკაში და იქვე გარდაცვლილა.


სუპერმოდელის მეგობარი მამაკაცების სია გრძელია, თუმცა ის დაქორწინებული არასოდეს ყოფილა. 1980 წელს ნაომი ხვდებოდა ცნობილ ბოქსიო მაიკ ტაისონს. 1990 წელს რობერტ დე ნიროს ხვდებოდა. 1993 წელს U2 ბასისტს ადამ კლეიტონს. რამოდენიმე ხანი მოცეკვავე
ხოაკინ კორტესს ხვდებოდა. 1998 წელს ფორმულა ერთის შეჯიბრების ხელმძღვანელი Flavio Briatore-ს. 200 წლიდან ცნობილ ბიზნესმენ ბადრ ჯაფარსხვდებოდა. 2008 წლიდან სუპერმოდელი რუს ოლიგარქ ვლადისლავ დორონინთან ერთადაა. ისინი მოსკოვში ცხოვრობენ. გავრდელებული ჭორების თანახმად წყვილი მალე დაქორწინდება კიდეც. 
სუპერმოდელის ნარკოდამოკიდებულება 1994 წლიდან დაიწყო. 1999 წელს მან მკურნალობა დაიწყო. 2003 წელს უკვე "განკურნებული" ნაომი რამოდენიმეჯერ შენიშნეს ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ მყოფი. თუმცა მან ყველაფერი უაყო და განაცხადა , რომ ის უკვე კარგა ხანი არ მიკარებია მას და არც არასდროს გააკეთებს ამას.

ნაომი ცნობილია , როგორც ფიცხი ქალბატონი. რამოდენიმეჯერ დაულეწავს პაპარაცისთვის კამერა. ალბათ ამიტომაა , რომ სუპერმოდელს ინტერვიუს ასაღებად აღარ იწვევენ.
კემპბელს 3-ჯერ ჰყავს მოახლე ნაცემი. ის ქალბატონებს ტელეფონებსა და სხვა ნივთებს ესროდა. ზუსტად ამიტომაა , რომ ნაომიმ რამოდენიმეჯერ სასამართლო დარბაზშიც შეიარა. მაგრამ უკვე დიდი ხანია მსგავსი სკანდალებში კემპბელი არ გახვეულია, ის თავის საქმროსთან ერთად ტკბება ცხოვრებითა და მილიარდებით. 
დღემდე კემპბელი ყველასათვის საყვარელ სუპერმოდელად რჩება









Thursday, January 24, 2013

პიერ კარდენი “მაღალი მოდის ბაბუა”



                    

  ლეგენდა მოდის სამყაროში-პიერ კარდენი “მაღალი მოდის ბაბუა”, პიერ კარდენი, მოდის რევოლუციონერი და ყველაზე ცნობილი 5 ფრანგიდან ერთ-ერთია. მისი მოდელები საუკეთესო ჟურნალების გარეკანს უკვე 50 წელზე მეტია ამშვენებენ, ხოლო მისი სახელი კაპიტალის მიხედვით ევროპის საუკეთესო ათეულს ეკუთვნის. მისი მდიდრული პარიზული ოფისი საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლის პირდაპირაა და ამ სახლში, მარინის ქუჩაზე, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია მუშაობს. მოდელიერი რომ გახდე, მოდელიერად უნდა დაიბადოო, ამბობს თვითონ… 
   პიერ კარდენი ითვლება მოდური ტენდენციის ერთ-ერთ განმსაზღვრელად. 1957 წელს მან, მოდელიერებიდან პირველმა, გამოიტანა ხალხში მზა ტანსაცმლის კოლექციის მთელი სერია და ჩვენებებi ჰაუსმანის ბულვარზე მოაწყო. მოგვიანებით მანვე მოაწყო რევოლუცია მრავალი მიმართულებით: პირველი: ავანგარდული სტილი. ვიწრო უსაყელო პიჯაკები, რომლებსაც სიამოვნებით ატარებდნენ “ბითლზები”. მეორეც, დაამკვიდრა ლიცენზირების სისტემა და კარდენის ტანსაცმლის წარმოება დაიწყეს იაპონიაში, ჩინეთსა და საბჭოთა კავშირშიc კი. ჯამში900 ლიცენზია, მსოფლიოს 140 ქვეყანაში და 200000 ადამიანი, რომელიც “Pierre Cardin”-ის მარკაზე წარმატებულად მუშაობდა. მესამე: ამ წელს მოდის ისტორიაში მამაკაცის სამოსის პირველი კოლექცია შეიქმნა.
    1970 წელს კარდენმა Theatre des Ambassadeurs შეიძინა და ერთგვარ კულტურულ კომპლექსად აქცია, სადაც მოთავსდა დარბაზი ჩვენებებისთვის, კინოთეატრი, სამხატვრო გალერეა და რესტორანი. მრავალი წლის წინ შეაგროვა თეატრალური დასი, რომელიც თანდათან პროფესიონალურ თეატრად ჩამოყალიბდა, ეს თეატრიც აქ დაბინავდა. ოცი წლის წინ რესტორან “მაქსიმში” ხიზილალის გასასინჯად შესულა, 1981 წელს ეს რესტორანი შეიძინა, 4 წლის შემდეგ კი იმავე სახელწოდების სუნამო გამოჩნდა. დღეს მისი ფირმის წლიური ბრუნვა 12 მილიარდს შეადგენს, მოგების თვალსაზრისით ასეთი მიღწევა მოდის სამყაროში ჯერჯერობით მწვერვალია. ძალიან ბევრი კონსტრუქცია, რომელიც სხვადასხვა დროს მსოფლიოს აღაფრთოვანებდა, სწორედ პიერ კარდენის მოგონილია: სწორი და ქვევით დავიწროებული კაბა-ტომარა, ქვედაკაბა-ტიტა, ჟაკეტი-ბუშტი – თეძოზე ქამრით რომ თავდებოდა, მეტალის სამშვენისები, კრინოლინები ვიწრო კაბებქვეშ და ა. შ.
  ლეგენდარულ დიზაინერს მიღებული აქვს შემდეგი სახის ჯილდოები: 1973 წელს Basilica Palladiana Award როგორც ყველაზე წარმატებულ ვენეციელს. 1977 წელს ,,ოქროს სათითე’’ ფრანგული haute-couture-ის ჯილდო როგორც ყველაზე კრეატიული კოლექციის ავტორი. იგივე ჯილდო მან ისევ მიიღო 1979 და 1982 წლებში. 1985 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა მიანიჭა ღირსების ორდენი. 1991 წელს გახდა UNESCO-ს საპატიო ელჩი. 1997 წლის იანვარში მიენიჭა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო. 
     პიერ კარდენმა ყველას ის აჩუქა, რაც მათ სჭირდებოდათ: კორეელები “შეაფერადა” (სამხრეთ კორეაში მის კოსმეტიკას უშვებენ); ვიეტნამელებს ფეხზე ჩააცვა, ტაივანელებისთვის სამგზავრო ჩანთები შექმნა, ფრანგებს სინთეტიკური საცვლები ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან შექმნილით შეუცვალა, რუსებს ცნობილი რესტორანი “მაქსიმი” აჩუქა და ა. შ. სხვათა შორის, ძალიან მეგობრობდა ცნობილ რუს ბალერინასთან, მაია პლესეცკაიასთან: “ანა კარენინა”, “ქალი და ძაღლი”, “თოლია” – ყველა ამ სპექტალში ლეგენდარულ ქალბატონს პიერ კარდენის შექმნილი კოსტიუმი ეცვა, ყოველდღიურ გარდერობში და სადღესასწაულო სამოსშიც ხშირად კარდენის ქმნილებები ჰქონდა. ჟურნალი “Time”-ი წერდა: გონებამახვილმა ფანატიკოსმა შეძლო და მოახერხა ის, რომ მისი სახელი ფაქტიურად ყველაფერს ჰქვია, “რისი მიჭედება, მიწებება, მიკერება, მიბმა, ტირაჟირება თუ ბოთლებში ჩამოსხმა, დახურვა, გახსნა და გამოყენებაც შეიძლება”. კარდენის მარკის პროდუქციას 160 მილიონი ადამიანი იძენს, კარდენის იმპერიის საზღვრების დანახვა საფრანგეთის ყველაზე მაღალი მთიდანაც კი შეუძლებელიაო.


http://testa.at.ua/forum/5-46-1

ვოგი



                                            ვოგი  
   ვოგი (ფრანგVogue  — „მოდა“) — ჟურნალი მოდისა და ცხოვრების შესახებ, რომელიც გამომომცემლობა „კონდე ნასტი“ თვრამეტ ქვეყანაში გამოსცემს. ვოგის ამერიკული ვერსიის მთავარი რედაქტორია ინგლისელი ანა ვინტური. ამერიკული ვერსია "მოდის ბიბლიად: მიიჩნევა. თვრამეტი გამოცემიდან უმთავრესია, ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული გამოცემები. ასევე საკმაოდა ავტორიტეტულია იტალიური გამოცემა, რომელიც მთლიანად მაღალ მოდაზეა ორიენტირებული და ამ გამოცემას 20 წელია უკვე ლეგენდარული ფოტოგრაფი სტივენ მეისელი ხელმძღვანელობს. პოპულარულია ასევე რუსული და გერმანული ვერსიები. უახლოეს მომავალში იგეგმება ვოგის თურქული ვერსიის გამოშვება.
                                                       








    ვოგი თავის ფოტოსესიებში იყენებს როგორც ცნობილ და ლეგენდარულ მოდელებს ასევე ახალბედებს. ამერიკული ვოგი თავის ყდებზე ძირითადად მსახიობებს ათავსებს თუმცა წელიწადში ორჯერ შესაძლებელია მოდელის ხილვაც ყდაზე. ფრანგული ვოგი კი პირიქით მხოლოდ წელიწადში ორჯერ უთმობს თავის ყდას ცნობილ პიროვნებას. იტალიური მთლიანად მოდელებს უთმობს ყდას. ასევე აღსანიშნავია ვოგის რუსული ვერსია რომელმაც არსებობის 11 წლის ისტორიაში მხოლოდ რამდენჯერმე დაუთმო ცნობილ სახეს ყდა.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98_(%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98)

სილამაზის ფრანგული საიდუმლოებები

 სილამაზის ფრანგული საიდუმლოებები - 20 წლის ასაკში ქალს ის სახე აქვს, რაც ბუნებამ უბოძა, – ამბობდა უკვდავი კოკო შანელი, 30 წლისას – რაც ცხოვრებამ შეუქმნა, 40 წლის შემდეგ კი იმ სახეს იღებს, რაც დაიმსახურა. ალბათ, დიდი წილით, ეს მართალია, მაგრამ ყველაზე ძნელი უკანასკნელ მტკიცებულებასთან შეგუებაა. ფრანგული სილამაზის რეცეპტებით შევეცდებით, დროის სვლა შევანელოთ.
სადღეისოდ, უსახსრობის გამო, ბევრს კოსმეტოლოგთან ვიზიტები არ შეუძლია, მაგრამ თავის მოვლა შინაურული საშუალებებითაც შეიძლება. მთავარია, ეს რეგულარულად და სიამოვნებით გააკეთოთ. სახე დავიწყოთ სახის კანის მოვლით, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ პოპულარულ ფრანგულ შენიშვნას: "არ არსებობს ულამაზო ქალი, არსებობს მოუვლელი ქალი". 
   კანის დასარბილებლად და სინორჩისთვის. 1 ჩაის კოვზი თაფლი ერთ ფლაკონ ნებისმიერ მატონიზირებელ ლოსიონს (რომელსაც ხმარობთ) შეურიეთ და კარგად შეანჯღრიეთ. კანის გაწმენდის შემდეგ გამოიყენეთ. მკვებავი ნიღაბი. ყავის საფქვავში 1 სუფრის კოვზი შვრია დაფქვით. 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი თბილი რძე და 1 ჩაის კოვზი შემთბარი თაფლი დაუმატეთ. ნიღაბი სახეზე აკურატულად დაიდეთ. 15–20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. 
   საშუალება მშრალი კანისთვის – სახე კრემით ან ლოსიონით გაისუფთავეთ (თუ ცხიმიანი კანი გაქვთ – საპნითა და წყლით). შემდეგ სქელ ფენად ძლიერ გაციებული 100 გრამი არაჟანი დაიდეთ და 20 წუთი დაიტოვეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ცივი ლოსიონი წაისვით. ყურადღება! სახის მოვლის ასეთი საშუალება ზედაპირზე კაპილარებიანი ან ანთებითი პროცესებიანი კანისათვის რეკომენდებული არ არის.
ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის – ძახველის მწიფე კენკრის გაწურულ წვენს 1 ჩაის კოვზი სახამებელი შეურიეთ. ნარევი თხელ ფენად გაწმენდილ სახეზე დაიდეთ და 20 წუთის შემდეგ ანადუღარი წყლით მოიბანეთ.      

  გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი – ერთი სუფრის კოვზი ალოეს ფოთლებისა და ერთი სუფრის კოვზი პიტნის ქორფა ფოთლების ფაფა ერთმანეთს შეურიეთ. წინასწარ სახეზე 2 სუფრის კოვზი ნაღები წაისვით, შემდეგ – აღნიშნული ფაფა. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. თმა თანამედროვე ფრანგი ქალები ამტკიცებენ: "განწყობის ასამაღლებლად უბრალოდ თავის დაბანაც საკმარისია. სუფთა თმა – ეს უკვე ვარცხნილობაა".
   ლოსიონი ნებისმიერი ტიპის თმისთვის – თითო სუფრის კოვზ გვირილის, სალბისა და ორკბილას გამხმარ ყვავილებს 0,5 ლ ადუღებული წყალი დაასხით. ნახევარი საათი თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ. 1 ჩაის კოვზი ავოკადოს რბილობი დაუმატეთ, აურიეთ და გაწურეთ. ბამბა ნაყენში დაასველეთ და თავის კანში შეიზილეთ, ამადროულად მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. თუ თმას ყოველდღიურად ასეთი მასაჟით გაიწმენდთ, შესანიშნავი გახდება. 
    ნიღაბი თმის გასამაგრებლად და მოცულობაში გასაზრდელად – 2 სუფრის კოვზ გვირილის გამხმარ ფოთლებს ცოტაოდენი ადუღებული წყალი დაასხით და ერთსახოვანი ფაფა მოამზადეთ. 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი კეფირი და 1 ჩაის კოვზი კონიაკი დაუმატეთ. მიღებული მასა თმაზე 30 წუთი გაიჩერეთ და თავზე პირსახოცი მოიხვიეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  გამამაგრებელი საშუალება – 2 სუფრის კოვზ ნაღებს 1 ჩაის კოვზი ყურძნის წიპწების ზეთი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი დაუმატეთ. ერთსახოვანი კონსისტენციის ნარევი მოამზადეთ. საშუალება დანამულ თმაზე დაიდეთ და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. 
   საშუალება თმის ზრდის სტიმულაციისთვის – ჭინჭრის ნაყენი (1 ჭიქა ადუღებულ წყალზე 2 სუფრის კოვზი გამხმარი ჭინჭარი, ერთი საათი გააჩერეთ) წვრილად დაჭრილ ცხარე წიწაკას დაასხით. 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. აურიეთ და ნარევში 2–3 წვეთი ღვიის ზეთი ჩაურიეთ. მასაჟის მოძრაობით სითხე თავის კანში 5–10 წუთის განმავლობაში შეიზილეთ. პროცედურა უშუალოდ თავის დაბანის წინ ჩაიტარეთ.
   ხელები ფრანგები ამბობენ: "ქალის ასაკს ხელები გასცემს და არა – სახე". ხელების დამარბილებელი საშუალებები – გრეიპფრუტის კანი შიგნითა მხრიდან ხელის თითებსა და ხელისგულებზე წაისვით. ის უებრო დამარბილებელ ნივთიერებას შეიცავს. ხელების კანზე ჩვეულებრივი ან უცხიმო იოგურტი რეგულარულად წაისვით. თუ იოგურტში ვარდის, გრეიფრუტის ან კოჭას ეთერზეთების რამდენიმე წვეთს დაუმატებთ, – ეს გამათეთრებელ ეფექტს გაზრდის. გამოიყენეთ იოგურტისა და ლიმონის წვენის ნარევი (ერთი ლიმონის წვენი და 250 გრამი გაციებული იოგურტი) ან იოგურტისა და თაფლის ნარევი (თანაბარი რაოდენობით). შეინახეთ მაცივარში.
   საკვები კანისა და თმისთვის 2 სუფრის კოვზ შვრიის ფანტელს 6 სუფრის კოვზი ცივი ანადუღარი წყალი დაუმატეთ და ერთი საათი გააჩერეთ. 3 სუფრის კოვზი პასტერიზებული რძე დაუმატეთ. დიდი ზომის ვაშლი მსხვილად გახეხეთ, შვრიის ფაფას შეურიეთ. შემდეგ 1 ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი თაფლი მოასხით, წვრილად დაჭრილი ცოტა ნიგოზი მოაყარეთ. ეს სალათა მთელი თვის განმალობაში მიირთვით. შემდეგ ტრაპეზამდე არანაკლებ 2–3 საათი უნდა გავიდეს...



http://sana.ge/address/news/cat/9/id/8554/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%0D%0A

Dolce & Gabbana

დოლჩე და გაბანა — იტალიური მოდის სახლი. მათ პროდუქციას ისეთი ცნობილი ადამიანები ატარებენ, როგორებიცაა სოფი ლორენიუიტნი ჰიუსტონიმადონამონიკა ბელუჩიაიუმი ჰამასაკიკრისტინა აგილერა,ისაბელა როსელინი და კაილი მინოუგი. კომპანიის წლიური ფულადი ბრუნვა 700 მლნ ევროს აჭარბებს.

დომენიკო დოლჩე 1958 წელს პალერმოში დაიბადა, სიცილიაზე. სტეფანო გაბანა კი 1962 წელს მილანში. ერთ-ერთი ექვსი წლიდან ხაზავდა ესკიზებს და ქსოვილებს აგროვებდა მომავალი სამოსისთვის, მეორე კი მილანის მოდური მაღაზიების ხშირი დამთვალიერებელი იყო. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს 1980 წელს შეხვდა მილანში, როდესაც ატელიეში ასისტენტებად მოუწიათ მუშაობა; კერძოდ კი, სტეფანოს დაქალმა უთხრა: ატელიეში ნაცნობი მყავს, რომელიც დამხმარეს ეძებსო; სტეფანომაც გადარეკა ხსენებულ ”ნაცნობთან” და დომენიკო შერჩა ხაზის მეორე ბოლოს. მათი გაცნობა და თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა. 1982 წელს მათ მოდური სტუდია გახსნეს, 1985 წელს კი მილანის სცენაზე ”ახალი ტალანტების” შოუს ფარგლებში მათი პირველი კოლექცია გამოიტანეს. სულ რაღაც ერთ წელიწადში მათ ქალის მზა ტანსაცმელი გამოფინეს, რამაც მსოფლიო აღიარება მოუტანა. ბრენდი წვივსაკრავების, აზღუდების, საცურაო კოსტჲუმების და სხვა აქსესუარებისგან შედგებოდა. მოკლე ხანში ამავე ჩვენებაზე წყვილმა მამაკაცის ქვედა საცვლებიც წარმოადგინა.
პირველი ბუტიკი 1989 წელს გახსნეს ტოკიოში, რასაც მილანსა და ჰონკონგში მოჰყვა მაღაზიების გახსნა.



2006 წლის ოქტომბერში დოლჩე & გაბანამ პირველი რესტორანი გახსნა მილანში, სახელად გოლდი ვია პიეროზე. რესტორანს, სახელის შესაბამისად, მოოქროვილი ინტერიერი აქვს. წყვილის საზკვების ობიექტებში 250 ადგილია და ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირული მენიუა წარმოდგენილი.
2008 წელს დოლჩე და გაბანას მიერ შექმნილი სუნამო Light Blue Pour Homme პროფუმოს აკადემიამ და აშშ-ის ფიფის დაჯილდოვების კომიტეტმა მამაკაცის საუკეთესო სუნამოდ დაასახელა.
დოლჩესა და გაბანას შესახებ მათი ერთობლივი კარიერის დასაწყისიდან მოკლე ხანში ბევრი მითქმა-მოთქმა წარმოიშვა მსოფლიო პრესაში, რაც საკმაო ხანს გაგრძელდა; თუმცაღა, საჭორაოც არაფერი იყო.. მათ ერთმანეთი უყვარდათ და ერთად ცხოვრობდნენ… 2005 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა არ შეუწყვეტია. მათი რომანტიკული ურთიერთობა 2008 წელს განახლდა, როდესაც წყვილი მიხვდა, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეეძლოთ.

დოლჩე&გაბანა სპეციალიზებულია ძირითადად ფუფუნების საგნებზე. მისი ნაწარმი განსხვავდება სხვა დიზაინერთა პროდუქციისგან, არ არის სეზონური და გათვლილია ხანგრძლივად ხმარებაზე.





საცურაო კოსტიუმი


                                                                    საცურაო კოსტიუმი

ბიკინი შექმნა მამაკაცმა. ეს მოხდა 60 წლის უკან – და კვლავაც არ არის გასაკვირი საფრანგეთში. თუმცა, მოდის ისტორიაში ბიკინი ქალთა დამსახურებით შემოვიდა, კერძოდ 50 იანი წლების ჰოლივუდის წვლილით, რომელთაც გახადეს ბიკინის ტენდენცია პოპულარული.

კილორენ ბენსიმონის განცხადებით, ქალები ბიუსჰალტერ–ბონდოსა და საცურაო შორტებში, გამოსახულია უძველეს ფრესკებზე, რომელიც თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით 1400 წელს. საესტრადო სცენის მსახიობები ატარებდნენ ცალკეულ კოსტიუმებს კერ კიდევ 1920 იან წლებში, ხოლო 1932 წელს ფრანგმა დიზაინერმა მადლენ ვიონეტმა გამოიყვანა მოდელები პოდიუმზე საღამოს კაბებით, რომელთა დიაფრაგმა იყო გახსნილი. 1935 წელს ამერიკელმა დიზაინერმა კლერ მარდელმა ამოჭრა მთლიანი საცურაო კოსტიუმის მხარი და დაყო იგი ორ ნაწილად. ეს მოდელი უკვე ითვლებოდა ოფიციალურ ბიკინად. თუმცა, 1946 წელს როდესაც რირდი აპირებდა «le Bikini»–ის პრეზენტაციის მოწყობას, მას არცეთი პარიზელი მოდელი არ დათანხმდა პოდიუმზე გამოსვლას. მოდელებმა ვერ გაბედეს პუბლიკის წინაშე რირდის თამამი სამოსით წარდგენა. მხოლოდ პარიზის ერთ–ერთი კლუბის სტრიპტიზორი მიშელინ ბერნადინი დათანხმდა დიზაინერს სკანდალურ ქმედებაზე – და მოახდინა სრული ფურორი.

პლიაჟის მოდის გადამწყვეტ მომენტად ისტორიაში შეიძლება ჩაითვალოს 1907 წელი: სწორედ მაშინ ავსტრიელი მოცურავე ანეტ კელერმანი იყო დაკავებული ბოსტონში მაშინდელი დროისთვის თამამ და ღია საცურაო კოსტიუმის ტარებისთვის. მაგრამ საბედნიეროდ მისი საცურაო კოსტიუმი 1910 წლისთვის გახდა ნორმალური.

1913 წელს დიზაინერ კარლ იატცენმა შექმნა პირველი საცურაო კოსტიუმი, რომელიც შედგებოდა 2 ნაწილისგან. 1930 წელს მოდური გახდა უმნიშვნელო და მრავალფეროვანი მასალები (გამოჩნდა ლატექსი და ნეილონი), მოდაში შემოდიოდა მოკლე შორტები, რომელიც თანდათან თავის სიგრძეს კარგავდა. აქაც არაფერი გამოვიდა ჰოლივუდის გარეშე. ფილმში "ნეპტუნის ქალიშვილი" ესტერ ვილიამსი ატარებდა საცურაო კოსტიუმს დამაინტრიგებელი სათაურებით "Sweet baby "and" double meaning. " რომელმაც საზოგადოების ყურადღება მნიშვნელოვნად მიიქცია
1946 წელს ფრანგმა ლუი რეარმა დემონსტრაცია გაუკეთა და დახვეწა საცურაო კოსტიუმის მოდელი "Atom", რომელიც ადრე დიზაინერ ჟაკ ეიმის მიერ იყო შექმნილი. ეს ბიკინი სახელწოდებას იღებს ატომისგან, რომელზეც იმ დროს, ამერიკის შეერთებული შტატები ატარებდა ბირთვულს ექსპერომენტებს. "ბიკინი - ეს არის გახლეჩილი ატომი" ხუმრობდნენ თანამედროვენი

მიშელინ ბერნადინი გახდა პირველი მოდელი, რომელმაც საჯაროდ დემონსტრაცია გაუკეთა, თამამ ბიკინს. მაგრამ მხოლოდ 1950 იან წლებში ეს საცურაო კოსტიუმი მართლაც შემოვიდა მოდაში, ბრიჯერტ ბარდოს გმირის წყალობით, ფილმიდან "და ღმერთმა შექმნა ქალი."

წარსულში მოდელმა და ახლა უკვე მოდური ჟურნალის რედაქტორმა კელი კილორენ ბენსიმონმა ბიკინს მიუძღვნა წიგნი The Bikini Book (გამომცემელი Assouline). მისი მიზანი იყო დოკუმენტურად დაემოწმებინა 40 იან წლებში ჟაკ ჰეიმისა და ლუი რიუ რიდრომის მიერ შექმნილი საცურაო კოსტიუმის მნიშვნელოვანი გავლენა, რომელიც მოახდინა მსოფლიოზე.
რა განანსხვავებს ბიკინს ცალკეული საცურაო კოსტიუმისგან? უპირველეს ყოვლისა მისი მცირე ზომა. (კილორენ ბენსიმონი ბიკინს უწოდებს ნებისმიერ საცურაო კოსტიუმს რომლის ზონარიც მდებარეობს ჭიპის ქვემოთ. )
   კილორენ ბენსიმონისთვის ბიკინზე წიგნის დაწერა იყო სრული სიამოვნება. "მე მიყვარს მოდა, ხოლო ბიკინის ისტორია – ეს ასევე არის საზოგადიების ისტორია, რომელიც მე ასევე აღმაფრთოვანებს. ამას გარდა, მე ვარ ბიკინის ჭეშმარიტი მოყვარული. – განაცხადა ბენსიმონმა.

1950 წელს პუბლიკამ, უბრალოდ თავი დაკარგა ბიკინზე, მით უმეტეს მაშინ, თუ მას ღვთაებრივი ჯეინ მენსფილდი ან ბრიჯეტ ბარდო ატარებდა. კილორენი სიცილით აცხადებს ბარდოს ექსპერიმენტების შესახებ, ბიკინთან დაკავშირებით. – ფრანგი სუპერ ვარსკვლავი ამცირებდა ბიკინის ხაზს სულ უფრო და უფრო ქვემოთ, ის ამოწმებდა მზის სხივების ზემოქმედებას. როგორც აღმოჩნდა, ბიკინი შეიძლება იყოს იმდენად მცირე ზომის, რომ მისი სიგანე ღწევდეს მხოლოდ რამოდენიმე სანტიმეტრს. ასეთი მცირე ზომის საცურაო კოსტიუმი მალევე ძალიან პოპულარული გახდა საფრანგეთის სანაპიროზე.

დღესაც კი, მოდური თავშეყრის ადგილების პერსონაჯები იკვეხნიან, რომ შვებულების დროს კარიბის სანაპიროზე მიაქვთ მთელი თავიანთი გარდერობის ბიკინი, რათა გაატარონ ღირსეული დასვენება, აცხადებს ვალერი სტილი - მანჰეტენზე მდებარე მოდის ინსტიტუტის დირექტორი. " მოდაში ძალიან მნიშვნელოვანია, გამოაჩინო შენი გემრიელი და ღვთაებრივი სხეული და შემდგომ იტრაბახო ამით. ტანისამოსი - არის მხოლოდ თქვენი სრულყოფილების ჩარჩო. ამ მხრივ, ბიკინი არის საკმაოდ მომთხოვნი, - დაამატა მან.

   


გარდა ბიკინისა, არის ასევე მონოკინიც - საცურაო კოსტიუმი ზედატანის გარეშე, - ძლიერ დახურული საცურაო კოსტიუმები მათთვის, ვისთვისაც რელიგია არ იძლევა უფლებას, გამოაჩინონ ნახევრად შიშველი სხეული პლიაჟზეც კი.


ბიკინიზე ქმნიდნენ სიმღერებსაც კი (Itsy Bitsy Teenie Weenie Yellow Polka Dot Bikini), ამისთვის ტარდებოდა ცალკეულ გამიჯნული, ყოველწლიური კონკურსი, რომლისთვისაც თითქმის ყველა ბომონდის გოგონა აუცილებლად , ერთხელ მაინც ფილმში ჩნდება ბიკინით.
ჟურნალი Sports Illustrated ქმნიდა სპეციალურ საკითხებს რომელიც ეძღვნებოდა ბიკინის. და ეს არც არის გასაკვირი, რადგან იმ შემთხვევაში თუ ბიკინი აცვია ეფექტურ ქალს, ეს ნამდვილადაა მოჭარბებული ყურადღების ღირსი
ბიკინი შეიძლება ატაროს ნებისმიერი აღნაგობის ქალმა - და ასევე მამაკაცმაც. 1974 წელს ბიკინის შესაკერად დაიწყეს ლაიკრას გამოყენება, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა ამ საცურაო კოსტიუმის პოპულარობა. ახლა კი მისი ტარება ყველას შეუძლია! 






მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი..


                          მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი..

  ამერიკელი მწერლის, ქრისტოფერ მორლის აზრით, ქუსლიანი ფეხსაცმელი გამოიგონა ქალმა, რომელსაც ხშირად ჰკოცნიდნენ შუბლზე. სინამდვილეში, ქუსლიანი ფეხსაცმლის შექმნის იდეა ორლეანის ჰერცოგის მეუღლეს, ეკატერინე მედიჩის ეკუთვნოდა. 1533 წელს მან სპეციალურად შეუკვეთა რამოდენიმე ფეხსაცმელი ქუსლზე, რათა უფრო მაღალი გამოჩენილიყო და შთაბეჭდილება მოეხდინა საფრანგეთში, მომავალ მეფე ჰენრისთან ქორწინებისას. მისი ფეხსაცმელი ხის პლატფორმაზე იდგა. ქუსლიანი ფეხსაცმელი მალე გახდა მოდური მაღალ საზოგადოებაში. სასაცილოა, მაგრამ ევროპის მაღალი საზოგადოება ზედმეტადაც კი „ამაღლდა“ და მე–17 საუკუნეში მხოლოდ მათ ჰქონდათ უფლება ჩაეცვათ 6 დუიმის სიმაღლის მქონე ფეხსაცმელი, რაც 15.24 სანტიმეტრს უდრის. გადაადგილებისას კი ორივე მხარეს იყენებდნენ მსახურებს, რათა სიარულისას დაყრდნობოდნენ.
   ეკატრინე მედიჩის ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შემქნის იდეას მიაწერენ, თუმცა მიიჩნევა, რომ რომ ქუსლის პროტოტიპი საფრანგეთში მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. იმ დროისთვის ფეხსაცმლის ხელოსნები საცხენოსნო ფეხსაცმელს პატარა ქუსლს უკეთებდნენ, რაც ცხენზე ჯდომას უფრო კომფორტულს ხდიდა. ვინაიდან საფრანგეთში ცხენზე ჯირითი კაცების პრივილეგია იყო, პირველი ქუსლიანი ფეხსაცმელიც სწორედ მათთვის შეიქმნა. საუკუნის შემდეგ მაღალი საზოგადოების წარმომად
გენელი მამაკაცებისთვის ქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველდღიურ ხმარებაშიც გავრცელდა.    

   იმ დროისათვის მამაკაცის ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე 6-8 სანტიმეტრს აღწევდა. არავინ დავობს, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ქალს ბევრად ქალურს, მიმზიდველსა და სექსუალურს ხდის. თუმცა, არის კიდევ რამოდენიმე შეუმჩნეველი მიზეზი, რის გამოც ქალები მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას: ქუსლი ქალს სიმაღლეს მატებს. კარგად არჩეული ფეხსაცმელი ვიზუალურად აგრძელებს ფეხს. მაღალ ქუსლებზე სიარულისას ქალი ძალაუნებურად გამართული დადის. რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით პატარაა ნაბიჯი, რაც სიარულის მანერას უფრო ქალურს ხდის. მაღალ ქუსლებზე სიარულისას ქალი იძლებულია შეინარჩუნოს წონასწორობა, რაც ძალაუნებურად იწვევს თეძოების მაცდუნებელ მოძრაობას.

   მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის უარყოფით მხარეებზეც ხშირად საუბრობენ. მაგალითად მოჰყავთ სტატისტიკა, რომ ქალებს დახლოებით 4–ჯერ მეტი პრობლემა ექმნებათ ფეხებზე, ვიდრე მამაკაცებს. ბრტყელძირიან ფეხსაცმელზე სიარულისას ადამიანის სხეულის მთელი წონა თანაბრად ნაწილდება ტერფზე და არ იწვევს მისი რომელიმე ნაწილის ზედმეტად გადატვირთვას. როდესაც ჩვენ ქუსლს გარკვეულ სიმაღლეზე ვანთავსებთ, ფეხის თითები დიდ დაწოლას განიცდიან. დამტკიცებულია, რომ 2-3 სანტიმეტრიან ქუსლებზე დადგომითაც კი ფეხის თითებზე დაწოლა 22%-ით იზრდება. ხოლო როდესაც ქუსლის სიმაღლე 6-7 სანტიმეტრს აღწევს, დაწოლა ორმაგდება. ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ უძლებენ ტერფის ძვლები ასეთ დატვირთვას. მაღალმა ქუსლმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი უსიამოვნებები: გამაგრებები, სოკოვანი დაავადებები, ფეხის თითების გამსხვილება, ტერფის ფარული ბზარები, მუხლის ართრიტი და ა.შ. მიუხედავად მედიკოსების მსგავსი პროგნოზებისა, ძნელი იქნება მსოფლიოს ქალებს აზრი შეაცვლევინონ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელზე, რადგან ქალი მაღალ ქუსლზე უფრო თავდაჯერებულად, ქალურად და სექსუალურად გრძნობს თავს.
  



      რამოდენიმე საინტერესო ფაქტი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შესახებ: ახლო აღმოსავლეთში ქუსლები ფეხსაცმელს იმისათვის დაუმატეს, რომ ფეხი მწველი ქვიშისგან უფრო უკეთ დაეცვათ მე–16 მე–17 საუკუნის ევროპაში ფეხსაცმლის ქუსლი ყოველთვის წითელი იყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას 12 წლის ასაკში იწყებენ და დაახლოებით 63 წლის ასაამდე ატარებენ. ფილიპინების ყოფილი პირველი ლედის, იმელდა მარკოს, საკუთრებაში 1200 წყვილი ფეხსაცმელია. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გაფეტიშებას ალტოკაციფილიას უწოდებენ. გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი 155 სმ–ის სიმაღლისაა.

http://knuti.wordpress.com/2011/02/01/high-heels/

ჟიზელ ბიუნდჰენი

 ჟიზელი დაიბადა და გაიზარდა სამხრეთ ბრაზილიის პატარა სოფელშიჰორიზონტინა (Horizontina), პირველად ჟურნალი მან 14 წლის ასაკში ნახა როდესაც სკოლიდან რიოში იყო ექსკურსიაზე. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სწორედ ამ დღეს შეამჩნიეს ის აგენტებმა და მაშინ დაიწყო მისი, როგორც მანიკენის ბრწყინვალე კარიერა.
ჟიზელმა ჟურნალ Paris Match _ის ჟურნალისტთან ინტერვიუში თქვა, რომ სკოლაში ის უშნოდ აწოწილი და ულამაზო გოგონა იყო. მის სიგამხდრეს ბავშვები დასცინოდნენ, მას ხან ანიმაციური ფილმის პაპაიას სასაცილო პერსონაჟის სახელს _ოლივს ეძახდნენ, ხან ჩონჩხს. ”როდესაც ფრენბურთს ვთამაშობდი ყველა დამცინოდა, ჩემი ფეხები ასანთის ღერებივით იყო გამოჩრილი შორტის ტოტებიდან.



 ახლა ჟიზელი 27 წლის არის. ის რამოდენიმეჯერ აირჩიეს როგო რც პლანეტის ულამაზესი ქალბატონი. ის ხდება Dolce & Gabanna-ს პარფიუმის სახე. მისი შემოსავალი უკვე 33 მილიონი დოლარია. 2007 წლიდან უშვებს სანდლების საკუთარ ხაზს ცნობილი ბრენდის Grendene_ს მხარდაჭერით. კოლექციას ქვია Ipanema Gisele Bundchen.. მისი კინო კარიერაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ამაში ალბათ დამეთანხმება ის ვისაც ნანახი აქ ფილმები The Devil Wears Prada, 2006/ და Taxi New York 2004/. აქტიურად მონაწილეობს დებატებში ბრაზილიელ ქალთა უფლებების დასაცავად. ჟიზელი წელს ჟურნალ Forbes -ში სხვა ტოპ-მოდელებს შორის 1 პოზიციაზე მოხვდა.   
  მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია ბრაზილიელი ჟიზელ ბუნდჰენი, რომელმაც გასულ წელს 33 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მან პირველი ადგილი დაიკავა ჟურნალ ”ფორბის” მიერ შედგენილ ყველაზე მდიდარ სუპერმოდელების სიაში. 26 წლის ბუნდჰენს მსოფლიოში ყველაზე მეტი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. იგი აქტიურად თანამშრომლობს მაღალი მოდის ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: დოლჩე და გაბანა და რობერტო კავალი.
მეორე ადგილზე აღმოჩნდა ინგლისელი მოდელი კეიტ მოსი. რომელმაც გასულ წელს 9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 33 წლის მოსი სტელა მაკარტნის სადიზაინერო სახლისა და იტალიური ფირმის ”ბელსტაფის” სახეა.
მესამე ადგილი წილად ხვდა 34 წლის სუპერმოდელს ჰაიდი კლუმს, რომელმაც 8 მიიონი დოლარი გამოიმუშავა. იგი კომპანია ”ვიქტორია სეკრეტის” წარმომადგენელია.
მილიონერთა სიაში ასევე შევიდნენ: კაროლინა მერფი-5 მილიონი, ნატალია ვოდიანოვა-4,5 მილიონი. კაროლინა კურკოვა და დარია ვორბოვი-თვითოეულს 3,5 მილიონი….
ჟურნალის შეფასებით ბუნდჰენის წარმატება შემთხვევითი არ არის, ჟიზელი ერთდროულად 20 კომპანიასთან თანამშრომლობს. მაგრამ მისი შემოსავლები შეიძლება მომავალ წელს საგრძნობლად შემცირდეს, რადგან ”ვიქტორია სეკრეტთან” დადებული 5 მილიონიანი კონტრაქტის ვადა იწურება.


http://lenta.ge/?p=684



კლაუდია შიფერი


  1970 წლის 25 აგვისტოს გერმანიის ქალაქ რაინბერგში დაიბადა ცნობილი მოდელი, დიზაინერი, კინომსახიობი და UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი კლაუდია შიფერი.  
   კლაუდია შიფერმა ბავშვობა დიუსელდორფში გაატარა. სკოლაში სწავლისას ის განსაკუთრებულად ითვისებდა ზუსტ მეცნიერებებს და ოცნებობდა გამხდარიყო იურისტი. 15 წლის ასაკში, მან გაიმარჯვა ფიზიკაში ჩატარებულ ქალაქის ოლიმპიადაში და ავტომატურად ჩაირიცხა მიუნხენის უნივერსიტეტში, მაგრამ ერთმა შემთხვევამ შეცვალა მისი მომავალი.
  1987 წელს, დისკოთეკაზე ახალგაზრდა ლამაზმანი პარიზის სამოდელო სააგენტოს Metropolitan Models-ის დირექტორმა შეამჩნია და მრავალი ცდის შემდეგ მისი  მშობლები გოგონას პარიზში გამგზავრებაზე დაითანხმა. მიუხედავად იმისა, რომ  პირველი ფოტოსესია ცნობილ სტუდიაში გაიმართა, მის ფოტოებს წარმატება არ მოჰყოლია.
    და ისევ, მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა შემთხვევამ. კლაუდია შენიშნა  ELLE-ს ქასტინგების დირექტორმა, რომელმაც მას "ღვთაებრივი" უწოდა და როცა მოდელი 1988 წელს ამ ჟურნალის ყდაზე გამოჩნდა, მის შეახებ უკვე მთელმა ფეშენ-სამყარომ შეიტყო.
1990 წელს მასთან ხელშეკრულება გააფორმა სამოდელო სახლმა Chanel, რომელთანაც თანამშრომლობა 1997 წლამდე გაგრძელდა და 2007 წელს განახლდა. მისით აღფრთოვანებული კარლ ლაგერფილდი ამბობდა, რომ პოდიუმზე ის ისე დადის, როგორც ქუჩაში.
  992 წელს კლაუდია შიფერი კოსმეტიკური ბრენდის Revlon-ის სახე გახდა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ L'Oreal-ის. იმ პერიოდში ფრანგულმა ჟურნალმა Paris Match შიფერი აღიარა "ტოპ-მოდელად ტოპ-მოდელთა შორის". უნდა ავღნიშნოთ, რომ გერმანელი მოდელის ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ჟურნალის ყდაზე 900-ჯერ დაიბეჭდა.
როგორც ჭეშმარიტი გერმანელი, ის არ აგვიანებს გადაღებებზე, არ ათენებს ღამეებს კლუბებში და არასოდეს ჭირვეულობს. მას სხვადასხვა დროს გაფორმებული აქვს მრავალმილიონიანი კონტრაქტები ისეთ ფირმებთან, როგორიცაა: Citroen, Victoria Secrets, Guess. ის მონაწილეობას იღებს Chanel, Versace, Valentino ჩვენებებში. ასევე შიფერი გადაღებული რამდენიმე ცნობილ კლიპში, როგორიცაა მაგალითად 2000 წელს ჯგუფი Westlife ცნობილ სიმღერაზე Uptown Girl.
1993 წელს მას ჰქონდა რომანი დევიდ კოპერფილდთან. ასევე მისი ბოიფრენდების სიაშია: პიტერ გებრიელი, ჯონ ბონ ჯოვი და მონაკოს პრინცი ალბერ II
2002 წელს კლაუდია შიფერი ცოლად გაჰყვა ბრიტანელ პროდიუსერსა და რეჟისორს მეთიუ ვონს, გრაფ ჯორჯ ალბერტ ჰარლი დე დრამმონდის ვაჟს. მასთან ერთად ის ზრდის სამ შვილს, მათი შვილები ლონდონში სწავლობენ. ისინი სკოლაში ხშირად თავად კლაუდიას დაჰყვას, სადაც ერთმანეთს ხვდებიან  ვარსკვლავი დედები ელ მაკფერსონი და სტელა მაკკარტნი.